კვლევა: ხელმძღვანელობა სამსახურისადმი თქვენს სიყვარულს ბოროტად იყენებს

გაგიმართლათ, თუ თქვენი სამსახური გიყვართ, მაგრამ უნდა გაიაზროთ, რომ ამას საშიშროებაც მოჰყვება – თქვენმა ხელმძღვანელმა, ნებით თუ უნებლიედ, შეიძლება თქვენი ენთუზიაზმის ექსპლუატაცია მოახდინოს. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Journal of Personality and Social Psychology-ში გამოქვეყნდა. 

ახალი კვლევა მოწმობს, რომ ხელმძღვანელები დამატებით ან უფრო რთულ დავალებებს აძლევენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარ სამსახურში მთელ გულს დებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამსახურის მიმართ სიყვარულმა შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იმუშაოს.

კვლევების შემდეგ მეცნიერებმა ამ მოვლენას „ლეგიტიმური ექსპლუატაცია“ დაარქვეს, რომელსაც სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად ხელმძღვანელმა შეიძლება გთხოვოთ, რომ დასვენების დღეებში იმუშაოთ ან შვებულების დღეები მოიკლოთ, როდესაც იცის, რომ უარს ვერ ეტყვით.

მეცნიერებმა ორი ფსიქოლოგიური ფაქტორი გამოავლინეს. ხელმძღვანელობა ხანდახან მიიჩნევს, რომ თანამშრომელი, რომელსაც სამსახური ყველაზე მეტად უყვარს, სიამოვნებით შეასრულებს დამატებით სამსახურსაც და მეორე მხრივ, მათი აზრით, ასეთი ადამიანი თავად გამოიჩენდა ინიციატივას.

ფსიქოლოგები ამ მოვლენას „საკომპენსაციო გამართლებას“ უწოდებენ. „ჩვენი კვლევის მიზანი არ ყოფილა ადამიანების დაშინება, რომლებიც საკუთარ საქმეში მთელ გულს დებენ. მრავალი ფაქტი მოწმობს იმას, რომ ასეთ ადამიანებს შესაბამისად არ აჯილდოებენ“, – განმარტავს ფსიქოლოგი ჯეი კიმი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.