კლარჯეთის ისტორიული ციხე-სიმაგრეები, ხიდები, გზები

(შოთა მუმლაძე)

კლარჯეთის მატერიალური კულტურის ძეგლებისაქართველოს ისტორიული მხარე, კლარჯეთი, მდიდარია მატერიალური დანივთიერი კულტურის ძეგლებით. მათ სრულყოფილ შესწავლას თაობებიდასჭირდება. ჩვენ ამჯერად მოკლედ გავამახვილებთ ყურადღებას აქაურ ზოგიერთსაფორტიფიკაციო თუ საკომუნიკაციო ნაგებობაზე და ამ რეგიონის შიდა თუ გარესამყაროსთან დამაკავშირებელ ძველ გზებზე.$1. კლარჯეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი1.1. შარბიეთის ციხეციხე მდებარეობს არტანუჯიდან სამხრეთ-დასავლეთით,ჭოროხის მარჯვენა შენაკად შარბიეთის წყლის ხეობის სათავეში (ტაბ.1-4).ბილბილანის (იგივე არსიანის) მთების ძირში მდებარე სოფელ ბოსელთაში(თანამედროვე სახელწოდებაა ოქუმუშლარი). საკუთრივ ციხე კი შარბიეთშიააშენებული. ამიტომ მას ადგილობრივები შარბიეთის ციხეს, ან კიდევ შარბიეთქალაქსაც უწოდებენ. ციხემდე გზა ორი მხრიდან მიდის. პირველი და შედარებითგრძელი გზაა საკუთრივ ჭოროხის ხეობით. ართვინიდან ცენტრალური ტრასით 28კმ-ის გავლის შემდეგ გადადიხარ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე და შეუხვევშარბიეთისაკენ. პირველი სოფელი ხიზარლია (ძველი ხეზორი). აქამდე 4,5კმ-ია.ზემო ხიზარლამდე კი _ 8 კმ. შემდეგ გზა გადადის ქირლიკის ქედს (ასე უწოდებენმას აქაურები) და შედიხარ სოფელ ღურჯანში||გურჯანში. ამ სოფლამდეგადასახვევიდან 19 კმ-ია. აქ, გზის მარცხენა მხარის მოვაკებულ ტერიტორიაზე,შემორჩენილია მოზრდილი გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევები. აქედან ციხემდე კი _ 4კმ-ია. არის მეორე გზაც, შედარებით მოკლე და უფრო პრაქტიკული. ბოსელთადანსაქარიას ქედის გადმოვლის შემდეგ ეშვები ქვემოთ, ქედის მეორე მხარეს არსებულკლარჯეთის ციხემდე. მათ შორის დაცილება დაახლოებით 4 კმ-ია. შემდეგ სოფ.კლარჯეთისა და იგივე სახელწოდების ხევის გაყოლებით ჩადიხარ სოფ. არავეთამდე(თანამედროვე სახელწოდებაა თორბალი), სადაც კლარჯეთისა და ტანძოთის წყლებიერთმანეთს უერთდებიან. აქედან კი სოფელ ექშინარის გავლით ჩადიხარარტანუჯში. მთლიანი მანძილი შარბიეთის ციხესა და არტანუჯს შორისდაახლოებით 16 კმ-ია. ბუნებრივია, ციხემდე გზა არტანუჯიდან გაცილებითმოკლეა, ვიდრე ჭოროხისპირით სოფ. ხეზორზე გავლით. სამაგიეროდ ხეზორზეგამავალი გზა ერთერთი უმოკლესი და მნიშვნელოვანი იყო ტაო-ისპირიდანარტანუჯისაკენ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ შარბიეთის ციხეც საიმედოდკეტავდა და იცავდა არტანუჯისაკენ სამხრეთ დასავლეთიდან მომავალ გზებს.საქარიას ქედის ორივე მხარეს ერთიმეორისაგან 4-5 კილომეტრში არსებულიშარბიეთისა და კლარჯეთის (ყალედიბის) ციხეების არსებობა, ამ ადგილისგანსაკუთრებულობას უსვამდა ხაზს. ორივე ციხის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციასწორედ არტანუჯისაკენ მიმავალი გზის გაკონტროლება უნდა ყოფილიყო.შარბიეთის ციხისთვის საგულდაგულოდ შეურჩევიათ ადგილი. აქედან შესანიშნავად მოჩანს ჭოროხის აუზის საკმაოდ დიდი სივრცე ტაოსაკენ და, მეორეს მხრივ, არტანუჯისაკენ მიმავალი გზები. იგი ზემოდან დაჰყურებს არსიანის მთებიდან ჭოროხისპირამდე აარტანუჯისაკენ მიმავალ თითქმის ყველა გზას. აქედან ასევე კარგად მოჩანს უზარმაზარი სივრცე შავშეთის სანახებისაც. იგი ჩართულ-დაკავშირებული ჩანს შავშეთ-იმერხევ-კლარჯეთის ერთიან თავდაცვის სისტემასთან. ადგილი, სადაც ციხეა აშენებული, ორმხრივ თვალუწვდენელი ღრმა ხეობებითაა შემოსაზღვრული. საკუთრივ ციხე კი ხეობისაკენ წინ წაზიდული კლდოვანი ქედის ბოლო მონაკვეთის ყველაზე შემაღლებულ ბორცვზეა დაშენებული. იგი სამმხრივ მიუვალია. აქვს ერთადერთი ძალზე ვიწრო, რთული რელიეფის მქონე მისადგომი კლდოვანი ქედის წვერზე გამავალი ბილიკის სახით. მის ბოლო მონაკვეთში (ციხემდე 25 მ-ის დაცილებით) ეს გზაც ჩაკეტილია სახელდახელოდ აშენებული ოთხკუთხა ფორმის კოშკით. მისი დიდი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია საძირკვლები და აღმოსავლეთის კედელი. დაცული ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. მისი სიგრძე 4,50, სიგანე _ 3,20, კედლების სისქე _ 0.80-1 მეტრია. კედლები ნაშენია სხვადასხვა ზომის შედარებით კარგად დამუშავებული ქვებით. შიგა სივრცე კი შევსილია დუღაბითა და მომცრო ზომის ქვების ნარევით.საკუთრივ ტერიტორია, სადაც ციხეა გამართული, მთლიანად კლდოვანი ქანია და უსწორმასწორო ზედაპირით ხასიათდება. ციხის შიდა ფართობი 1800-2000 კვ.მ-ია. ნაგებობის გეგმას მთლიანად რელიეფი განსაზღვრავს. გალავნის კედლები კლდის გარე კიდეებს მიუყვება. ჩიხე რელიეფის შესაბამისად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენაა ორიენტირებული. იგი გეგმაში თითქოს წრიული ფორმისაა. გალავნის კედლებიდან შედარებით კარგადაა შემორჩენილი აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი მხარეები. ციხის ცენტრალური კარიბჭე აღმოსავლეთი გალავნის კედლის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშია დატანილი. კარიბჭის მონაკვეთი ციხის მშენებლებს საგულდაგულოდ გაუმაგრებიათ. კარიბჭის მარჯვენა გარე მხარეს მისასვლელი ბილიკის გასწვრივ თითქმის კოშკამდე საკმაოდ სქელი კედელი აუშენებიათ. იგი მიუდგომელს ხდის ციხის ჩრდილოეთ მხარეს მთლიანად და ასევე კარგად ფარავს ცენტრალურ შესასვლელსაც. დღემდე საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი მისი სამხრეთი მონაკვეთი გალავნის კედლამდე. გადარჩენილი ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე 3,7 მ-ს აღწევს, კარიბჭის მონაკვეთში კი _ 6,5 მ-ს. ეს დამცავი გარე კედელი მშენებლობის სტილით ციხის აშენების თანადროული ჩანს. კედლის ქვედა ნაწილის ქვები ჩართულია გალავნის და უშუალოდ ცენტრალური კარიბჭის გვერდითი ნაწილის ადრეულ წყობებში. დამცავი კედლის არსებობა რელიეფთან ერთობლიობაში არ იძლეოდა საშუალებას მომხდური ძალების კონცენტრაციისათვის. საკუთრივ კარიბჭის სიმაღლე 2,5 მ-ია, სიფართე _ 1,40 მ. კედლის სისქე კი _ 2,10 მ-ია. თაღის თავსართად გამოყენებულია ერთი მთლიანი მოგრძო ფორმის კარგად დამუშავებული ქვა. მის ზემოთ კი გამართულია ნახევარწრიული ფორმის თაღი, რომლის გარე და შიგა პერანგებად გამოყენებულია მოგრძო ფორმის შედარებით კარგად დამუშავებული ქვები. კარიბჭის ნაწილი დამატებით გამაგრებული უნდა ყოფილიყო შიგა მხრიდანაც. მისი მთლიანი სურათის აღდგენა შეუძლებელი ხდება. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ არაა გამორიცხული აქაც კოშკი ყოფილიყო გამართული. გალავნის კედლის ამ მონაკვეთში დატანილია ორი სართულის კოჭებისათვის განკუთვნილი ბუდეები. ერთგან ჩანს მესამე სართულისაც. შიგა მხრიდან ზედ კარიბჭის თავზე, ზემოთ შემორჩენილია II სართულისათვის განკუთვნილი კარიც. როგორც ჩანს, იგი შიგა მხრიდან ასაწევი კიბით გამოიყენებოდა, რომელიც მოგვიანებით ამოუქოლავთ. მისგან მარჯვნივ, ზემოთ დაახლოებით 2,5 მ-ზე დატანილია წაგრძელებული ფორმის სარკმელი. იგი III სართულისათვის ჩანს განკუთვნილი.აღმოსავლეთი გალავნის კედელი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, შედარებით კარგადაა დაცული. შემორჩენილი სიმაღლე კარიბჭიდან სამხრეთით 12-13 მ-ს აღწევს. ცენტრალურ ნაწილში იგი გამონგრეულია. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი _ 3,5-4 მ სიგანეზე მთლიანად საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შედარებით კარგადაა შემონახული სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლების შეერთების ადგილას დატანილი ნახევარწრიული ფორმის კოშკის ნაშთები. თითქმის მთლიანად მონგრეულია მისი შიდა სივრცე. დაცული ნაწილის სიმაღლე გარე მხრიდან 15-16 მ-ს აღწევს. კედლებში დატანილი საკოჭე ბუდეების მიხედვით ჩანს, რომ იგი სამსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთ მხარეს სამივე სართულისათვის დატანილი აქვს სარკმლებიც. კოშკიდან სამხრეთი გალავნის კედლის დიდი ნაწილი ასევე კარგადაა შემორჩენილი. მისი საძირკვლები ფრიალო კლდის კალთაზეა დაჭრილი და შემდეგ მასზეა დაშენებული. კედლის შემორჩენილი სიმაღლე ზოგან 10 მეტრამდეც კი აღწევს. დანარჩენ ნაწილს დასავლეთით მიუვალი კლდის შვერილები აგრძელებს. მის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში კი ასევე შემონახულია კედლის ნაშთები. შედარებით კარგადაა დაცული დასავლეთი გალავნის კედლებიც. მის ცენტრალურ მონაკვეთში დიდი ზომის ოთხკუთხა კოშკია ჩაშენებული. კოშკის კედლები გალავნის კედლისაგან 2-2,5 მ-ზე გარეთაა გაზიდული. მისი დანარჩენი ნაწილი ციხის შიდა ტერიტორიაზე შემოდის. წყობაში ჩანს, რომ ჯერ კოშკია აშენებული და შემდეგ მასზე ცოტათი მოგვიანებით გალავნის კედლებია მიშენებული. კოშკის მშენებლობის ტექნიკაც განსხვავებულია. მის მშენებლობაში უმთავრესად გამოყენებულია საშუალო და მოზრდილი ზომის კარგად დამუშავებული ქვები, ჩანს კვადრების გამოყენებაც. რიგებს შორის ჰორიზონტალურობაც დაცულია. რაც შეეხება გვერდებიდან მიშენებულ გალავნის კედლებს, მათი სამშენებლო მასალაც და წყობაც და მშენებლობის ხელოვნებაც განსხვავებულია. გალავნის კედლები ამ მონაკვეთში ზოგან 10-11 მ-ის სიმაღლეზეა დაცული. საკუთრივ კოშკი, რომლის ძირითადი ნაწილი ციხის შიდა ტერიტორიაზეა განთავსებული, დიდი ზომისაა. Iგი ცენტრალური კარიბჭიდან შიგნით 32 მ-ითაა დაცილებული. მისი შიდა ზომებია: სიგრძე 7,70 მ, სიგანე _ 5,20 მ. შემორჩენილი კედლების სიმაღლე _ 12 მ-ს აღწევს. იგი სამსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. შესასვლელი კარი დატანილია ციხის შიდა მხრიდან კოშკის სამხრეთ კედელში 2,10 მ სიმაღლეზე. კოშკში მოხვედრისათვის, როგორც ჩანს, ასაწევი კიბე უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ კარის სიმაღლე 1,60 მ-ია, სიფართე კი _ 1,10 მ. კოშკისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოგვიანებით მიუშენებიათ კედელი, რომელიც უშუალოდ ძველი გალავნის კედელს უერთდება. ამით ციხის მეპატრონეებს დამატებით გაუმაგრებიათ ისედაც ამ მხრიდან მიუვალი ციხე. ახლად მიშენებული კედლის უკიდურეს დასავლეთ კუთხეში, იქ სადაც ძველი გალავნის კედელია, მისგან 70 სმ დაცილებით დაუტოვებიათ კარი. ამ კარით ციხის შიდა ტერიტორია უკავშირდებოდა ციხის გარეთ სამხრეთ-დასავლეთით მიუვალი კლდის წვერზე ბუნებრივად არსებულ მცირე მოსწორებულ კლდოვან ტერიტორიას, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს მთელი ხეობა თვალუწვდენელ მანძილზე. მოგვიანებით მიშენებული დამატებით დამცავი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, თანამედროვე ზედაპირიდან 1,40 მ-ზე, სარკმელიცაა დატანილი. კარი თაღოვანია. მისი სიმაღლეა 1,80 მ. სიფართე _ 1,60 მ. შარკმლის ზომებია: სიმაღლე _ 1,10 მ, სიგანე _ 70 სმ. ამ მოგვიანო მინაშენის ქვაც და სამშენებლო ხელოვნებაც სრულიად განსხვავებულია ადრეულისაგან. აქ წყობაც არათარაზულია.ციხის შიდა ტერიტორია ეკალბარდითა და მცენარეული საფარითაა თითქმის დაფარული. მიუხედავად ამისა მაინც შეიმჩნევა რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობის ნაშთების არსებობა. მათგან განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ციხის ცენტრალური შესასვლელის მარჯვენა მხარეს არსებული მცირე ზომის საეკლესიო ნაგებობის ნანგრევები. იგი უშუალოდ ციხის ჩრდილოეთი გალავნის კედელზეა მიდგმული.ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი საკმაოდ კარგადაა შემონახული. მაქსიმალური დაცული სიმაღლე 3,60 მ-ია. სამხრეთი კედლის ცენტრალური ნაწილი გამონგრეულია. შემორჩენილია მისი მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კედლების ნაშთები. დაცულია დასავლეთი კედლების ნაწილიც, ისე რომ გეგმა იკითხება. ჩანს, რომ სარკმელი ეკლესიას გარდა აფსიდისა, ამ მხარესაც ჰქონდა. დღემდე შემორჩენილია მისი ქვედა ნაწილი. ეკლესიის აფსიდის მხარეც დაზიანებულია, თუმცა გეგმა კარგად იკითხება. ნაგებობას ჰქონდა სამხრეთი მინაშენიც. იგი თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. ეკლესიის შიდა სიგრძე _ 3,40 მია. სიგანე _ 1,85-1,90 მ. კედლების საპერანგეებად გამოყენებულია კარგად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვები.ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მარანიც იყო გამართული. მისი დიდი ნაწილი მცენარეული საფარითაა დაფარული. ოქროსმაძიებელთა ნათხარ ფენაში ოთხამდე ქვევრის ძირის თუ ტანის ნატეხებია შემორჩენილი. ციხის შიდა ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის კლდოვან ქანში ნაკვეთი საწნახელიც დაფიქსირდა. კლდოვანი ქანის ზედა ნაწილი მოუსწორებიათ და ჩაუჭრიათ საკმაოდ ღრმად. კედლები შვეულია. საწნახელის ნავის შიდა სიგრძე 1,85 მ, სიღრმე _ 36-40 სმ, სიფართე მარჯვენა მხარის _ 50 სმ, მარხცენა მხარეს ტკბილის სადინარი ხვრელისაკენ კი _ 40 სმ. ეს ბუნებრივიცაა. სადინარი ხვრელი იატაკის დონეზე მარცხენა მხარესაა გაჭრილი. მისი დმ _ 10 სმ-ია. ტკბილის შესაგროვებელი ისარნა იგივე კლდოვანი ქანის ბოლო მონაკვეთში, სადინარი ხვრელის ქვემოთაა ჩაკვეთილი. მისი სიღრმე 1,70 მ-ია, სიგანე _ 1,60 მ, სიფართე _ 75 სმ. ისარნას პირთან ქონდა სახურავი. ამჟამად ორივე მხარეს შემორჩენილია კარგად დამუშავებული კუთხის საყრდენი ქვები. მარჯვენა მხარის ქვის სიგრძე-75 სმ-ია, სისქე _ 20 სმ, სიგანე _ 45 სმ. მარხცენასი კი სიგრძე _ 70 სმ, სიგანე _ 50 სმ, სისქე _ 20 სმ. ციხის ტერიტორიაზე ჩანს სხვა ნაგებობათა ნაშთებიც. თუმცა მათ დანიშნულებაზე და ფორმაზე წარმოდგენა ჭირს.ციხის გალავნის კედლებს თუ დავუკვირდებით, ჩანს, რომ იგი სხვადასხვა დროს დანგრეული და შემდეგ აღდგენილია. სრულიად განსხვავდება ციხის მშენებლობის ადრეული ტექნიკა გვიანდელებისაგან. ადრეული კედლის წყობებში გამოყენებულია შედარებით კარგად დამუშავებული მოგრძო თუ ოთხკუთხა ფორმის ქვები. თან წყობებს შორის ჰორიზონტალურობა დაცულია. დუღაბიც ზომიერად და წყობებს შორის სივრცეში ისეა გამოყენებული, რომ გარედან შეუმჩნეველი ხდება. მოგვიანებით აღდგენილ კედლებში გამოყენებული ქვები შედარებით უხეშადაა დამუშავებული ან კიდევ ფლეთილია. დუღაბი მოჭარბებულადაა გამოყენებული და ხშირ შემთხვევაში საფასადე მხარეს ფარავს თითქმის მთლიანად. მისი ფერიც ადრეულისაგან სრულიად განსხვავებულია. წყობაც არათარაზულია. ციხის ტერიტორიაზე (განსაკუთრებით ოქროსმაძიებელთა ნათხარ ფენაში) დადასტურებული კერამიკული ნატეხებისა და მშენებლობის სტილით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ციხე IX-X საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული. თუმცა მას აშკარად ემჩნევა მოგვიანო პერიოდში ნგრევებისა და აღდგენის კვალიც.შარბიეთის ციხის ადრეული სახელწოდებისა და ადგილმდებარეობის დადგენისათვის ისტორიოგრაფიაში დღემდე განსხვავებული მოსაზრებებია. საქმე იმაშია, რომ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი შატბერდის მონასტრად მიიჩნევს ციხიდან 200 მეტრში მდებარე დიდი ზომის გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები აქვთ გამოთქმული როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევრებს: დ. ბაქრაძეს (ბაქრაძე, 1885:130), თ. ჟორდანიას (ჟორდანია, 1892), ნ. მარს (მარი, 2012), ე. თაყაიშვილს (თაყაიშვილი, 1991), ივ. ჯავახიშვილს (ჯავახიშვილი, 1983), პ. ინგოროყვას (ინგოროყვა, 1954), დ.ხოშტარიას (ხოშტარია, 2009:126-159), ვ. ჯობაძეს (ჯობაძე, 2006:56-57; 90-96), თურქ მკვლევრებს ოსმან აითექინს (იიტეკინ, 1999:39-44), მ. ქადიროღლუს (კადიროგლუ, 1999:8-19) და სხვებს. ამ პრობლემას ცალკე გამოკვლევა უძღვნა ქართველ ავტორთა ჯგუფმა _ თ. ხუციშვილმა კ. შენგელიამ, შ. მაჭავარიანმა და ვ.სილოგავამ. მათ განხილული აქვთ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და ახალადმოძიებული არგუმენტების, განსაკუთრებით კი ენობრივი მონაცემების მიხედვით, ასკვნიან, რომ „შატბერდი“ შეიძლება ნიშნავდეს „მთისციხეს“. ეს კი, მათი აზრით, შეიძლება გარკვეული მინიშნება იყოს, რადგან ნამონასტრალი მთის თხემზე აგებულ ციხესთან მდებარეობს (ხუციშვილი… 2004: 21).თურქი მკვლევარი მ. ქადიროღლუ კი უფრო კატეგორიულია და წერს, რომ „ჩრდილო-დასავლეთით მონასტრისაგან მდებარეობს ციხე-სიმაგრე ბოსელთკალე (შარბიეთი). სავარაუდოა, რომ შარბიეთი ეკუთვნის გიორგი მერჩულეს მიერ აღწერილ პერიოდს. ოპიზას, წყაროსთავს და პარეხის ჩრდილოეთ ეკლესიას ბევრი საერთო აქვთ შარბიეთთან. ამის საფუძველზე ვასკვნით, რომ შარბიეთი ეკუთვნის მე-9 ს-ის პირველ ნახევარს. „ჩვენ ვბედავთ, შარბიეთი გავაიგივოთ შატბერდთან“ (კადიროგლუ, 1999:8-19).საარქივო მასალებზე დაყრდნობით თურქი მეცნიერი ფახრედინ კირზიოღლუ, როდესაც საუბრობს ფერხათ ფაშას საქართველოში ლაშქრობებზე, ჩამოთვლის იმ ციხეებს, სადაც ხსენებული სარდლის მიერ ჩაყენებული იქნენ მცველები. კერძოდ, მისი ბრძანებით შავშეთის-სათლის ციხესა და ლივანეს ტერიტორიაზე მდებარე შატბერდის (?) ციხეში 50-50 კაცი იქნა ჩაყენებული. მაჭახლის სანჯაყის _ კვარცხანას ციხეში 30 ჯარისკაცი. ლივანას-ართვინის ციხეში კი _ 40 კაცი (კირზიოღლუ, 1993: 354 ).აშკარად ჩანს, რომ შატბერდის სახელწოდების ციხე და ტოპონიმი მდებარეობს არა არტანუჯში და კერძოდ ლონგოთხევში, არამედ ლივანაში, მდ. ჭოროხის მახლობლად. მითუმეტეს, მაშინ ცალკ-ცალკე იყო არტანუჯისა და ლივანას სანჯაყები. ასეთივე ინფორმაციას გვაწვდის თურქი ისტორიკოსი ჰალით ოზდემირი თავის ნაშრომში „ართვინის ისტორია“, რომელიც გამოცემულია 2002 წელს. ოღონდაც ეს ავტორი ზემოთ ჩამოთვლილ ციხეებში ჩაყენებულ მცველთა განსხვავებულ რაოდენობებს მიუთითებს (ოზდემირ, 2002: 129). როგორც ჩანს, იგი სხვა ოსმალურ საარქივო მასალებს ეყრდნობა. შეიძლება სხვა ავტორების დამოწმებაც, მაგრამ მათზე აქ აღარ შევჩერდებით. ისე კი აღვნიშნავთ, რომ ჩვენი აზრითაც, ზემოთ განხილული ციხე და მასთან ახლო მდებარე გუმბათოვანი ეკლესიაც, შატბერდის ციხე და ეკლესია უნდა იყოს.1.2. კლარჯეთის ციხე. არტანუჯიდან სოფელ კლარჯეთის ცენტრამდე 12 კილომეტრია. აქედან ციხემდე კილომეტრნახევარი იქნება. სოფლის ახალი სახელწოდებაა ბერექეთქოი. სოფელი საქარიას ქედის ძირში არსებულ უზარმაზარ ვაკეზეა გაშენებული. ამ მთების ძირიდან იღებს სათავეს პატარა მდინარე, რომელსაც კლარჯეთისწყალი ეწოდება. იგი სოფ. არავეთთან (თანამედროვე-თორბალი) ერთვის ტანძოთისწყალს. აქედან 6-7 კმ-ის დინების შემდეგ კი გაერთიანებული მდინარე მარცხენა მხრიდან უერთდება არტანუჯის წყალს. შოფელი კლარჯეთი ერთერთი დიდი სოფელია ამ რეგიონში. იგი თავისი ადგილმდებარეობით ძალიან ახლოსაა ალპურ საძოვრებთანაც და ცენტრად ქცეულ არტანუჯთანაც. სახნავ-სათესი ფართობების სიდიდის, კარგი გეოკლიმატური პირობების გამო, აქ შესანიშნავი გარემო იყო როგორც მიწათმოქმედების, ისე მესაქონლეობის განვითარებისათვის. ეს სოფელი თავის დროზე რომ დიდი დასახლება უნდა ყოფილიყო, კარგად ჩანს იქიდანაც, რომ აქ ორი საეკლესიო ნაგებობა იყო. მათგან ერთი სოფლის ცენტრში მდებარეობდა. მის ნანგრევებზე მოგვიანებით მეჩეთი დაუშენებიათ. მეორე დარბაზული ტიპის ეკლესია სოფლის განაპირას, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მისმა ნანგრევებმა ჩვენამდე მოაღწია. სოფლის თავში კი არის მესამე ძეგლი-საკმაოდ ადრეული პერიოდის საფორტიფიკაციო ნაგებობა (ტაბ.5-7). არაა გამორიცხული ამ სოფლის სახელწოდებიდან შეერქვა მთლიან ხეობას და შემდეგ „ქვეყანას“ კლარჯეთი, ხოლო მის ცენტრად იქცა კლარჯეთისა და არტანუჯის წყლების ხერთვისში არსებული ადგილი _ არტანუჯი.საკუთრივ კლარჯეთის ციხე მდებარეობს საქარიას ქედის გადმოღმა მხარეს, მთების ბოლოს არსებული ერთ-ერთი კლდოვანი ქედის შუა მონაკვეთში. მის გადაღმა მხარეს კი სოფ. ბოსელთას თავში, ასევე მთების ძირში, არის ზემოთ განხილული შარბიეთის (შატბერდი?) ციხე. მათ შორის დაცილება 4-5 კმია და ორივე სოფ. კლარჯეთზე გავლით არტანუჯისაკენ მიმავალ ერთ გზაზე მდებარეობს.ნაგებობა კლდოვანი ქედის შუა მონაკვეთში მაღლა აზიდულ წოწოლა კლდეზეა დაშენებული. იგი ოთხივე მხრივ მიუვალია. აქედან კარგად ჩანს მთელი შემოგარენი ყველა მხრივ თვალუწვდენელ მანძილზე. იგი მთების ძირიდან შესანიშნავად დარაჯობს სოფელსაც და აქედან არტანუჯისაკენ მიმავალ გზასაც. ერთადერთი, ისიც საკმაოდ რთული მისასვლელი აქვს ჩრდილო-დასავლეთიდან. აქაც ციხის გალავნის კედლები 8-10 მ-ის სიმაღლეზეა აზიდული. ჩანს, რომ ციხის კარიბჭეც სწორედ აქ უნდა ყოფილიყო გამართული. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით მისი სიფართე 1,40 მ უნდა ყოფილიყო. კედლის სისქე ამ მონაკვეთში 1, 20 მ-1,40 მ-მდე მერყეობს.რაც შეეხება ციხის გეგმას, მას აქაც კლდოვანი ქანის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ციხე ამჟამად საკმაოდ დაზიანებულია. სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით საძირკვლის ნაშთებიც კი აღარაა შემორჩენილი. ამიტომ ციხის სრულყოფილი გეგმის განსაზღვრა ჭირს. გადარჩენილია დასავლეთი, ჩრდილოეთი და ნაწილობრივ ჩრდილო-აღმოსავლეთი გალავნის კედლის ნაშთები. დასტურდება, რომ ციხის შიდა სივრცის ზედაპირის მოსწორებისა და დამატებითი ფართის შექმნისათვის, გალავნის კედლები ჩაუშენებიათ ბუნებრივად დაბლა დაშვებულ კლდოვან ქანებში და ციხის საერთო ზედაპირამდე ამოუყვანიათ. შექმნილი სივრცე კი ქვა-ღორღითა და მიწით შეუვსიათ. დღემდე შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ციხის მშენებლობაში აშკარად იკვეთება ორი საამშენებლო პერიოდი. პირველი და ადრეული გალავნის კედლების მშენებლობის ტექნიკა რადიკალურად განსხვავდება მეორისაგან. ამ ეპოქის კედლები ძირითადად შემონახულია ციხის დასავლეთით და ნაწილობრივ საძირკვლების დონეზე ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს უკანასკნელი მოგვიანებით აღუდგენიათ და ძველ ნანგრევებზე ახალი კედლები დაუშენებიათ. დღეისათვის მისი დიდი ნაწილიც განადგურებულია. ადრეული გალავნის კედლების მშებენლობაში ძირითადად გამოყენებულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვები. ქვებს შორის დუღაბის თხელი ფენაა გამოყენებული და კარგად თუ არ დააკვირდები არც ჩანს. რიგებს შორის ჰორიზონტალურობაც დაცულია. ადრეულ კედლებს აქა-იქ ემჩნევა ნგრევისა და აღდგენის კვალიც. მეორე საამშენებლო დონის კედლების წყობაში ძირითადად გამოყენებულია კლდის ფლეთილი ქვები, დუღაბიც მოჭარბებულადაა ნახმარი და რიგებიც არაა დაცული.დასავლეთით და ნაწილობრივ სამხრეთ-დასავლეთით დღემდე მოღწეულია მხოლოდ ადრეული გალავნის კედლის ნაშთები. ამ ნაწილში მოგვიანო პერიოდის კედლების დანაშენი, მთლიანად განადგურებულია. მის ცენტრალურ მონაკვეთში დაცულია ნახევარწრიული კოშკის ქვედა ნაწილი, მისი გარე საფასადე დასავლეთი კედელი მკვეთრად დახრილი კლდის კალთაზეა დაშენებული და შემდეგ ამაღლებულია ზემოთ ციხის შიდა ტერიტორიის დონემდე. კოშკი ალბათ ზემოთაც გრძელდებოდა, მაგრამ იგი მორღვეულია. მისი ზედაპირი მცენარეთა საფარითა და ქვაღორღითაა დაფარული. ამიტომ მისი ფორმა ზემოდან არ იკითხება. გარე მხრიდან შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 6,50 მ-ია. გარე კედლებზე დაკვირვებით ჩანს, რომ მისი ქვედა ნაწილი გამონგრეულა და შემდეგ აღუდგენიათ. კოშკს ვიზუალურადაც კი აშკარად ემჩნევა აღდგენის კვალი. ამ ნაწილში დუღაბიც მოჭარბებულადაა გამოყენებული. კოშკის შემდეგ გალავნის კედელი სამხრეთით გრძელდება. 2 მ-ის შემდეგ მკვეთრად დახრილი კლდოვანი ქანის შუა მონაკვეთში არსებულ ბუნებრივ წინ გაზიდულ თაროზე დაუშნებიათ ნახევარწრიული ფორმის კედელი. იგი გარედან ამავე ფორმის შედარებით მცირე მოცულობის კოშკის საძირკვლების შთაბეჭდილებას ტობვებს. კედელი ციხის შიდა საერთო ფართობის დონემდე ქვემოთ 1,50 მ-შია მონგრეული. ამიტომ მის სრულყოფილ დახასიათებასა და ფორმაზე ვერაფერს ვამბობთ. