კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის დელეგაციის მეშვეობით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უახლოეს მომავალში შეხვედრა შესთავაზა. როგორც სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩონ იი იონმა განაცხადა, ტრამპმა შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

ჩონ იი იონი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის სამხრეთ კორეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც მარტის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეას ეწვია. იგი კიმ ჩენ ინთან შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

როგორც სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მან ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
“კიმი დაჰპირდა, რომ ჩრდილოეთ კორეა უარს იტყვის შემდგომ სარაკეტო ან ბირთვულ ტესტებზე”,-განაცხადა იონმა.
Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღიარა, რომ შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები უნდა გაგრძელდეს.
იონი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ ფხენიანი თავის სიტყვებს საქმით არ დაამტკიცებს.
სამხრეთ კორეის დელეგაციის განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის თაობაზე წინადადება მიიღო. თუმცა, შეხვედრის ადგილი და დრო მოგვიანებით გასაჯაროვდება.
“ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან უმოკლეს ვადებში დენუკრეალიზაციას ველით. ჯერჯერობით, სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს “, – განაცხადა თეთრმა სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.