კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 15-20% კვლავ საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას განიცდის

ცენტრ „ემპათიისა“ და „ღია უნივერსიტეტის“ Statecraft–ის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 15–20% კვლავ საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას განიცდის. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ღია უნივერსიტეტში“ დღეს შეხვედრა დისკუსია გაიმართა, რომელზეც ცენტრ „ემპათიამ“ საზოგადოებას ამ კვლევის შედეგები გააცნო. დისკუსიის თემა იყო: „სტოკჰოლმის სინდრომი პოსტ–საბჭოთა ქვეყნებში – ფსიქოლოგიური და სოციო–პოლიტიკური ასპექტები“.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, საერთაშორისო ექსპერტმა მარიამ ჯიშკარიანმა განaცხადა, კვლევა ჩატარდა მოწყვლად კონტიგენტზე, რომელიც მოიცავს 2008 წლის ომით დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებთ, რომლებიც განიცდიან ჩაგვრას.

მისივე თქმით, კვლევის შედეგებით განზოგადებულია ის ფსიქოლოგიური ფენომენები, რომლებიც ხალხის მენტალიტეტზე აისახება. მისივე განცხადებით, ამ კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 15–20% კვლავ საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას განიცდის.

„სტოკჰოლმის სინდრომი“ ეს არის მსხვერპლის პარადოქსული რეაქცია აგრესიაზე. ვინაიდან საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთ–ერთი ქვეყანა, კვლევა ეხება სწორედ რუსული პროპაგანდის არსებობას და მის გავლენას საქართველოში. იმ დეზინფორმაციის სტრატეგიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ეწევა საქართველოს მიმართ. თუ როგორ აისახება ეს ხალხის მენტალიტეტზე და რატომ არის, რომ მოსახლეობის 15–20 % კვლავ პარადოქსულად, არადეკვატურატურად უყურებს რუსეთის ფედრაციას და მისგან დახმარებას ელოდება. ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სტრატეგიები, რომელიც ზემოქმედებას გაუწევს ამგვარ ნეგატიურ გავლენებს. ჯიშკარიანმა ასევე განმარტება გააკეთა „სტოკჰოლმის სინდრომის“ სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, 1973 წელს სტოკჰოლმში, ბანკის ძარცვის დროს ტყვეობაში აიყვანეს მძევლები, რომლებსაც შემდეგ დადებითი ურთიერთობა განუვითარდათ დამტყვევებლების მიმართ. კერძოდ, პოლიციაში ჩვენებები არ მისცეს და ჰუმანისტურად უდგებოდნენ მათ ფსიქოლოგიას.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.