კვლევა: ცნობილია ქვეყნები სადაც მშპ ყველაზე მაღალია – ყველაზე მდიდარი ქვეყნები

კომპანია New World Wealth -ის კვლევის თანახმად, ცნობილია ქვეყნები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ყველაზე მაღალი იყო.  

გამოცემა Foxbusiness-ის ცნობით, ყველაზე მდიდარ ქვეყნებში კაპიტალის კონცენტრაცია გამოწვეული იყო მოსახლეობის საშუალო რაოდენობით, მოქნილი საგადასახადო სისტემით და მაღალი ფასებით უძრავ ქონებაზე.   

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით მსოფლიოში მონაკო ლიდერობს. მონაკო ცნობილი რეზიდენციაა სუპერმდიდრებისთვის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომლის მოსახლეობას 40 000 შეადგენს. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $ 2,1 მილიონია. 

მონაკოში 2 700 მულტიმილიონერი ცხოვრობს. მონაკო ასევე ევროპის ოფშორული ცენტრია. 

მშპ-ს რაოდენობით, მსოფლიოში მეორეა ლიხტენშტეინი, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $786 000-ია. 

მესამეა შვეიცარია, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $ 315 000-ია. მეოთხეა ლუქსემბურგი – ერთ სულ მოსახლეზე მშპ $ 300 000-ია. მეხუთე – ავსტრია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე $244 000-ია. 

TOP ათეულის დანარჩენი წევრები მშპ-ს რაოდენობით 1 სულ მოსახლეზე: 

ნორვეგია -$ 198 000;

აშშ – $186 000 ;

სინგაპური – $ 177 000;

ჰონგკონგი – $ 169 000;

კანადა – $ 163 000; 

კომპანია New World Wealth-ის კვლევის თანახმად, 2018 წელს ამ ქვეყნებში მშპ-ს რაოდენობამ ჯამში $204 ტრილიონი შეადგინა. კომპანიის პროგნოზით, 2028 წელს ეს მაჩვენებელი 43%-ით გაიზრდება და $291 ტრილიონს შეადგენს. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.