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 2,20 მ-მდეა. მისი უკიდურესი სამხრეთი ნაწილი მთელ სიგრძეზე მორღვეულია. აქაც მშენებლობის ტექნიკა ისეთივეა, რაც ადრეული საამშენებლო ხელოვნებისათვისაა დამახასიათებელი.მოგვიანო პერიოდის ნაშენის კვალი აქაც არაა შემორჩენილი. კოშკის შემდეგ გალავნის კედელი რელიეფის შესაბამისად შიგნით, აღმოსავლეთისაკენ იხრება და 3-4 მეტრის შემდეგ საერთოდ წყდება. სამხრეთითა და ნაწილობრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით არავითარი ნაშთები აღარ ფიქსირდება.ციხის ნაშთებს შორის ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთით დღემდე შემორჩენილი ძველი ნაგებობის საძირკველზე დაშენებული მოგვიანო პერიოდის მოზრდილი, ასევე ნახევარწრიული ფორმის კოშკის ნაშთები. დღემდე შედარებით კარგადაა შემორჩენილი მისი აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები. მათი არსებული სიმაღლე 10-12 მ-ს აღწევს. რაც შეეხება დანარჩენს, საძირკვლებიანად ჩანს ჩაქცეული. სამხრეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში ციხის შიდა მხრიდან დატანილი იყო კარიც. კოშკი, კედლებში დატანილი საკოჭე ბუდეების მიხედვით, სამსართულიანი ჩანს. ზედა ნაწილში დატანილია სამზერებიც. მათ შორის ერთი მოზრდილი ოთხკუთხა ფორმის. ეს კოშკი აშკარად მოგვიანო პერიოდის ნაგებობაა. ადრეული პერიოდის გალავნის საძირკვლებზე დაშენებული მოგვიანო ეპოქის კედლები დაცულია ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშიც. განსხვავებაა ადრეული და მოგვიანო პერიოდის კედლების სისქეშიც. ადრეულის _ 1,40 მ-ია, მოგვიანოსი კი _ 1,20 მ. ციხის აღმოსავლეთი გალავნის კედლის ცენტრალურ მონაკვეთში ჩანს სავარაუდოდ ოთხკუთხა ფორმის კოშკის ნაშთებიც, თუმცა ფრაგმენტულობის გამო მის სრულყოფილ ფორმასა და ზომებზე ვერაფერს ვიტყვით.ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაცულია წყლის რეზერვუარიც. იგი კლდოვან ქანშია ჩაჭრილი და წრიული ფორმისაა. მისი დმ. _ 2.40 მ-ია. დაცული სიღრმე _ 1.60 მ. ღოგორც ზემოთაც აღინიშნა, სამხრეთითა და ნაწილობრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის კედლების ნაშთები საერთოდ არ ჩანს. ამიტომ ციხის სრულყოფილ გეგმაზე წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია.ვფიქრობთ, ციხის მშენებლობის ადრეული ეტაპი დაახლოებით V-VI საუკუნეებით უნდა განისაზღვროს. არაა გამორიცხული მისი დანგრევა ამ მხარეში არაბთა შემოსევებს დავუკავშიროთ. როგორც ჩანს, ციხის ადგილმდებარეობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აღდგენა მოგვიანებით, ბაგრატიონთა აქ დამკვიდრების შემდეგ, დაახლოებით IX-X საუკუნეებში მომხდარიყო.1.3. ტანძოთის (აიდინქოის) ციხე (ტაბულა 8-9). სოფელი ტანძოთი (აიდინქოი) მდებარეობს ტანძოთის წყლის ხეობის სათავეში. ხეობას მეორენაირად ულიგილინდერეს ხეობასაც ეძახიან. იგი სათავეს იღებს ბილბილანის (იგივე არსიანის) მთების სამხრეთი ფერდობებიდან, კერძოდ თართავ ქედის მიდამოებიდან და კლარჯეთის (აქაურები მას ვართხელის ხეობასაც ეძახიან) წყალს უერთდება სოფ. არავეთთან (მისი თანამედროვე სახელწოდება თორბალი). გაერთიანებულ პატარა მდინარეს ადგილობრივები უკვე არავეთხევს (ან კიდევ თორბალხევს) უწოდებენ. იგი ხერთვისიდან 6 კმ-ის დინების შემდეგ უერთდება არტანუჯისწყალს მარცხენა მხრიდან. არტანუჯიდან ციხემდე 14 კმ-ია, ხოლო სოფლის ცენტრამდე კი _ 17 კმ. ბილბილანის მთებიდან პატარპატარა ქედები სოფლის თავამდე ეშვება და შემდეგ ქმნის უზარმაზარ დავაკებას თუ აქა-იქ არცთუ ისე დახრილ ტერიტორიას, რომელზედაც თანამედროვე სოფელია გაშენებული. სოფელი ტანძოთი მოხსენებულია ჩილდირის ვილაეთის ჯაბა დავთარში, რომელშიც არტანუჯის ნაჰიეა აღწერილი (დავთარი, 1979:128). საკუთრივ სოფელი სამმხრივ უზარმაზარი ქედებითაა შემოსაზღვრული. გვერდითი ქედები, რომელიც ქვემოთ ეშვება, სოფლის ბოლო მონაკვეთში თანდათან დაბლდებიან, ერთმანეთს ღრმად ჩაჭრილ ხეობაში უახლოვდებიან და ქმნიან ძალზე ვიწრო ყელს. სწორედ ყელს ზემოთ, მდინარის მარჯვენა მხარის გამოცალკავებულ, შემაღლებულ კლდოვან კონცხზეა დაშენებული ციხე. იგი ზემოდან დასცქერის ამ ვიწრო გასასვლელს და კეტავს არტანუჯისაკენ მიმავალ გზას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ციხე თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით ამ ხეობის გასაღებია ზემოდან.ციხე სოფლის ბოლო მონაკვეთშია. ციხისათვის განკუთვნილი ტერიტორია, სამხრეთით მკვეთრად დახრილი, წინ გაზიდული ტერიტორიით მთავრდება. ფერდობის დასასრულს, ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში არის ბუნებრივად შემაღლებული კლდოვანი მასა. მისადგომი მხარის საერთო ზედაპირიდან იგი 10,15 მეტრითაა ზემოთ აზიდული, ხოლო უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი _ 6-7 მეტრით. მშენებლებს სწორედ ეს ადგილი გამოუყენებიათ ციხეში შესასვლელის გასამართავად. რაც შეეხება ციხის დანარჩენ მხარეებს, მიუვალია და კლდოვანი შვეული ფერდობებით ქვემოთ ხეობისაკენ ეშვება. ციხის მშენებლებს გაუთვალისწინებიათ რელიეფის თავისებურება და ნაგებობა ზედ ამოზიდული კლდოვანი ბორცვის წვერზე მოურგიათ. ამიტომ ციხის გეგმასაც სწორედ კლდოვანი ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს.ციხე საკმაოდ კარგადაა შემონახული. გალავნის კედლები ოთხივე მხრივ საკმაოდ მაღალია. მაქსიმალური სიმაღლე ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 მ-მდე აღწევს, დასავლეთის მხარეს _ 14-15 მ-საც კი. საკუთრივ ციხის შიდა სიგრძე 18 მ-ია. სიფართე სხვადასხვაა. დასავლეთით შედარებით ფართეა და 7,80 მ-ია. ცენტრალურ მონაკვეთში რელიეფის შესაბამისად ვიწროვდება და 3,30 მ-ია. ცენტრიდან აღმოსავლეთით უფრო ვიწროვდება და 2,40 მ-ია. კარიბჭის ნაწილში კი 2,30 მ-ია. კარიბჭე გამართულია ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში და საკმაოდ ძნელად მისადგომია. ციხის შიგნით შეღწევისათვის ალბათ ასაწევი კიბე იქნებოდა გამოყენებული. შესასვლელი კარის სიმაღლე 2,50 მ, სიგანე _ 1,20 მ. ჩანს, რომ იგი ადრე უფრო ფართე იყო და შემდეგ შეუვიწროებიათ.გალავნის კედლები კლდოვანი მასის გარე კიდეებს მიუყვება. მის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ოთხკუთხა ფორმის კოშკია ჩართული. იგი, კედელში დატანილი საკოჭე ბუდეების მიხედვით, ჩანს, რომ სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. მეორე და მესამე სართულზე ჩრდილოეთი მხარის კედელში დატანილი აქვს გრძივი ფორმის სარკმლები. ნახევარწრიული ფორმის კოშკია ჩართული ციხის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშიც. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, ესეც სამსართულიანი ჩანს. ამასაც აღმოსავლეთის კედელში დატანილი აქვს ორ სართულზე (მეორე და მესამე) გრძივი სარკმლები. რაც შეეხება ციხის უკიდურეს აღმოსავლეთ მონაკვეთს, აქ გალავნის კედლები ნახევარწრიული ფორმისაა. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებს შორის დაცილება 2,20 მ-ია. რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ციხის გრძივი კედლები (სამხრეთი და ჩრდილოეთი) ერთმანეთისაგან დიდად არაა დაშორებული. ციხის მშენებლებს ეს შემთხვევაც შესანიშნავად გამოუყენებიათ და შიგა სივრცეში სამი სართული გაუმართავთ. სართულების კოჭებისათვის განკუთვნილი ბუდეები სამხრეთისა და საპირისპირო-ჩრდილოეთი მხარის გალავნის კედლებში განუთავსებიათ. თითოეული სართულის საშუალო სიმაღლე 2,60-2,80 მ-ია. შესაბამისად, თითოეულ სართულზე როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის კედელში დატანილია სხვადასხვა ფორმისა და ზომის სარკმლები. მესამე სართულისათვის უფრო დიდი ზომის გრძივი, ხოლო სამხრეთის მხარეს ოთხკუთხა ფორმის მოზრდილი სარკმლები ჩაუშენებიათ. გრძივი სარკმლების ზომებიც სხვადასხვაა. მაგ. შიგა მხარეს 70X70 სმ, ხოლო გარეთ 12X 8 სმ-მდე ვიწროვდება. ან კიდევ: შიგნით _ 48 X37 სმ, გარეთ _ 8 X12 სმ., ასევე შიგნით _ 30X50 სმ, გარეთ _ 10 X7 სმ და ა.შ.ციხის შიდა ტერიტორიაზე, გარდა წყლის რეზერვუარისა, სხვა ტიპის ნაგებობათა ნაშთები არ შეინიშნება. იგი ჩაჭრილია ციხის შიდა სივრცის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სამხრეთი კედლიდან დაცილებულია 25 სმ-ით, აღმოსავლეთის მხრიდან-50 სმ. ჩრდილოეთის მხრიდან _ 95 სმ-ით. მისი ზომებია: სიგრძე _ 1,80 მ, მაქსიმალური სიგანე _1,10 მ, სიღრმე _ 1,50 მ. მისი სამი მხარე ამოუშენებიათ. კედლის სისქე _ 1,10 მ-ია და დუღაბის ხსნარითაა შელესილი.ციხის გალავნის კედლების ქვედა წყობებში გამოყენებული ქვების დიდი ნაწილის გარე ზედაპირი ჩამოსწორებულია. რიგებში ჰორიზონტალურობა აქა-იქაა დაცული. ჩანს ციხის ზედა ნაწილში ნგრევისა და შემდგომი აღდგენის კვალიც.ტანძოთის ციხის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ხეობის სათავეებიდან არტანუჯისაკენ მიმავალი გზის გაკონტროლება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებთან (შარბიეთი, კლარჯეთი, ლაკომარყალე (ენირაბათი), ახიზა, არტანუჯის ციხე) ერთად წარმოადგენდა არტანუჯის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთ ძირითად ძეგლს. მართალია, იგი არ ზის არტანუჯთან როგორც გარე, ისე შიდა სამყაროსთან დამაკავშირებელ ძირითად გზებზე, მაგრამ კეტავდა არტაან-კოლადან ბილბილანის მთებზე არსებულ იმ ბილიკებს, რომელიც ტანძოთში (აიდინქოიში) გადმოდიოდა და ხეობით არტანუჯისაკენ მიემართებოდა. ადგილობრივთა გადმოცემით, დღემდეა შემორჩენილი ის გზები, რომელიც ბილბილანის მთების გადმოღმა სივრცის ამ მონაკვეთს აკავშირებს გადაღმა მხარის მთაში არსებულ იაილებთან თუ მათ ქვემოთ მდებარე სოფლებთან. მგზავრს არტანუჯიდან ტანძოთის ციხემდე თუ სოფლამდე უნდა გაევლო: ტაშფაში, ესქინარი, არავეთი, ჯამანდარი, ქუთყაია, უშდუტ, ჯამიკტაში, კლუკი, ყალედიბი, მაღნარმაალე და ადიოდა სოფ. აიდინქოიში (იგივე ტანძოთში). ტანძოთი ხეობის ბოლო სოფელია ბილბილანის მთების ძირში. აქედან კი გომოზორის და ყარაგიოლის იაილების გავლით შეგიძლია წახვიდე არტაანის, კოლას თუ ერზრუმის მიმართულებით. ასევე ამ ციხის ერთერთი ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო მეორე უფრო მნიშვნელოვანი გზის გაკონტროლება, რომელიც საშიშროებას უქმნიდა არტანუჯს. საქმე იმაშია, რომ არტაან-არტანუჯის დამაკავშირებელი ცენტრალური ტრასის გადმოღმა მხარეს, მდ. ლონგოთხევის შუა მონაკვეთიდან, კერძოდ არნაულის (ქირიზალი) უბნიდან გზა გადადის სოფ. უსოთში (თოსონლუში), აქედან კი ტანძოთში. ე.