კილაძე: საქართველოში ბევრი ადამიანი ძალადობის მსხვერპლია, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ – ხელისუფლების უუნარობის აღიარება?

„ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისაგან”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს.

მისი თქმით, კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს

“სამწუხაროდ, ბევრი ადამიანია ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლი საქართველოში და ხშირად, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ. ეს პრობლემა შემდგომში, ჯაჭვური ეფექტით, ნეგატიურად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ამიტომ, თუ გვინდა ჯანსაღი, ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოება, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი შესაძლებლობა. სწორედ ამას ემსახურება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზედაც კომიტეტი მუშაობს“- აღნიშნა სოფო კილაძემ.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.