კვლევა: მკვლელებს ტვინის განსხვავებული სტრუქტურა აქვთ

მსოფლიოს მასშტაბით ნეიროფიზიოლოგები დიდი ხანია ცდილობენ მიიღონ ობიექტური სურათი ადამიანის ტვინის სტრუქტურასა და დანაშაულებრივი ქმედებისკენ მიდრეკილებას შორის შესაძლო კავშირის შესახებ, უპირველეს ყოვლისა კი ძალადობასთან მიმართებით. 

მკვლელობა სერიოზული სოციალური პრობლემაა, ხოლო საზოგადოებაში არსებული ძალადობის მაღალი დონის შედეგად მიღებული ეკონომიკური დანაკარგები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს შეადგენს. ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები სწავლობენ კრიმინალების ტვინს და ცდილობენ გაიგონ, თუ რა ხდება ადამიანის გონებაში იმ დროს, როდესაც ძალადობს. მეოცე საუკუნის დასასრულს შემუშავებულმა სკანირების მეთოდებმა ახალი დისციპლინის გაჩენასაც შეუწყო ხელი – ნეიროკრიმინოლოგია, თუმცა ბევრი მეცნიერი ამ მიმართულებას ეჭვით უყურებს. 

ამერიკელმა მეცნიერებმა 808 მამრობითი სქესის დამნაშავის თავის ტვინში მიმდინარე პროცესები ტომოგრაფიული სკანირების მეშვეობით შეისწავლეს. შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელობებისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულებს ტვინის განსხვავებული სტრუქტურა აქვთ:

“იმ მსჯავრდებულების ტვინის ორბიფროტალური ქერქის ნაწილებსა და წინა ფრონტალური ზოლში, რომლებმაც მკვლელობა ან ძალადობრივი ქმედება ჩაიდინეს, რუხი ფერის ნივთიერების ნაკლებობა ფიქსირდება, ვიდრე იმ მსჯავრდებულებში, რომლებსაც ძალადობრივი დანაშაული არ ჩაუდენიათ”,- ამბობენ კვლევის ავტორები.

მეცნიერების თქმით, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ძალადობისკენ მიდრეკილება არსებობს, თუმცა ამ კვლევით მიღებული შედეგები ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით კვლევებსა და ექსპერიმენტებს. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.