ი. ცენტრალური ტრასიდან შეიძლებოდა მტერს გადაეხვია და ტანძოთის ხეობით, რომელიც არტანუჯის ციხემდე არავითარ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა, საშიშროება შეექმნა ქალაქისათვის. ტანძოთის ციხე ამ გზასაც საგულდაგულოდ კეტავდა. ტანძოთის ციხე, ვფიქრობთ, IX-X საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული და ისიც არტანუჯის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში იყო ჩართული.1.4. ლაკომარყალე (ენირაბათი) (ტაბ.10). ციხე მდებარეობს მდ. ლონგოთხევის მარჯვენა სანაპიროზე. ენირაბათის ტაძართან ახლოს. არტანუჯიდან ტაძრამდე 15,5 კმ-ია. აქედან ციხემდე კი 1,5 კმ. სულ არტანუჯიდან ციხისძირამდე _ 17 კმ-ია. ციხისძირში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს-გოგჩან კავაზოღლი. ციხისათვის ადგილი საგულდაგულოდ შეურჩევიათ. ხეობის ორივე მხრიდან ქვემოთ ირიბად დახრილი ქედები მდინარისპირამდე ეშვებიან და ბოლო მონაკვეთები როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან ერთმანეთს ფარავენ. ფაქტიურად ხეობა ამ მონაკვეთში ყველაზე მეტადაა შევიწროებული. მდინარის სანაპიროდან 250 მ-ში, თანამედროვე გზიდან კი 200 მეტრში ზემოთ, ქედზე უზარმაზარი, თითქმის წრიული ფორმის ბუნებრივი კლდოვანი ბორცვია. ციხეც სწორედ ამ ბორცვის თავზეა დაშენებული. იგი ზემოდან დაჰყურებს არტაანიდან არტანუჯისაკენ მიმავალ ცენტრალურ ტრასას. ეს ის გზაა, რომელიც არსიანის (ბილბილანის) მთებს გადაღმა სამყაროს, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოსაც აკავშირებდა არტანუჯთან. ციხე ოთხივე მხრივ მიუვალია. მშენებლებს კლდოვანი ბორცვის ბუნებრივი შვერილები მაქსიმალურად გამოუყენებიათ. ყველაზე მეტად გაუმაგრებიათ და ხელოვნური კედლები ჩაუშენებიათ კლდის იმ მონაკვეთებში, რომელიც შედარებით დაბალია, ან კიდევ შეიძლება იოლად მისადგომი ყოფილიყო. ამით ციხის ზედა, შიდა ფართობიც გაუზრდიათ და თან მოუსწორებიათ. აქაც ციხის გეგმას კლდოვანი ქანის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ჩვენამდე მოღწეული ციხე ძალზე დანგრეულია. შედარებით კარგადაა დაცული ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილი კარიბჭის მონაკვეთი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში კლდოვანი მასის ქვედა ნაწილში წინ გაზიდულ კლდოვან ქანზე დაშენებული ნახევარწრიული ფორმის კოშკი და მის გაგრძელებაზე გალავნის კედლის ნაწილი. სამხრეთის მხარეს ჩანს კლდის კიდეზე გამავალი ამ ორი ნაგებობის დამაკავშირებელი გალავნის კედლის ნაშთებიც. რაც შეეხება ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხარის დიდ ნაწილს, აქ თითქმის არაფერი აღარაა შემორჩენილი. აქა-იქ კლდოვანი ქანის გარე პირზე ემჩნევა მხოლოდ დუღაბისა და კედლის ნაშთები. ფაქტიურად ციხის გარე კედლები კლდის გარე კიდეების გაგრძელებას წარმოადგენდა ზემოთ ისე, რომ ციხე კლდესთან ერთად მთლიანობაში აღიქმებოდა სივრცეში.ლაკომარყალეს აქვს ერთადერთი მისასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ბილიკი კლდოვანი ბორცვის ძირიდან კარიბჭემდე კლდეშია გაჭრილი. იგი დღეისათვის ძალზე დაზიანებული და ძნელად მისასვლელია. გზა პირდაპირ ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში, გალავნის კედლის ძირში დღემდე კარგად დაცულ შესასვლელს ადგებოდა. კარიბჭის მარჯვენა ქვედა ნაწილი გამონგრეულია. ზედა ნაწილი კი თაღოვანია. შესასვლელი კარის სიმაღლე 2,50-2,60 მ-მდეა. სიფართე _ 1,30-1,40 მ-ია. კარიბჭის ნაწილში დაცული კედლების სიმაღლე რელიეფის შესაბამისად სხვადასხვაა. კარის მარცხენა მხარეს 7 მეტრსაც კი აღწევს. კედლის სიფართე აქ 1,40 მ-ია. ამ მონაკვეთის კედლებზე დაკვირვებით ჩანს, რომ იგი სულ ცოტა ორჯერ მაინც ყოფილა დანგრეულ-აღდგენილი. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილი ნახევარწრიული ფორმის კოშკის ნაშთებიც. მისი ქვედა ნაწილი, როგორც ზემოთაც ითქვა, ციხის საერთო ზედაპირიდან 5-6 მ-ზე ქვემოთ, საერთო მასისაგან გარეთ გაზიდულ კლდოვან შვერილზეა დაშენებული. კოშკის კედლები ამოყვანილია ციხის საერთო ზედაპირამდე. კედლებსა და კლდეს შორის არსებული სიცარიელე შეუვსიათ ქვაყრილით და ციხის საერთო ზედაპირისათვის გაუსწორებიათ. ჩაშენებული კედლებით მშენებლებს ციხის შიდა სივრცე გაუფართოვებიათ და თან მოუსწორებიათ. დღეისათვის კოშკის ზედა ნაწილში შემორჩენილია მხოლოდ ერთი სართულის კედლების ნაწილი. მათი სიმაღლე ციხის საერთო ზედაპირიდან 2,50-3 მ-საც კი აღწევს. სამხრეთის კედელში დატანილი აქვს მოზრდილი სარკმელიც. კედლის სისქე 0,80-1 მ-ია. კოშკის ძირში 6-7 მ-ის სიგრძეზე ჩრდილოეთით, ასევე შემორჩენილია 3-3,5 მ სიმაღლის კედელი. კოშკის გარე წყობებზე დაკვირვებით ჩანს მისი ნგრევისა და აღდგენის კვალი. ეს განსაკუთრებით კარგად იკითხება კოშკის ქვედა ნაწილის შუა მონაკვეთში ირგვლივ 2, ზოგან 3 მ-ის სიმაღლეზეც კი.ციხის მშენებლობაში კედლების საპირეებად გამოყენებულია გარე ზედაპირ ჩამოსწორებული საშუალო და შედარებით მომცრო ზომის კლდის ქვები. მათ შორისი სივრცე შევსილია მცირე მოცულობის ქვების და დუღაბის ნარევით. წყობებს შორის ჰორიზონტალურობა აქაიქაა დაცული. ციხე საკმაოდ ადრეული ნაგებობა ჩანს. არაა გამორიცხული მისი ნგრევა არაბ დამპყრობთა შემოსევებთან იყოს დაკავშირებული, ხოლო ხელახალი აღდგენა კი _ აშოტ ბაგრატიონის ან მისი მემკვიდრეების სახელთან.რაც შეეხება ციხესთან ახლოს არსებულ გუმბათოვან ეკლესიას, ვფიქრობთ, იგი ლაკომარყალეს რაბათის ტერიტორიაზეა აშენებული და შესაძლოა მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობდეს. ასეთი რაბათები, თუ გადავხედავთ წერილობით წყაროებს, ძალზე ბევრია ტაო-კლარჯეთსა თუ არტაანში. მაგალითად, სოფ. ფარაკანის ციხის რაბათი (ჯიქია, 1958:505), ქინძოტამალის ციხის რაბათი (ჯიქია, 1958:509), ქაჯის ციხის რაბათი (ჯიქია,1958:402), ჩილდირის ციხის რაბათი (ჯიქია,1958:404), ჯაყის რაბათი (ჯიქია, 1958:459), ჭარალის რაბათი (ჯიქია, 1958:461), სოფ. ოდრის ციხის რაბათი (ჯიქია,1958:465), პეტრეს ციხის რაბათი (ჯიქია, 1958:486), ფარავანის ციხის რაბათი (ჯიქია, 1958:501), სათლელ რაბათი (ჯიქია, 1958:105), ახალციხის რაბათი (ჯიქია,1958:502), არტანუჯის ციხის რაბათი და ა.შ.1.5. მელოს (სარიბუდაქის) ციხე (ტაბ. 17-19). ეს სოფელიც და ციხეც მდ. ჭოროხის მარცხენა სანაპიროზეა. ართვინიდან ცენტრალური ტრასით სოფ. მელოს (სარიბუდაქი) შესახვევამდე 21 კმ-ია. აქედან სოფლის ცენტრამდე კი _ 4,5 კმ. სოფლის ცენტრში ჩამოდის პატარა მდინარე, რომელსაც აგილობრივები მელოდერეს (მელოსხევს) ეძახიან. მდინარე ხატილას მთიდან, დიდუბიდან მოედინება და ჭოროხს ერთვის მარცხენა მხრიდან. მელოსწყლის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ციხეს აქაურები მელოყალეს ან სარიბუდაქის ციხეს ეძახიან. ამ ხეობაზე ციხისძირში გადიოდა ართვინიდან მელო-ჯევიზლი (ძვ. ჭიმჭიმი), ხევისკარ-ოგდემ-ერსისის გავლით პარხალში მიმავალი გზა. ჩვენი 70 წლის მთხრობელის იუსუფ ილდირიმის თქმით, მამამისი ალი ილდირიმი ართვინიდან ამ გზით ატარებდა ფოსტას იუსუფელში. მისი გადმოცემით კარგა დილით რომ წავიდოდა, ვახშმის დროს იქ იქნებოდა. საინტერესოა ამ სოფლის ცალკეული უბნებისა თუ ადგილების სახელწოდებებიც. მათ დიდ ნაწილს დღემდე აქვთ შემორჩენილი ქართული სახელწოდებები. ესენია: აზნაურ, ქურდაძე (აქაურთა გადმოცემით ამ უბანში ქრისტიანების სასაფლაო დღემდეა შემონახული), ხოჯაგოლი, დოხჭირეთი, იმლიეთი, ჭიმჭიმი, გურგოღულარი, წისქვილი ხევ, ნატაძრევ (აქედან ართვინშია გადასასვლელი), ნაომარ, ჰაჯიგილ, კარამეშა, მელოქოდა, ვეშაპეთი, გულგანეთი, სარსი, ღევი, დამლაქურუმ, ხატილა და ა.შ. მათ მეხსიერებაში დღემდეა შემორჩენილი, რომ აქ ძველად ქრისტიანები, გურჯები ცხოვრობდნენ და ეს სახელწოდებებიც და ქრისტიანული სასაფლაოებიც მათ ეკუთვნოდათ.საკუთრივ ციხე აშენებულია მელოსხევის მარჯვენა სანაპიროზე. მდინარე ზემოდან მაღლივ ხეობებს შორის ჩაჭრილ კალაპოტში მოედინება. სოფლის თავში მარჯვენა მხრიდან დაბლა ეშვება მდინარის ხეობისაკენ წინ წამოზიდული კლდოვანი ქედი. ბოლო მონაკვეთში იგი ვიწროვდება და ქმნის საკმაოდ ვიწრო ყელს. ყელის შემდეგ მაღლა აზიდული კლდოვანი ბორცვი სამმხრივ მკვეთრად დახრილი ფერდობებით მდინარისპირამდე ეშვება. ციხე სწორედ ამ შემაღლებული, მიუვალი კლდოვანი ბორცვის წვერზეა დაშენებული. იგი სამმხრივ აკონტროლებს უზარმაზარ სივრცეს და ზემოდან დაჰყურებს მის ძირში ართვინიდან პარხალისაკენ თუ იუსუფელისაკენ გამავალ გზას. ტერიტორია, სადაც ციხეა აშენებული, კლდოვანი რელიეფი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენაა წაგრძელებული. ციხის გეგმასაც სწორედ კლდოვანი ქანის ფორმა განსაზღვრავს. გალავნის კედლები აქაც კლდის გარე კიდეებს მიუყვება. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია. კარგადაა დაცული ნახევარწრიული კოშკი, რომელიც მის უკიდურეს სამხრეთ მონაკვეთშია დაშენებული. ასევე შედარებით კარგადაა მოღწეული კოშკის გაგრძელებაზე არსებული დასავლეთი გალავნის კედელიც. მისი ბოლო ნაწილი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. გალავნის კედლის ნაშთები შემორჩენილია ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშიც.კოშკი ჩრდილოეთით გალავნის კედელზეა მიშენებული. მის აღმოსავლეთ ნაწილში დატანილია მოზრდილი კარიბჭე. მისი გვერდითი კიდეები ორ რიგად მოგრძო ფორმის ქვების წყობითაა გამართული.კარის თაღიც ასევე ორი რიგის ქვების წყობით ისრისებური ფორმისაა. ამიტომაცაა, რომ კარის სიფართე სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაა. ძირში მისი სიფართე 1,70 მ-ია, შუა ნაწილში _1,40 მ, ზევით კი _ 80-90 სმ. მისი სიმაღლე 2,60 მ-ია. კარი მოგვიანებით შიგნიდან ამოუშენებიათ. მარჯვენა მხარეს, კარის თავზე, კედელში დატანილია ასევე მოზრდილი კარიც. იგი კოშკის მეორე სართულზეა გამართული. როგორც ჩანს, მას იყენებდნენ პირველ სართულზე დატანილი კარის ამოქოლვის შემდეგ ასაწევი კიბით ციხეში შესასვლელად. მისი სიმაღლე 1,60 მ-ია, სიფართე _ 90 სმ. ეს კოშკი ციხის ყველაზე მაღალი ნაწილია. კედელებში დატანილი ბუდეების მიხედვით, იგი სამსართულიანია. კოშკს გალავნის კედლებთან ერთად ემჩნევა რამოდენიმეჯერ ნგრევისა და აღდგენის კვალი. მოგვიანებით კოშკის ზედა ნაწილი დაუმახინჯებიათ, ფორმა დაუკარგავთ და საერთო კედლებისაგან გარეთ გაზიდული 2,5 მ სიმაღლის წრიული ფორმის კედლები დაუმატებიათ. კოშკის ზედა ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაუტანიათ მოზრდილი ოთხკუთხა ფორმის სარკმელიც. 5-6 მ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი დასავლეთი გალავნის კედლის ნაშთებიც. ციხე ნაშენია საშუალო და მოგრძო ფორმის კლდის ფლეთილი ქვით. უმეტესწილად მათი გარეზედაპირი სწორია.წყობაში მოჭარბებულად ჩანს გამოყენებული დუღაბის ხსნარი. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში კლდეში ნაკვეთი წყლის რეზერვუარიცაა გამართული. მისი ძირი და გვერდითი კედლები კირ-დუღაბის ხსნარითაა შელესილი.ციხე-კოშკის მშენებლობის ადრეული ფენები შეიძლება IX-X საუკუნეებით დათარიღდეს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ჩანს მოგვიანო პერიოდში მისი აღდგენისა და გამოყენების კვალიც. ციხის ძირითადი ფუნქცია, უნდა ყოფილიყო ართვინიდან ტაოსა და, კერძოდ, პარხლის ხეობისაკენ მელოს ხეობაზე გამავალი უმოკლესი გზის გაკონტროლება. იგი მელოსციხიდან ართვინამდე შემდეგ პუნქტებს გაივლიდა: მელოს ხევი, სარსი ხევი, რუსიიოლი, ნატაძრევი, დუბეიაილა, ყურიქურუმი, სირეთხანა, ქირეჩხანე, სალეთი, ქავქასორ, ართვინი. ამ გზას მეორენაირად ,,რუსიÁოლსაც“ უწოდებენ აქაურები. როგორც ჩანს, მას რუსებიც იყენებდნენ.1.6. ხევისკარის (ჰერიტაშის) ციხე (ტაბ. 11-12). ეს სოფელიცა და ციხეც მდ. ჭოროხის მარცხენა სანაპიროზეა. სოფ. მელოს გადასახვევიდან გზა იუსუფელისაკენ უნდა გააგრძელო, 13 კმ-ის გავლის შემდეგ შეუხვევ ხევისკარის (ჰავისკარის) ხეობაში. გზაზე რამოდენიმე სოფელია. პირველ სოფელ ხუმხალამდე (ახალი სახელი ნარლიერი) 3 კმ-ია, აქედან სოფ. ხევისკარამდეც 3 კმ-ია. ე.