კვლევა: მეცნიერებმა რომანტიკული ურთიერთობების საიდუმლო ამოხსნეს

კანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რომანტიკული ურთიერთობების საიდუმლო ამოხსნეს.  

კვლევის მიხედვით, მიუხედავად პარტნიორის ცვლილებისა, ადამიანები რომანტიკულ ურთიერთობებს ერთი და იგივე სცენარზე აფუძნებენ. 

მკვლევრებმა გერმანიაში 554 ადამიანის მონაცემი შეკრიბეს და 4 ძირითადი მიმართულებით დაინტერესდნენ: პირველი სიყვარული, მისი დასასრული; ახალი ურთიერთობის დაწყების წელი, მისი დასასრული. 

ამ ორი ეტაპის გაანალიზებისას მკვლევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტნიორული ურთიერთობები, არასტაბილურობის აღქმა, კონფლიქტის სიხშირე, ინტიმურობის განცდა ორივე შემთხვევაში ერთ დონეზე იყო. ახალ პარტნიორთან ურთიერთობაში ცვლილება მხოლოდ ორი მიმართულებით გამოიკვეთა: გაიზარდა როგორც სექსუალური კონტაქტის სიხშირე, ასევე გულწრფელი აღტაცება პარტნიორებში.  

მეცნიერები ამას ურთიერთობის საწყის ეტაპზე სულიერი მოკავშირის იდეალიზების მოტივით ხსნიან. მოგვიანებით, ურთიერთობები ძველი სცენარის მიხედვით ვითარდება. მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები არ იცვლებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი როგორც ახალ, ასევე ძველ პარტნიორებთან ერთი და იგივე ქცევას ავლენენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.