კვლევა: რუსების ნდობის რეიტინგში საქართველო მეხუთე ადგილზეა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) წარმომადგენელმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეიტინგი გაასაჯაროეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ნდობას გამოხატავს.

კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის ნდობის რეიტინგში საქართველო მეხუთე ადგილზეა (10%). პირველ ადგილს ბელარუსი იკავებს (60%), მეორეზე ყაზახეთია (41%), მესამე ადგილზე სომხეთი (16%), ხოლო საქართველოს წინ, მეოთხე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა (14%).

რუსები საქართველოზე ნაკლებად ენდობიან უზბეკეთს (7%), თურქმენეთს (7%), ყირგიზეთს (5%), ტაჯიკეთს (3%) და უკრაინას (1%).

კვლევის ცენტრმა რუსეთის ტერიტორიაზე 1200 რესპონდენტი გამოკითხა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.