ი. გადასახვევიდან ძეგლამდე 6 კმ-ია. ციხე სოფლის ცენტრში, ჭანჭახის და ბუდაზორის წყლის ხერთვისს ზემოთ, 200 მეტრში, ჭანჭახისწყლის მარჯვენა სანაპიროზეა აშენებული. აქაურები აქედან ქვემოთ მთლიან ხეობას ჭოროხისპირამდე ხევისკარის, იგივე ჰავისკარის ხეობას ეძახიან. ციხე უშუალოდ ჭანჭახის წყლის ბოლო მონაკვეთის კლდოვან ბორცვზეა დაშენებული. ციხიდან შესანიშნავად მოჩანს მთელი შემოგარენი. იგი კარგად აკონტროლებდა მდინარეთა ხერთვისში ართვინ-მელო-ოგდემ-პარხალისაკენ მიმავალ გზას. ჩიხეს აქვს ერთადერთი მისადგომი სამხრეთის მხრიდან. ნაგებობა საშუალო ზომისაა. დანგრეულია მისი დიდი ნაწილი. შემორჩენილია დასავლეთის გალავნის კედლის სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. ჩრდილო-დასავლეთით გალავნის კედლებს აგრძელებს ნახევარწრიული ფორმის კოშკი. იგი საკმაოდ კარგადაა შემონახული. დაცული კედლების მაქსიმალური სიმაღლე გარე მხრიდან 10-11 მ-ია. კედლებში დატანილი საკოჭე ბუდეების მიხედვით იგი სამსართულიანი ჩანს. კარგადაა შემონახული ორი სართული. მესამესი კი-ნაწილი. დასავლეთით ხევისაკენ მიმართული კედლები შემორჩენილია დაახლოებით 8 მეტრზე. მათი სიმაღლე გარედან თითქმის 12 მეტრამდე აღწევს. სისქე კედლისა 0,80 _ 1 მ. ამ მხარის კედლებში საერთო ზედაპირიდან 2,5 _ 3 მ-ზე დატანილია ორი გრძივი ფორმის სარკმელიც, მესამე კი _ 5 მ-ის სიმაღლეზეა. ციხის გალავნის კედლებზე დაკვირვებით ჩანს, რომ მათი ზედა ნაწილი დანგრეულა და მოგვიანებით აღუდგენიათ. წყობა კოშკში თარაზულია. ასეთივე ნიშნები ჩანს თავდაპირველი გალავნის კედლებშიც. მშენებლობაში გამოყენებულია საშუალო ზომის დამუშავებული ქვებიც. გალავნის კედლების ნაშთები საძირკვლების დონეზე შემორჩენილია აღმოსავლეთით, სამხრეთითაც და ჩრდილოეთითაც. ციხე სავარაუდოდ IX-X საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული, თუმცა აქაც აშკარად ჩანს მოგვიანო პერიოდში მისი ნგრევისა და აღდგენის კვალი.1.7. ბუდაზორის ციხე (ტაბ. 13) მდებარეობს ბუდაზორის წყლის ხეობის სათავეში საიწვერის მთის გადმოღმა მხარეს. საიწვერის მთა ფაქტიურად ორი ხეობის საზღვარია. გადაღმა მელოს ხეობაა, გადმოღმა კი _ ბუდაზორის. სწორედ ართვინიდან ტაოსაკენ მომავალი გზა, რომელიც მელოს ციხისძირში შემოივლიდა, გადაკვეთავდა საიწვერის უღელტეხილს, ჩაივლიდა ბუდაზორის ციხის ძირში და ჩადიოდა ხევისკარ-ბუდაზორის ხერთვისში არსებულ ციხესთან. აქედან კი გზა ნიგზობან, ტანალეთ, ოგდემის გავლით მიდიოდა ტაოსაკენ. ამ მარშრუტს აქაურები დიდ საქარავნო გზას უწოდებენ დღესაც. სამივე ციხის ძირითადი ფუნქცია სწორედ აქ გამავალი გზის გაკონტროლება იყო. მელოს ციხე საიწვერის გადაღმა მხარეს არსებულ გზის დიდ ნაწილს მეთვალყურეობდა, ბუდაზორისა და ხევისკარის კი _ ქედს გადმოღმა გზის მონაკვეთს თითქმის ოგდემამდე. სამივე ციხე სწორედ გზის გაყოლებაზეა აშენებული და მათი განლაგებაც კარგად გვიჩვენებს გზის მიმართულებას. ესეც რომ არ იყოს აქაურ უხუცესთა მეხსიერებაში კარგადაა შემონახული ძველი გზების როგორც მარშრუტები, ისე იმ ადგილთა სახელწოდებები, სადაც გზები გადიოდა. ამ უმოკლეს გზებს ისინი არცთუ ისე დიდი ხნის წინათაც კი იყენებდნენ. ამ მხარეში თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მხოლოდ 20-30 წელია, რაც განვითარდა. გზა მელოს ციხიდან გრძელდებოდა საიწვერის მთის უღელტეხილისაკენ. უღელტეხილის გადაღმა მხარის დასაწყისშივე, ბუდაზორში, ხეობის მარჯვენა მხარის კლდოვან ბორცვზე არსებულ ციხესთან ჩაივლიდა, ჩადიოდა სოფ. იფქლიყანაში, სადაც ხანი იყო, გაივლიდა ხევისკარის ციხისძირში და შემდეგ ნიგზობან-დანალეთბოღაზიოგდემის (ცენტრი იყო) _ ქისკიმიას (ახალი სახელწოდება ალანთაში) გავლით მიდიოდა პარხალ-ისპირ-ერზრუმისაკენ. ეს გზა იუსუფელში არ შედიოდა. იფქლიყანაში არსებული ძველი ხანის ნაგებობათა ნაშთები დღემდე საკმაოდ კარგადაა შენახული. აქ ადგილობრივთა გადმოცემით მგზავრები ისვენებდნენ, ღამეს ათევდნენ. ქვის შენობის ნაშთებმა დღემდე კარგად მოაღწია. ართვინიდან იფქლიყანის ხანამდე გზის მონაკვეთში კიდევ ორი ასეთი ხანა (სირეთხანა და ქირეჩხანა) დასტურდება. საკუთრივ ბუდაზორის ციხე კლდოვანი ბორცვის წვერზეა დაშენებული. იგი ძალზე დანგრეულია. ჩანს, შედარებით მცირე მოცულობის ციხე-კოშკი იყო. გალავნის კედლები თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. გეგმა არ იკითხება. ღოგორც ჩანს, ეს ციხეც ამ გზის გაყოლებით არსებული ციხეების თანადროული ნაგებობა უნდა იყოს და იგი შეიძლება სავარაუდოდ IX- X სს დათარიღდეს.1.8. კუარცხანას ციხე (ტაბ.14-16) მდებარეობს მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე. ბორჩხიდან ართვინისაკენ მიმავალი გზიდან 15 კმ-ის შემდეგ, გზა მარცხნივ სოფ. ბაქირქოიში შეუხვევს. გადასახვევიდან ადიხარ მდ. ჭოროხის წყალგამყოფი მარჯვენა ქედის უკანა მხარის სოფლებში _ სინკოთსა და ბაქირქოიში. ამ უკანასკნელი სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა კუარცხანა. გადასახვევიდან ციხისძირამდე 8 კმ-ია. გზა სოფლის წყლის რეზერვუარამდე მიდის. აქედან ციხემდე კი _ 2,5 კმ ფეხით სავალი დაკიდული აღმართებია. საკუთრივ ქედის იმ მონაკვეთს, რომელზედაც ციხეა დაშენებული ადგილობრივები კუარცხანას ქედს უწოდებენ, შესაბამისად, ციხესაც კუარცხანას ციხეს ეძახიან.საკუთრივ ციხე ჭოროხის ხეობის იშვიათ ადგილას, წყალგამყოფი ქედის წვერზეა დაშენებული. ციხე ზემოდან გადაჰყურებს ჭოროხის ხეობას მთელ სიგრძეზე. აქედან შესანიშნავად მოჩანს ხეობის ოთხივე მხარის სოფლები, ალპური საძოვრები თუ ცალკეული ქედების შემაღლებული ადგილებიც კი. ასევე საკუთრივ ხეობის ოთხივე მხარე უკიდეგანო სივრცეზე. მოკლედ რომ ვთქვათ, იშვიათად მოიძებნება ციხე, რომელიც ამოდენა სივრცეს აკონტროლებდეს. იგი, შეიძლება ითქვას, ჭოროხის შუა წელის ჩამკეტი ციხეა, რომელიც იცავდა და კეტავდა არტანუჯისა თუ საერთოდ ისტორიული ტაო-კლარჯეთისაკენ ზღვისპირეთიდან მიმავალ მაგისტრალს.ციხის მშენებლობისათვის ქედის წვერზე არსებულ სიმაღლეთაგან ყველაზე მაღალი, პირამიდისებური ფორმის კლდოვანი ბორცვი შეურჩევიათ. ციხე მოზრდილი ზომისაა. მის გეგმას საკუთრივ კლდოვანი ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს. იგი ოთხივე მხრივ მიუვალია. აქვს ერთადერთი, ისიც ძნელადმისადგომი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ძეგლი ძალზე დაზიანებულია. გალავნის კედლების დიდი ნაწილი საძირკვლის დონემდეა დანგრეული. განადგურებულია ასევე ციხის შიდა ტერიტორიაზე არსებული ნაგებობანიც. გალავნის შემორჩენილი კედლების და ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ციხის მშენებლებს კლდოვანი ბორცვის გვერდითი, დაბლა დაშვებული კიდეები საკმაოდ ფართე კედლებით ამოუშენებიათ, შიდა სივრცე მოუსწორებიათ და ციხის მშენებლობისათვის მეტნაკლებად სწორი ზედაპირი შეუქმნიათ. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მონაკვეთი. აქ მშენებლებს გალავნის კედლები პირდაპირ კლდოვან შვერილებზე დაუშენებიათ, მკვეთრად დახრილი შიდა ტერიტორია შეუვსიათ და შეუქმნიათ საკმაოდ დიდი სივრცე (დაახლოებით 150-160 კვ.მ.), რომელიც, როგორც დღემდე მოღწეული ნაშთების მიხედვით ჩანს, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისათვის გამოუყენებიათ. ხელოვნურად შექმნილი მოვაკების უკიდურეს სამხრეთ მონაკვეთში მთელ სიგრძეზე, ასევე აღუმართავთ საკმაოდ ფართე კედელი და ამით შეუქმნიათ 1,5-2, ზოგან 3 მ სიფართის ტერასა, რომელიც გამოუყენებიათ ციხის ზედა ნაწილის გალავნის კედლის მშენებლობისათვის და გამაგრებისათვის. ამავე ტერასის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კლდეში ჩაუკვეთავთ წაგრძელებული ფორმის წყლის რეზერვუარი. ციხის ეს ნაწილი საგულდაგულოდ ჩანს გამაგრებული. შედარებით კარგადაა გადარჩენილი ამ ტერასაზე აღმართული გალავნის კედელი. Iგი კლდის ბუნებრივ შვერილებსაა შერწყმული და მაღლაა აზიდული. შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 10-12 მ-ია. კედლის სიფართე 1,50 მ-ს აღწევს. სამხრეთი გალავნის კედელი დასავლეთით გრძელდება. მისი ცენტრალური ნაწილის კლდოვან ქანზე ნახევარწრიული ფორმის კოშკია დაშენებული. მისგან მხოლოდ გარე ნახევარწრიული ფორმის კედლის ნაწილია დარჩენილი.შიდა მხარე მთლიანად დანგრეულია. კედლებში დატანილი საკოჭე ფოსოების მიხედვით ჩანს, რომ იგი სამსართულიანი მაინც უნდა ყოფილიყო. კედლის ნაშთები შემორჩენილია კოშკის გაგრძელებაზეც. გალავნის კედლის ნაშთები დაცულია ციხის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთითაც. ფრაგმენტულობის გამო მათზე ვერაფერს ვამბობთ.ყურადღებას იქცევს ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაცული ოთხკუთხა კოშკის ნაშთებიც. მისგან დღემდე მოღწეულია მხოლოდ დასავლეთისა და სამხრეთის კედლების დიდი ნაწილი. დანარჩენი საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილის მაქსიმალური სიმაღლე 8 მ-ია. კედლების სისქე ქვემოთ _ 1,20 მ, ზემოთ _ 80-90 სმ. კოჭებისათვის განკუთვნილი ბუდეებით ჩანს, რომ იგი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. კედელში შიდა მხრიდან დატანილია მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბეც. ციხის ზედა ნაწილის შიდა სივრცეში აქა-იქ დღემდე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევებიცაა. გვხვდება ქვევრების ნაშთებიც. გალავნის კედლების წყობაში ნახმარია კარგად დამუშავებული საშუალო ზომის კვადრები. რიგებს შორის წყობა ჰორიზონტალურია.ნაგებობა თავისი მშენებლობის ტექნიკითა და სტილით საკმაოდ ადრეული ჩანს. იგი სავარაუდოდ შეიძლება V-VI სს დათარიღდეს. ემჩნევა მოგვიანებით შეკეთება-აღდგენის კვალიც. Iგი თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო მოგვიანებითაც იყო გამოყენებული (ვრცლად იხ. კირზიოღლუ, 1993: 354; ოზდემირ, 2002: 129).1.9. სინკოთის (იჩკალეს) ციხე-კოშკი (ტაბ. 20-21). ჩხალასწყლის ხეობა ჭანეთის მთების გადაღმა მხარის ერერთი საინტერესო ხეობაა. იგი სათავეს იღებს ხოფა-ბორჩხის დამაკავშირებელი ძველი (თანამედროვე გზაც აქ გადის) გზის უღელტეხილის (ზღვის დონიდან 690 მ) გადაღმა მხარის მიდამოებიდან და მდ. ჭოროხს მარცხენა მხრიდან ერთვის ბორჩხასთან. მდინარის ორივე მხარის ფერდობებზე შეფენილია ლაზებით და ნაწილობრივ ხემშილებით დასახლებული სოფლები. ამ ხეობაზე გაივლიდა სწორედ ზღვისპირეთიდან ჭოროხისპირეთთან დამაკავშირებელი ძველი გზაც. მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ როგორც გადაღმა მხარეს ხოფისწყალზე, ისე გადმოღმა ჩხალას ხეობაში, სამ-სამი ქვის თაღოვანი ხიდია აშენებული.საკუთრივ ციხე-კოშკი მდებარეობს მდინარე ჩხალას მარცხენა მხარეს. აქ არსებულ პატარ-პატარა დასახლებებს ერთიანობაში სინკოთს უწოდებენ, ხოლო იმ უბანს, სადაც ციხეა აშენებული-ბაშქოის მეჰელეს, უშუალოდ ციხის ადგილს კი _ იჩკალეს. ბორცვი, რომელზედაც კოშკია დაშენებული, თავის დროზე ირგვლივ გალავნის კედელი ჰქონდა შემოვლებული. იგი ამჟამად დანგრეულია და მხოლოდ საძირკვლის ნაშთებია შემონახული. გეგმის აღდგენა შეიძლება. ჩანს, რომ მშენებლებს გალავნის კედელი ბორცვის კონფიგურაციისათვის მოურგიათ. მისი მაქსიმალური სიგრძე 25 მ, სიგანე კი-13 მ. გალავნის კედლის უკიდურეს სამხრეთ მონაკვეთში, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ჩხალას ხეობა მოზრდილ მანძილზე, ორსართულიანი კოშკი ჩაუშენებიათ. როგორც ზედაპირულად შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, ასეთივე კოშკი თავის დროზე ჩაშენებული უნდა ყოფილიყო გალავნის კედელში ჩრდილოეთითაც, სამხრეთის კოშკი საკმაოდ კარგადაა შენახული. მისი მაქსიმალური სიმაღლე თანამედროვე ზედაპირიდან 5,60 მ-ია. რელიეფის გამო ოთხკუთხა ფორმის კოშკის გვერდითი კედლების ზომები სხვადასხვაა. მისი დასავლეთი კედლის სიგრძე 2,80 მ, აღმოსავლეთის _ 5,20 მ. სამხრეთის _ 3 მ და ჩრდილოეთის _ 2,90 მ. კოშკის კედლების სისქე 90 სმ-ია. მისი პირველი სართულის სიმაღლე 3 მ. მას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. მისი სიმაღლეა 1,60 მ, სიგანე კი _ 1,40 მ. მეორე სართულის სიმაღლე 2,60 მ-ია. მასაც შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. კარის ღიობის ზომებია: სიმაღლე _ 1,60 მ, სიგანე _ 1 მ. როგორც პირველი, ისე მეორე სართულის გადახურვა თაღოვანია და საკმაოდ კარგადაა დაცული. კოშკის პირველ სართულს სათვალთვალო სარკმელი დატანებული აქვს ჩრდილოეთ კედელში. მისი ზომებია: 50მ 36 სმ. მეორე სართულსაც აქვს ასეთივე სარკმელი, ოღონდაც ხეობისაკენ, სამხრეთის მხარეს _ 50მ 36 სმ. ე.