“კვლევების ანალიზით დადგინდა, რომ ” ქართული ოცნება” არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი და კარგად შენიღბული აქტორი”

გარდა პოლიტიკური საკითხებისა, “ქართული ოცნება” არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი და ყველაზე კარგად შენიღბული აქტორი, რადგან ის ახდენს განსაკუთრებით ეკონომიკური დამოკიდებულების კომპონენტით მანიპულირებას – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მთავარი თემაა რუსული ჰიბრიდული ომი და საქართველო ეროვნული უსაფრთხოება.
ხელისუფლების მხრიდან შენიღბული ქმედების მაგალითად ვაშაძემ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდგომი მოვლენები მოიშველია.

“ამის კონკრეტული მაგალითები იყო გავრილოვის ღამეს, რომ რუსი ტურისტები აღარ ჩამოვლენ და თითქოს ამით ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, მათ შორის პირდაპირ ფერენებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ციფრები თუ რა გავლენას ახდენს ფრენები ეკონომიკაზე. ასევე არის რელიგიით მანიპულაცია, არა მხოლოდ საქართველოში, მაგალითად საბერძნეთში რუსეთის ფედერაციას აქვს ერთერთ მთავარ იარაღად რელიგიით მანიპულაცია და ამ კუთხით აფინანსებს კიდეც საინფორმაციო კამპანიას, რაც მიმართულია საბერძნეთის მოსახლეობაში პრორუსული და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკებნ. რუსული კვალი იკვეთება ასევე ესპანეთში იტალიაში, საფრანგეთში სხვადახვა პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსებაში, რომელი ჯგუფები არც კი ერიდებიან რუსეთის როგორც ძლიერი ძალის და ტრადიციების დამცველის სტერეოტიპის შექმნაზე საუბარს, იტალიაში რუსეთიდან დაფინანსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, მაგალითად, პუტინის იმიჯი საკმაოდ მაღალდ დონეზე აწიეს, როგორც ერის გადამრჩენის და ღირებულებების და ფასეულობების დამცველისა. საქართველოში გასაგებია, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ევროპაში შეიძლება ეს ილუზიები შეექმნათ.მათ შორის დაფინანსებული არასამთავრობები და ექპერტები, მათი დაფინანსების წყარო საერთოდ გაუგებარია და ისინი თავისი ნახევრად სიმართლეებით აკეთებენ სხვადასხვა განცხადებებს. მაგალითად გია აბაშიძის განცხადებებია მოყვანილი კვლევებში, რომელიც პირდაპირ ახორციელებს გონებრივ შტურმს, მაგალითად ნატოსთან დაკავშირებით რომ შეექმნა ანტი განწყობები ყოფილი გენმდივნის განცხადდებაზე. სხვადასხვა ქვეყნები მიმართავენ იმასაც, რომ არასამთავრობოების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს და თუ ვერ წარადგენენ, საიდან ფინანსდება ეს როგანიზაციები, შესაძლოა გამოყნებეული იქნას კონკრეტული სანქციები. თუმცა, საქართვცელოში ეს შესაძლოა პირიქით გამოყენებული იყოს იმ არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, ვინც რეალურად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.