ი. პირველი სართულიდან აკონტროლებს საკუთრივ ციხე-კოშკის შედარებით სუსტად დაცულ მისადგომ მხარეს, ხოლო მეორე სართულის სარკმლიდან პირდაპირ გაჰყურებს ხეობაზე გამავალ გზას.1.10. გარდაგადმომხედის ციხე-კოშკი (ტაბ. 22) მდებარეობს ზღვისპირეთიდან ტაო-კლარჯეთისაკენ მიმავალ გზაზე. იგი ჭოროხის მარჯვენა მხარესაა. ამავე მონაკვეთში ჭოროხს ასევე მარჯვენა მხარიდან უერთდება ქლასკურის წყალიც. ციხისძირში გადიოდა სწორედ ზღვისპირეთიდან ჭოროხზე ტაო-კლარჯეთისაკენ გამავალი გზაც, რომელსაც უნდა გადაეკვეთა ქლასკურის წყალი. სწორედ ხერთვისთან ახლოს (150 მეტრში) აქაურ მკვიდრთ აუგიათ ამ ტრასისათვის განკუთვნილი „პირდაპირი“ ქვის თაღოვანი ხიდი. ამ ხიდით ბათუმიდან მიმავალი მგზავრი პირდაპირ მდინარის მეორე მხარეს, ციხისძირში გადადიოდა. აქედან ცენტრალური ტრასა ბორჩხა-ართვინისაკენ, შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულებით იტოტებოდა. მეორე გზა კი ქლასკურის ხეობაში უხვევდა. ამ ხეობაში გამავალი გზის მნიშვნელობას ისიც მიუთითებს, რომ აქ დღემდე კარგადაა შემონახული (პირდაპირი, არალიკი, წიკვაური) სამი ქვის თაღოვანი ხიდი. ერთი სიტყვით, ეს ადგილი წარმოადგენდა მდინარეთა ხერთვისსაც და შესაბამისად გზების შესაყარსაც და გასაყარსაც. სწორედ აქ, მდინარეთა ხერთვისში, ხეობისაკენ წინ წაზიდული ქედის ყველაზე შემაღლებულ ბორცვზე, დაშენებულია პატარა ზომის სათვალთვალო კოშკი. იგი ზემოდან გადაჰყურებს აქ გამავალ გზებს. ადგილობრივები მას „გარდაგადმომხედის“ ციხე-კოშკს ეძახიან. ეს კოშკი ჩხალას ხეობაში არსებული იჩკალეს კოშკის მსგავსია. იგი ოთხკუთხა მოყვანილობისაა და ორსართულიანია. მისი საერთო სიმაღლეა 5,80 მ. მათგან პირველი სართულის სიმაღლეა 2,90 მ. ასეთივეა მეორე სართულისაც. შენობა ოთხკუთხა ფორმისაა (2.60X2,40 მ). მეორე სართულის შესასვლელი კარი სამხრეთიდანაა დატანილი, პირველისა კი _ დასავლეთიდან. პირველი სართულის კარის სიმაღლე 1,60 მ-ია, სიფართე _ 90 სმ. მეორე სართულის კარის სიმაღლე _ 1,90 მ, სიფართე _ 1,20 მ. ორივე სართულის გადახურვა თაღოვანია. პირველ სართულს სარკმელი არ აქვს. მეორე სართულს კი _ ჩრდილოეთის კედელში აქვს დატანილი, საიდანაც შესანიშნავად ჩანს გზების გასაყარი. სარკმლის ზომებია: 70X20 სმ და იატაკის დონიდან 1,20 მ-ზეა განთავსებული.ასეთია ზოგადად ამ ისტორიული მხარის ზოგიერთი საფორტიფიკაციო ნაგებობის მოკლე დახასიათება.1.11. ძეგლის „ეკლესია“. აქვე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ ისეთ საეკლესიო ნაგებობაზე, რომელიც ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2057 მეტრზეა. ამ ეკლესიის სანახავად ყველაზე მოხერხებული გზა ოპიზიდანაა. ართვინიდან ოპიზამდე 35,6 კმ-ია. აქედან საკუთრივ ძეგლის ეკლესიამდე კი _ 11 კმ. გზები მიხვეულ-მოხვეული და აღმართებია. გზა ალპურ ზონამდე ადის, სადაც აქაურთა იაილებია. საკუთრივ ეკლესია მდებარეობს სოფ. ზემო ფორთის მაღლა, ძეგლის მთის თხემზე, ე.წ. „ზიარეთი“ _ იაილის მახლობლად. ეს ქედი ფაქტიურად წყალგამყოფია შავშეთის და კარჩხლის წყლის ხეობებისა. ძეგლიდან კარჩხლის ხეობაზე გამავალი გზით შავშეთის წყლამდე 22 კმ-ია. საკუთრივ ეკლესია ხეობების გამყოფი ქედის წვერზე არსებულ ერთ-ერთ მცირე მოვაკებაზეა დაშენებული. აქედან შესანიშნავად მოჩანს შავშეთის (ბერთის) წყლის ხეობა მთელ სიგრძე-სიგანეზე. აქაურთა გადმოცემით ამ ადგილას იყო ტრადიციულად ე.წ. „ზიარეთი“, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ადიოდა და ასრულებდა სხვადასხვა წარმართულ რიტუალს. მათი თქმით, აქ დამარხული იყო „შეიდი“, წმინდანი (ზოგიერთის მიხედით აქ იყო ე.წ. „გოგომეზერი”, გოგოს სამარხი). აქაურთა გადმოცემით, აქ ადიოდა და ამჟამადაც ადიან ის პირები, ვისაც პრობლემები აქვთ. განსაკუთრებით კი გაუთხოვრები თუ დაუქორწინებლები, ან კიდევ ისინი, ვისაც შვილი არ ყავთ (ზიარეთის წარმართული ძეგლის შესახებ ვრცლად იხ. ჩოხარაძე, 2015). ზოგიერთი გადმოცემით, აქ ასულთ ხშირ შემთხვევაში ააქვთ სხვადასხვა შესაწირავები (უმეტესად ნამცხვრები). იქ დაიძინებენ და სიზმარში ნახავენ მათ საბედოს, ან კიდევ თუ როგორ მოიქცნენ, შვილი რომ შეეძინოთ. ეკლესიის გვერდით, ამ უკაცრიელ ტერიტორიაზე ამჟამინდელ ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებთ დასაძინებლად საშუალო ზომის ხის ნაგებობაც კი აუშენებიათ, გადაუხურავთ და შიგ სამსაწოლიანი ხის ტახტიც კი გაუმართავთ. როგორც ჩანს, ეს ტერიტორია უძველესი დროიდან წარმოადგენდა სამლოცველო ადგილს, სადაც ხდებოდა წარმართული ხანის რელიგიური რიტუალების შესრულება, ხოლო ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ კი იქვე ააშენეს საეკლესიო ნაგებობაც. საყურადღებოა ისიც, რომ ეს ტერიტორია ახლომახლო სოფლებისაგან საკმაოდ მოცილებულია, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ალპურ ზონაშია აშენებული. ასეთი ზიარეთები ძალიან ბევრია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, განსაკუთრებით შავშეთში, იმერხევში, მურღულში, ქლასკურის თუ დევსქელის ხეობის სოფლებში. ყველა სოფელს თავისი „ზიარეთი” აქვს და ყველა მათგანი სოფლებისაგან მოშორებით, უმეტესწილად კი ალპურ ზონებში, მივარდნილ ე.წ. წმინდა ადგილებშია. ასეთივე სიტუაციაა მაგ. დევსქელისა და ქლასკურის ხეობების სოფლებშიც, სადაც ზიარეთები ალპურ ზონაში არსებული იაილების ზემოთ, შემაღლებულ, გამოცალკავებულ ადგილებში აქვთ გამართული. საკუთრივ ძეგლის ეკლესია წარმართული ხანის რიტუალებისათვის განკუთვნილი შენობიდან ჩრდილოეთით 15 მეტრში, კლდოვანი ბორცვის სამხრეთით, მცირედ მოვაკებაზეა დაშენებული. ეკლესიისათვის ადგილი საგულდაგულოდ შეურჩევიათ. ქედის ამ მონაკვეთში კლდოვანი ბორცვი დანარჩენი ნაწილისაგან თავისი მცირედი მოვაკებით ქმნის ერთგვარ შემაღლებას. მისი ჩრდილოეთი მხარე კლდოვანი შვერილებითაა წარმოდგენილი და მკვეთრად ეშვება ქვემოთ. ნაწილობრივ ასეთივე სიტუაციაა ჩრდილო-დასავლეთითაც. რაც შეეხება კლდოვანი ქანის წვერს, იგი სამხრეთით ქმნის მცირე მოვაკებას. სწორედ ამ მოვაკებაზეა დაშენებული პატარა ზომის ეკლესია. იგი დაზიანებულია, თუმცა კედლების დიდი ნაწილი შემორჩენილია. ნაგებობის გეგმაც კარგად იკითხება. იგი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. მის მშენებლობაში გამოყენებულია დიდი ზომის შედარებით კარგად დამუშავებული კვადრები. იქაიქ კვადრების გადაბმის ადგილას გვხდება მოგრძო ფორმის, ასევე კარგად  დამუშავებული ქვები. კედლების როგორც გარე, ისე შიგა პერანგები ამ წესითაა გამართული. მათ შორისი სივრცე კი შევსილია საშუალო და მცირე ზომის ქვებისა და დუღაბის ნარევით. ეკლესიის სიგრძე 6,40 მ-ია, სიგანე _ 4,80 მ. შედარებით კარგადაა მოღწეული ნაგებობის ჩრდილოეთი კედელი. აქ შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 2,90 მ-ია. ასევე კარგადაა შენახული დასავლეთი კედელი (აქ დაცული სიმაღლე 3,30 მ-მდეა) და აფსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთი მონაკვეთი (2,20 მ). რაც შეეხება მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, 1,20 მ-ის დონემდეა მორღვეული.სამხრეთი კედლის დაცული სიმაღლე კი _ 1 მ-ს აღწევს. დასავლეთი კედლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და აფსიდის სამხრეთ მონაკვეთში შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ეკლესიას თაღოვანი გადახურვა უნდა ჰქონოდა. ეკლესიის კედლები სხვადასხვა სისქისაა და იგი მერყეობს 60-70 სმ-ს შორის.ეკლესიის დარბაზული ნაწილი გამოყოფილია აფსიდისაგან 30 სმ სიმაღლის ქვების წყობით. აფსიდის სიღრმე _ 1,70 მ-ია. მის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ისრისებური ფორმის სარკმელი. მისი წინა, შიგა მხარის სიგანე 50 სმ-ია, გარეთასი _ 12 სმ. სიმაღლე კი _ 82 სმ. შარკმლის ზედა ნაწილი თაღოვანია. აფსიდის მარცხენა მხარეს კედელში დატანილია ასევე სამკვეთლო. მისი სიმაღლე _ 45 სმ, სიგანე _ 39 სმ, სიფართე _ 25 სმ. ეკლესიას აქვს ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთით. იგი თაღოვანია, მისი სიმაღლე თანამედროვე დონიდან 2 მ, სიფართე კი _ 80 სმ.ეკლესიის ეზოში, ნაგებობისაგან ჩრდილოეთით, ცენტრალური შესასვლელიდან 1,70 მ-ში გამართულია სასაფლაო. როგორც ჩანს, იგი ადრე განძისმაძიებლებს დაუზიანებიათ, მაგრამ მოგვიანებით მისი ზედა ნაწილი ვიღაცებს მოუწესრიგებიათ. არაა გამორიცხული, აქაურებმა იგი მიიჩნიეს იმ შეიდის სასაფლაოდ, რომლის გამოც ადრეც და ახლაც ადიან სალოცავად და სიზმრის სანახავად. ეკლესია სადაცაა აშენებული, ეს ტერიტორია ალპური ზონაა. აქ მუდმივი მოსახლეობა არაა. როგორც ჩანს, ეს ადგილი თავდაპირველად წარმართობისდროინდელი სამლოცველო იყო, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, მოგვიანებით, აქვე (სავარაუდოდ IX-X სს) ააშენეს საეკლესიო ნაგებობა, ხოლო აქაურობის თურქეთის შემადგენლობაში შესვლისა და მუსულმანური სარწმუნოების დამკვიდრების შემდეგ კი, შინაარსით, ხასიათით წარმართული რიტუალი, მუსულმანური წესების შესრულებით, დღემდე შემორჩა აქაურ მოსახლეობაში.1.12. არტანუჯის ციხე. საქართველოს რომელიმე მხარე თუ მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ითქმის ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე. აქ ვერ ნახავთ ვერცერთ სოფელს თუ ხეობას, სადაც ერთი კი არა, რამდენიმე სხვადასხვა ეპოქის ძეგლი არ იყოს წარმოდგენილი. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მათი დიდი ნაწილი დანგრეულია და მხოლოდ ნაეკლესიარების, ნასაყდრალების თუ ნაციხარების სახელებია შემორჩენილი. ბოლო დროს განვითარებული ისტორიული პროცესების შედეგად, ქართველ მკვლევრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეწყოთ ამ რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა. ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით შეიქმნა კიდეც ბევრი ახალი ნაშრომი. ამჯერად ჩვენ შევეცადეთ ყურადღება გაგვემახვილებინა კლარჯეთის რამოდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობაზე. კლარჯეთში ამ ტიპის ძეგლები ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ხეობას თავისი თავდაცვითი სისტემა ჰქონდა გამართული. ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამავე დროს ჩართულნი არიან მთლიანი „ქვეყნის“ ერთიან თავდაცვის სისტემაში. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში მომიჯნავე რეგიონების ციხეები თავიანთი ხელსაყრელი ადგილმდებარეობით ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და საბოლოო ჯამში ქმნიან მთლიანი რეგიონის ერთიან თავდაცვით სისტემას. ეს განსაკუთრებით კარგად იკვეთება შავშეთ-იმერხევისა და კლარჯეთის ციხეების მიხედვით. მაგალითად, შავშეთის ციხეების განლაგების მიხედვით შეიძლება თამამად ითქვას, რომ მათ შეეძლოთ უზრუნველეყოთ მთლიანი „ქვეყნის“ თავდაცვა. აქაური ყველა ციხე ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვზეა ასხმული. არა თუ მთლიანად რეგიონს, არამედ ცალკეულ ხეობებსაც თავისი დაცვის სისტემა ჰქონდა. ისინი თავის მხრივ ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ერთიანი უსაფრთხოების ქსელში. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ იმერხევის ხეობა, რომელიც მთელ სიგრძეზე იმერხევ-შავშეთისწყლის ხერთვისიდან მოკიდებული (სინკოთი, წეფთა (უსტამისი), ჩაქველთა, ხევწრული, გარყლობი, იფხრეული და სხვა ციხეები) სათავეებამდე საგულდაგულოდაა ჩაკეტილ-გამაგრებული (მამულაძე, 2014:41-75).ასევე საინტერესო სურათია საკუთრივ შავშეთში, სათლელის წყლის მარცხენა სანაპირო ზოლში არსებული ციხეების განლაგების თვალსაზრისითაც. მათი დიდი ნაწილი მთისწინა ზოლშია აშენებული. სათლელის წყლის მარცხენა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე ციხეების სიმრავლე იმანაც განაპირობა, რომ ეს რეგიონი არტანუჯისა და შავშეთის გამყოფი ბაჰრევანის (ადგილობრივი მოსახლეობა მას ზიარეთის ქედსაც უწოდებს) მიდამოებამდე მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. გვხვდება არსიანის (იგივე ქვაყრილის) მთებიდან ვერტიკალურად დაშვებული მაღალი ქედები, ღრმად ჩაჭრილი ხეობები. მათ ფერდობებსა და ხეობებს შორის მრავლად იყო სოფლები, დიდი რაოდენობის სახნავ-სათესი მიწები, ჭალები, საძოვრები და ა.შ. აქ არსებულ პატარ-პატარა ხეობებსაც კი (ფიქალთა, ხანთუშეთი, ვერხნალა…) თავთავისი გამაგრებითი სისტემა ჰქონდათ, რომლებიც თავის მხრივ ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ამავე დროს ჩართულნი იყვნენ „ქვეყნის“ ერთიანი თავდაცვის სისტემაში. აქაური ციხეების დიდი ნაწილი (იფხრეული, გარყლობი, ციხისძირი, დაბაწვრილი, ქვათეთრისი, ჩართულეთი, ხანთუშეთი და ა.შ.) მთისწინა ზოლშია განლაგებული. მათი ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო მთისწინა ზოლსა თუ ბარში არსებული უზარმაზარი სასოფლო-სამეურნეო სივრცეების, მთისა და ბარის დამაკავშირებელი გზების, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ერუშეთიდან, ფოცხოვიდან და, განსაკუთრებით, კოლა-არტაანიდან მთაგრეხილებზე არსებული უღელტეხილებით შავშეთსა და კლარჯეთში შემომავალი თუ გამავალი გზების გაკონტროლება.მოკლედ რომ ვთქვათ, შავშეთსა და ნაწილობრივ კლარჯეთის მთისწინა ზოლი ამ ციხეებით საგულდაგულოდაა გამაგრებულ-დაცული. უფრო მეტიც, შავშეთის ციხეების ნაწილი (წეფთა (უსტამისი) და ხანთუშეთი) კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ ციხეებთანაც იყვნენ დაკავშირებული და ქმნიდნენ შავშეთ-კლარჯეთის ერთიანი თავდაცვისა და ქვეყნის შეუღწევადობის საიმედო სისტემას.იმერხევ-შავშეთისწყლის ხერთვისს, საიდანაც გზები იტოტება როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან, სათლელის ცნობილი ციხე იცავდა. ეს იყო ყელი გზებისა და ქვეყნის შიგნით შეღწევისა. შეიძლება ითქვას, რომ ვინც ფლობდა სათლელის ციხეს, ის ფლობდა შავშეთის ქვეყნის გასაღებსაც. იგი ამავე დროს კეტავდა კლარჯეთისაკენ მიმავალ გზასაც.საკუთრივ კლარჯეთში საფორტიფიკაციო ნაგებობანი ძალზე ბევრია. აქაც ყველა ხეობას თუ გზებს და, საბოლოო ჯამში, მთლიანად „ქვეყანას“ საიმედოდ გამართული თავდაცვითი სისტემა ჰქონდა. ბუნებრივია მათ საფუძვლიან შესწავლას დიდი დრო და თურქეთის სახელმწიფოს კეთილი ნება დასჭირდება. ამჯერად ჩვენ მოვახერხეთ მხოლოდ არტანუჯის შუა საუკუნეების თავდაცვით სისტემაში შემავალი რამოდენიმე ციხის, ასევე ჭოროხის აუზიდან ზღვისპირეთისაკენ თუ სხვადასხვა რეგიონებისაკენ გამავალ ძველ გზებზე არსებული ზოგიერთი საფორტიფიკაციო ნაგებობების შესწავლა.ქალაქი არტანუჯი და, საერთოდ კლარჯეთი, ადრეული ეპოქებიდან იყო ციხემრავალი ქვეყანა. „წავიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა“ (ქ.ცხ. 1955: 23), მომდევნო პერიოდის ციხეთაგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ახიზის, კლარჯეთისა და საკუთრივ არტანუჯის ციხეები. სხვა ციხეებისა და, განსაკუთრებით, ახიზის ციხის ძირითადი ფუნქცია იყო ჭოროხის აუზის ყველა სივრციდან არტანუჯისაკენ მიმავალი გზების გაკონტროლება. ამ ციხისათვის მართლაცდა საგულდაგულოდაა შერჩეული ადგილი. იგი ჭოროხ-შავშეთისწყლის ხერთვისიდან არტანუჯისაკენ მიმავალი გზის ყველაზე შევიწროებულ ნაწილს, არტანუჯისწყლის მარცხენა სანაპიროს კლდოვანი ბორცვიდან, ზემოდან დაჰყურებს (ტაბ,24). ციხე, თავისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობისა და დანიშნულებიდან გამომდინარე, არაერთხელ აღუდგენ-გაუმაგრებიათ. სტეფანოზ ერისთავს, რომელმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა და მონასტერი რომელ არს ოპიზა“, „განაახლა ახიზა და ქმნა იგი ქუაბად“ (ქ.ცხ.1955:178). ციხის გალავნის კედლებს თუ შემორჩენილ ნაგებობათა ნაშთებს მართლაცდა კარგად ემჩნევათ სხვადასხვა დროს აღდგენა-გამაგრების კვალი. ფაქტიურად ახიზის ციხე იყო ჭოროხისპირეთიდან არტანუჯისაკენ მიმავალი ცენტრალური ტრასის გასაღები. ეს ციხე ერთხანს მთლიანი კლარჯეთის საეკლესიო ცენტრიც იყო. აქ ჯერ კიდევ სტეფანოზ ერისთავმა აღაშენა „სამნი ეკლესიანი (იგულისხმება კლარჯეთს): დაბა მერისა, შენდობისა და ახიზისა (ქ.ცხ.1955:178). ვახტანგ გორგასალმა კი „…დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა“. ამ ციხეს თავისი შესანიშნავი და იშვიათი ადგილმდებარეობის გამო მოგვიანო პერიოდშიც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. იგი სხვა ციხეებთან ერთად თითქმის ყველა დროში გადამწყვეტ როლს ასრულებდა არტანუჯის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში. არტანუჯისაკენ მიმავალი ყველა გზა, რომლებიც უმეტესწილად ხეობებზე გადიოდა, ასევე საიმედოდ იყო დაცული. ერთ-ერთი გზა, რომელიც არტანუჯში შემოდიოდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეიძლებოდა გამოეყენებინა ნებისმიერ მომხდურს, საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილდაცული. ამ გზას შესანიშნავად აკონტროლებდა შარბიეთის (იგივე ბოსელთას) ციხე და საქარიას ქედის გადმოღმა, ძირში, მისგან 4 კმ-ში არსებული მეორე _ კლარჯეთის ციხე. ფაქტიურად ამ გზას და საქარიას ქედის უღელტეხილს ორივე მხრიდან კეტავს ორი ციხე, რითაც შეუღწევადი ხდება სოფ. კლარჯეთი და საერთოდ აქედან იგივე „კლარჯეთის ხევით“ არტანუჯისაკენ მიმავალი გზა. მართალია, ამ ხეობას დღეისათვის მის გასწვრივ არსებული სოფლების სახელწოდებებით მოიხსენიებენ (მაგ.კლარჯეთის და ტანძოთის წყლების ხერთვისის შემდეგ გაერთიანებული მდინარე გაივლის სოფ. არავეთში (თორბალი), აქედან არტანუჯისწყლის შესართავამდე 7 კმ-ია. მას აქაურები არავეთხევს ან თორბალიხევს უწოდებენ), მაგრამ, როგორც ჩანს, თავის დროზე მთლიან ხეობას კლარჯეთის ხევი ეწოდებოდა. ხოლო იმ ტერიტორიას, სადაც ეს მდინარე გადიოდა _ კლარჯეთი. ეს კარგად ჩანს წერილობითი წყაროებიდანაც. „ხოლო ამან აშოტ კუროპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი“ (ქ.ცხ.1955:253), ან კიდევ „…იზრდებოდეს სამნივე იგი ძმანი, ძენი ამის აშოტ კუროპალატისანი ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნენ ხარკისა მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ხევნი შავშეთ-კლარჯეთნიგალისანი (ქ.ცხ.1955:254). ე.ი. იქ, სადაც არტანუჯია, კლარჯეთის ხევია, ხოლო მდინარე, რომელიც სათავეს იღებს სოფ. კლარჯეთის თავიდან, საქარიას მთის ფერდობებიდან, გაივლის არტანუჯში და უერთდება შავშეთისწყალს, კლარჯეთის ხევი ეწოდებოდა. როგორც წერილობითი წყაროებიდან კარგად ჩანს, ფაქტიურად კლარჯეთის ხევი და საკუთრივ არტანუჯი უძველესი დროიდან იქცა ამ სივრცის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თუ კულტურულ ცენტრად. საკუთრივ ატრანუჯის, როგორც კლარჯეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის, გამოკვეთა, ვახტანგ გორგასალის ეპოქიდან იწყება.არტანუჯის ციხის მშენებლობაც სწორედ ამ პერიოდთანაა დაკავშირებული. ეს კარგად ჩანს ქართლის ცხოვრებიდანაც. „და წამოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა… და ვითარცა წარმოვიდა იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქვა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა… ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა…(ქ.ცხ.1955:177-178).მოგვიანებით, აშოტ კუროპალატის დროიდან არტანუჯი მთლიანი რეგიონის პოლიტიკურ ცენტრადაც იქცა. „ხოლო ამან აშოტ კუროპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელ პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი. აოხრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითაგან; იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ, და წინა კერძო მისსა, ქუეშეთ, აღაშენა ქალაქი, და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმინდათმოციქულთა პეტრესი და პავლესი და შეიქმნა მას შინა საფლავი თვისი, და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“ (ქ.ცხ.1955:253). არტანუჯისა და მისი ციხის, კლარჯეთის და შემდეგ მთლიანი რეგიონის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევა მისმა ხელსაყრელმა და სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამაც განსაზღვრა. ციხე (ტაბ.23) თავისი იშვიათი მდებარეობით, ახიზის ციხესთან ერთად, კარგად კეტავდა არტანუჯიდან შავშეთის (იგივე ბერთის) წყლისა თუ ჭოროხის აუზის სხვადასხვა რეგიონებისაკენ მიმავალ თუ იქიდან აქეთ მომავალ გზებს. აქედან შესანიშნავად მოჩანს უზარმაზარი სივრცე ოთხივე მხრივ და ახიზის ციხესთან ერთად ამაყად ზის არტანუჯის ვიწრობების დასაწყისის ყელზე. შეიძლება ითქვას, რომ იგი ატრანუჯის ერთიანი თავდაცვითი სისტემის ძირითადი ძეგლია.არტანუჯის თავდაცვის სისტემის ჯაჭვში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ტანძოთის წყლის სათავეებში მდებარე ტანძოთის (თანამედროვე აიდინქოის) ციხეს. იგი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, აკონტროლებდა და იცავდა ყველა იმ გზას, რომელიც არსიანის ქედზე არსებული ზეკარებით კოლა-არტაანიდან გადმოდიოდა ხეობაში. იგი კლარჯეთის და შარბიეთის ციხეებთან ერთად საიმედოდ კეტავდა ტანძოთისა და კლარჯეთის ხეობებზე არტანუჯისაკენ მომავალ გზებს. სამივე ციხე ამავე დროს შესანიშნავად აკონტროლებდა მთისწინა ზოლში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სივრცეებს, ალპურ ზონასთან დამაკავშირებელ გზებს და ა.შ. არტანუჯის დაცვის სისტემის გამართული მუშაობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ იყო გამართული ლონგოთხევის საფორტიფიკაციო ნაგებობათა სისტემა. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ხეობაში გადმოდიოდა ბილბილანის (იგივე არსიანის) ქედზე არსებული უღელტეხილებიდან კოლა-არტაანიდან ზღვისპირეთისაკენ გამავალი გზა, რომელიც ატრანუჯზე გაივლიდა. ფაქტიურად ეს იყო ის ძირითადი ტრასა, საიდანაც შესაძლოა, ყოველთვის რეალური საფრთხე შექმნოდა არტანუჯსა და აქ გამავალ გზებსაც. როგორც ჩანს, ეს თავის დროზე კარგად გაუთვალისწინებიათ აქაურ მოსახლეობას და ხეობა საგულდაგულოდ გაუმაგრებიათ. ამ გზას არსიანის ქედის გადაღმა მხრიდან კარგად იცავდა არტაანის, კალეჯიქის, იენიქოის, ქინძოთის, ეშმაკის (შეითან), ქულთექკალეს თუ სხვა ციხეები. რაც შეეხება გადმოღმა მხარეს, იგივე ლონგოთხევს, სათავეებიდან კარგად აკონტროლებდა ბულანუხრაბათის და ომერკოჩის ციხეები, ხოლო ხეობის ბოლო მონაკვეთში, არტანუჯამდე 12 კმ-ში მდებარე ლაკომარყალეს ციხე, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ტრასას ბევრი ციხე საიმედოდ მეთვალყურეობდა და მათ შორის ლონგოთხევზე არტანუჯისაკენ მიმავალი გზაც საგულდაგულოდ იყო გამაგრებულ-დაცული. ასე რომ არტანუჯი, ამ რეგიონის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი, ყველა დროში და, განსაკუთრებით, ადრე შუასაუკუნეების ბოლოსა და განვითარებული შუასაუკუნეების დასაწყისში, საგულდაგულოდ იყო დაცულ-გამაგრებული.რაც შეეხება ართვინ-პარხლის დამაკავშირებელ (ე.წ. საქარავნო) გზაზე არსებულ მელოს, ბუდაზორის, ხევისკარის და სხვა ციხეებს, მათი ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო აქ არსებული უზარმაზარი სივრცეების და, ბუნებრივია, აქ გამავალი ტრასის გაკონტროლება. ასეთივე დანიშნულება ჰქონდა ჭოროხისპირეთში გამავალი გზების გასწვრივ არსებულ გვარას, კვარხცანას და სხვა ციხეებს თუ ჭოროხისა და ქლასკურის წყლების ხერთვისში არსებულ გარდაგადმომხედის ციხე-კოშკს.რაც შეეხება იჩკალეს ციხე-კოშკს, იგი აკონტროლებდა ზღვისპირეთიდან (ხოფას მიდამოებიდან) ჩხალას ხეობაზე გამავალ გზას, რომელიც ბორჩხასთან უკავშირდებოდა ჭოროხის გასწვრივ გამავალ ცენტრალურ ტრასას.ზემოთ აღნიშნული ციხეების ძირითადი ნაწილი IX-X საუკუნეებში უნდა აშენებულიყო. ამ პერიოდისათვის, როგორც ცნობილია, აშოტ კუროპალატის მეორე, მესამე თაობაში ცხარე ბრძოლაა სამთავროს ფარგლებში მოქცეულ ორ ძირითადად სამთავრო სახლს შორის საზღვრების დადგენისათვის. მესამე თაობის შემდეგ კი _ ამ ორი ძირითადი შტოს სამფლობელოს საზღვრები მეტნაკლებად დადგენილია. ქართველთა მეფობას ტაოს შტო იმკვიდრებს, ხოლო კლარჯეთისა არტანუჯელ-კლარჯეთის ხელმწოფობას (ნარკვევები, 1973:454-455). ფლობელობის შესაბამისად ბაგრატიონთა მშენებლობაც მათ მიერ დამკვიდრებულ სამფლობელოებში მიმდინარეობს. ბუნებრივია, კლარჯეთის და განსაკუთრებით კი ჩვენს მიერ განხილული ციხეების დიდი ნაწილი, რომელიც არტანუჯის შემოგარენშია აშენებული (ან კიდევ აღდგენილ-გამაგრებული) საგულდაგულოდ არიან ჩართული ქალაქ არტანუჯისა და საერთოდ მთლიანი „ქვეყნის“ ერთიანი თავდაცვითი სისტემის ჯაჭვში. ეს ნაგებობანი ძირითადად კლარჯი-არტანუჯელი სახელისუფლებო კარის ცალკეული წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს აგებული.$2. ქვის თაღოვანი ხიდები კლარჯეთშიისტორიული ტაო-კლაჯეთის ტერიტორია ძალზე მდიდარია ქვის თაღოვანი ხიდებით. მათი დიდი ნაწილი მდინარე ჭოროხზე კაშხალებისა და ჰიდიროელექტროსადგურების მშენებლობის გამო დატბორვის ზონაში მოხვდა. ამჯერად ჩვენ მოვახერხეთ მხოლოდ ჭოროხის ქვემო დინების, კერძოდ, მარადიდ-ბორჩხის მონაკვეთის ცალკეულ ხეობებსა თუ სოფლებში არსებული ქვის თაღოვანი ხიდების შესწავლა. აქვე შევეხებით აქ გამავალ ცალკეულ რეგიონებთან დამაკავშირებელ ძველ გზებს და ზოგიერთ იმ საფორტიფიკაციო ნაგებობას, რომელთა უშუალო ფუნქცია უნდა ყოფილიყო მათი გაკონტროლება.2.1. ბეღლევანის 1 (გურეშენი) ხიდი (ტაბ.26). ბეღლევანისწყალი ჭოროხის მარცხენა შენაკადია მარადიდს ზემოთ. ბეღლევანის ხეობაზე გადიოდა სწორედ უმოკლესი გზა ქემალფაშა-მაკრიალისაკენ. ამ მდინარეზე თავის დროზე 4 ხიდი იყო. ამჟამად ორი მათგანი, რომელიც სოფელ ჩაუშლუს მიდამოებში იყო, მარადიდჰესის დატბორვის ზონაში მოხვდა, ხოლო ორი, საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი და შედარებით ზემოთ, ხეობის სიღრმეშია განლაგებული. პირველი ხიდი სოფლის დასაწყისშია გამართული. დატბორილი ორი ხიდის ზემოთ მესამე ხიდია. იგი ერთმალიანია. თაღი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. მისი ბურჯები ორივე მხრივ კლდოვან ქანზეა დაფუძნებული. ხიდის საპირე რკალის წყობებში გამოყენებულია მოგრძო ფორმის კარგად დამუშავებლი ქვები, რომლებიც ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი. ხიდის სიგრძე 20,90 მეტრია, მანძილი კეხიდან წყლამდე კი _ 8,70 მ.2.2. ბეღლევანის II (გურეშენი) ხიდი (ტაბ. 27) ბოლო, მეოთხე ხიდია და ამავე სოფლის ზემო ნაწილშია აშენებული. ისიც მშენებლობის ტექნიკით პირველის მსგავსია. მისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს ორივე მხარის კიდეებში მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს მოაჯირები. მათ მშენებლობაში გამოყენებულია შედარებით კარგად დამუშავებული 10-10 სმ. სიფართის ქვები. ხიდის სავალი ნაწილის სიგანე 2,60 მ, კეხიდან წყლამდეკი _ 10 მ. ორივე ხიდი მაკრიალი-მარადიდის გზის მონაკვეთისათვის იყო განკუთვნილი სოფელ მარადიდიდან ზემოთ დაახლოებით 7 კმ-ში, ჭოროხს მარჯვენა მხრიდან ერთვის ქლასკურისწყალი. ეს ხეობაც გამოირჩევა ძველი ქვის თაღოვანი ხიდების სიმრავლით.2.3. „პირდაპირი“ ხიდი (ტაბ.28) ჭოროხისა და მისი შენაკადის, ქლასკურის (არალიქდერესი) ხერთვისიდან ზემოთ 150 მეტრშია აშენებული. ადგილობრივები მას „პირდაპირ ხიდსაც“ ეძახიან. აქ, ჭოროხის გასწვრივ, გამავალი გზებიდან ერთი ხაზი ქლასკურის ხეობაში შეუხვევდა. ხიდი სწორედ ქლასკურისაკენ მიმავალი გზის დასაწყისშია. საკმაოდ საინტერესოდაა გამართული ნახევარწრიული თაღის მზიდი კამარა. არკის წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვები. ვერტიკალურად ჩალაგებული თითო მოგრძო ქვის შემდეგ ორი მოგრძო ფორმის ქვა ჰორიზონტალურად, განივადაა დალაგებული ერთმანეთზე და მთელ სიგრძეზე თაღის წყობაშია ჩართული. როგორც ჩანს, ამით დამატებითაა გამაგრებული მთელი თაღის ქვის კონსტრუქცია. ამგვარი წესით არკისა და მთლიანი თაღის გამართვის პრაქტიკა ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის სხვა თანადროულ ქვის თაღოვან ხიდებში იშვიათია. მდინარის კალაპოტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ხიდი ორმალიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ძეგლი ნაწილობრივ მარადიდჰესის დატბორვის ზონაშია მოხვედრილი, მისი მარცხენა მხარე სრულყოფილად არ ჩანს. ამიტომაცაა, რომ ხიდის ბურჯები, განსაკუთრებით მარცხენა, დაზიანებულია. ამჟამად ჩვენამდე მოღწეული ხიდის სიგრძე 14,5 მ-ია, მისი სიფართე _ 2,20 მ, კეხიდან წყლამდე კი _ 2 მ. ქლასკურის ხეობაში კიდევ ორი ხიდია, _ არალიკსა და წიკვაურში.2.4. არალიკის ხიდი (ტაბ. 29) პირველისაგან ზემოთ 5 კილომეტრითაა დაცილებული. იგი მოგვიანო პერიოდში აღუდგენ-გაუმაგრებიათ და ნაწილობრივ შეუცვლიათ მისი თავდაპირველი იერსახე. ამ ხიდსაც ნახევარწრიული მოყვანილობის თაღი აქვს. მისი ბოლოები ბურჯებს ეყრდნობა. ნაგებობის ორივე მხარის საპირე რკალისათვის გამოყენებულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვის წყობის ერთი რიგი. მათ შორის კირის თხელი ხსნარია გამოყენებული. საპირე ქვები ერთანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. ხიდი საკმაოდ ფართოა და მის კიდეებში მოაჯირებია მოწყობილი. მისი სიფართეა 2,40 მ, სიგრძე _ 28 მ, მანძილი კეხიდან წყლამდე 7,10 მეტრია.2.5. წიკვაურის ხიდი (ტაბ.30) ქლასკურის ხეობაში ქვემოდან ზემოთ მესამე ხიდია. იგი ზედა ქლასკურის დასაწყისშია. ნაგებობა საკმაოდ კარგადაა შენახული. ის მდინარის შედარებით შევიწროებულ ადგილასაა აგებული. კამარის მოხაზულობა ნახევარწრიულია. მალის ნაშენი თავის მხრივ მთავარი თაღისა და თაღის ზედა ნაშენისაგან შედგება. ხიდის ორივე მხარის საპირე რკალის წყობაში აქაც გამოყენებულია მოგრძო ფორმის კარგად დამუშავებული ქვების ერთი რიგი. ნახევარწრიული რკალის ბურჯები კლდოვან ნაპირებს ეყრდნობა. ხიდის საერთო სიგძე 23 მ-ია, სიგანე _ 2,50 მ, კეხიდან წყლამდე _ 6 მ, ბურჯიდან ბურჯამდე კი _ 13 მ.ჭოროხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარცხენა შენაკადია ჩხალას წყალი. იგი სათავეს იღებს ჭანეთის მთების გადმოღმა ფერდობებიდან, მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჭოროხს ერთვის ბორჩხასთან. ამ მდინარის ხეობის ორივე მხარის ფერდობებზე შეფენილია ლაზებით თუ ჰემშილებით დასახლებული სოფლები: გოლა, აზურო, სკიბათი, ჭათი, მაკრეთი, ჩხალა, ვანეთი, კოსტანეთი, დაკვარა, ჩხალაზენი, იანეთი, ჭარმათი, პანჭურათი, ფიჩხეთი და სხვა. აქ გადიოდა ზღვისპირეთიდან ძველი გზები ჭოროხისპირეთისაკენ, აქედან კი _ ართვინის, არტანუჯისა თუ სამხრეთ საქართველოს სხვა მხარეებისაკენ. ამის მანიშნებელია გადაღმა მდ. ხოფის და გადმოღმა ჩხალას წყალზე არსებული ქვის თაღოვანი ხიდების სიმრავლე. ამ ტრასაზე მდ.ხოფასა და მის შენაკადებზე 3 ქვის თაღოვანი ხიდია. ამდენივეა ჩხალას ხეობაში. მათგან ყურადღებას იქცევს ჭათის ხიდი (ტაბ.31), რომელიც ხოფა-ბორჩხას გზაზე, ჩხალას ხეობაში, სათავიდან ქვემოთ პირველი ხიდია.ნაგებობა სოფელ დუზქოიშია აგებული. ხოლო უშუალოდ იმ ადგილს, სადაც ხიდია აშენებული ჭათი ჰქვია. ხიდი ორმალიანია. ორივე ნახევარწრიული მოყვანილობისაა. მარცხენა გაცილებით დიდია. მისი ერთი ბურჯი კლდოვან ნაპირს ეფუძნება, ხოლო მეორე _ მდინარის შუაწელზე არსებული უზარმაზარი ქვის ლოდის ასევე მარცხენა კიდეს. მეორე, მარჯვენა მალი, შედარებით პატარაა. მისი მარჯვენა ბოლო ასევე მდინარის კლდოვან რელიეფს ეყრდნობა, ხოლო მარცხენა _ იგივე ლოდის მარჯვენა კიდეს. ქვის ლოდზე ორ ბურჯს შორის არსებული სიცარიელე კი ორივე მხრივ ამოშენებულ-გამაგრებულია კარგად დამუშავებულ ქვებით, ხოლო შუა ნაწილი შევსილია რიყის ქვის, ქვიშისა და დუღაბის ნარევით. ორივე თაღის რკალის მშენებლობისათვის გამოუყენებიათ ასევე კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვების ერთი რიგი. ხიდს მთელ სიგრძეზე ორივე მხრივ დაშენებული აქვს ქვის მოაჯირი.ხიდის საერთო სიგრძეა 33 მ. სიფართე მოაჯირების ჩათვლით 2,90 მ. მარჯვენა თაღის კეხიდან წყლამდე _ 5,6 მ. მარცხენადან კი _ 5 მ. ეს ხიდიც სახელმწიფოს აღუდგენ-გაუმაგრებია 2007-2008 წლებში. ამიტომაცაა, რომ ნაგებობას რამდენადმე შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე.2.6. მაკრეთის ხიდი (ტაბ. 32) ზემოდან ქვემოთ ბოლო ხიდია. ადგილს, სადაც ხიდია აშენებული, ამჟამად დემირჯილერს ეძახიან. ძველად მას ერქვა მაკრეთი. მის საპირისპირო მხარეს მდებარე სოფელს კი „მამანათი“ ჰქვია. ხიდი ერთმალიანია. თაღი ნახევარწრიული მოყვანილობის აქვს. თაღის ბოლოები მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო დაფარულია და თუ რას ეყრდნობა არ ჩანს. გვერდითი რკალების მშნებლობაში აქაც გამოყენებულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვების ერთი რიგი. ხიდის სიგრძე 32 მ-ია, სიგანე _ 2,80 მ. მოაჯირების ჩათვლით, კეხიდან წყლამდე _ 9,5 მ-ია.ამავე ხეობის შუაწელზე არის ჩხალას მესამე თაღოვანი ხიდიც, რომელმაც საკმაოდ კარგად დაცულმა მოაღწია ჩვენს დრომდე. იგიც ზემოთ აღწერილი ჩხალას ერთმალიანი ხიდების მსგავსია, ოღონდაც მათთან შედარებით მცირე ზომისაა. კლარჯეთისა და მის მომიჯნავე რეგიონებში მსგავსი ხიდები ბევრია…* * *დაფიქსირებული ქვის თაღოვანი ხიდების მიხედვით, რომელთა გარკვეული ნაწილის შესწავლა და აზომვა შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ, შეიძლება გარკვეული დასკვნები გაკეთდეს. ისინი ძირითადად სამ ჯგუფად კლასიფიცირდება:1. გეომეტრიულ საფუძველზე (წრეზე) დაფუძნებული ერთცენტრიანი ხიდები.2. ორმაგ, ჰორიზონტალურ ბაქანზე ამოყვანილი ოთხცენტრიანი ხიდები.3. წრეზე დაფუძნებული ქვის თაღოვანი მრავალმალიანი ხიდები.პირველი ჯგუფის ხიდების ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი თაღის წყობაა. აქ ყოველი ქვის ტრაპეციულობა განსაზღვრულია მშენებლობისას სამშენებლო ჰორიზონტალური ბაქნის ცენტრიდან განსაზღვრული კუთხით. ამდენად, ყოველ ფართე, ტრაპეციულ ქვათლილს მოსდევს ვიწრო ქვა. იქმნება ერთგვარი „ფსევდოსოდომი“, რაც ქმნის ყოველი ქვის სიმტკიცისა და მდგრადობის გარანტს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვიწრო ტრაპეციული ქვები ყოველი ლოკალური მონაკვეთისთვის წარმოადგენენ „აგრაფებს“. ამ ტიპის მრავალრიცხოვან ნაგებობებს შორის გამოვყოფთ მდინარე ქლასკურის წყალზე არსებულ წიკვაურის ხიდს. ეს შედარებით მცირე ზომის ხიდი იმით გამოირჩევა, რომ თაღის ქუსლები უშუალოდ კლდეს ეყრდნობა. იგი ქვის ბურჯებს არ შეიცავს. ამასთანავე მისი თაღი აბსოლუტური ნახევარწრეა. წყობა „კლასიკურია“, ანუ ყოველ „დიდ“ ტრაპეციულ ქვათლილს ენაცვლება ასევე ტრაპეციული „ვიწრო“ ქვათლილები. ამ ტიპის ხიდების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ასევე ყვირალას ხიდი, რომელიც იმერხევისა და ყვირალას წყლების შესართავიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია. მისთვის მდინარის კლდეთა სისტემით შევიწროებული ადგილი შეურჩევიათ. ეს ხიდიც მკვეთრად გამოხატული ნახევარწრიული ფორმისაა. მსგავსი ხიდები შავშეთ-იმერხევსა და კლარჯეთში ბევრია (ბერთა, თეთრიწყალი, არტანუჯის წყალზე არსებული ორი ხიდი და ა.შ.). განსაკუთრებით მრავლადაა ისტორიული აღმოსავლეთ ჭანეთის ტერიტორიაზე (იხ. მამულაძე, ყიფიანი, მშვილდაძე, 2012:63-90).ოთხცენტრიანი ხიდების საუკეთესო ნიმუშია ჩხალაზე არსებული მაკრეთის ხიდი, რომელიც მრავალი ნიშნითაა საყურადღებო. უზადოა მისი თაღის წყობა და ზედა სარტყელიც. აქ ხიდის სახე და კონსტრუქცია ორ განსხვავებულ რადიუსს ეფუძნება, რაც ორ ჰორიზონტალურ სამშენებლო ბაქანს თხოულობს, რაც დასტურდება კიდეც. მსგავსი კონსტრუქციის ხიდები მცირეა შავშეთ-კლარჯეთში, შედარებით მეტია ზღვისპირა ჭანეთ-ლაზეთში (მამულაძე, ყიფიანი, მშვილდაძე, 2012: 63-90; 2014:82-90).ორთაღიანი ხიდების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს ჩხალაზე არსებული ჭათის ხიდი წარმოადგენს. მისი თაღები ასევე ნახევარწრეს ეფუძნება. ორთაღოვანი ხიდები გვხვდება სხვაგანაც. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ჩხალას ხეობასა და იმერხევის წყალზე არსებული ხიდები. პირველი მათგანი შედარებით კარგადაა შემონახული. მათი თაღები ასევე ნახევარწრეს ეფუძნება. რაც შეეხება იმერხევის წყალზე არსებულ შერთულის ხიდს, მისი მარცხენა ნაწილი შედარებით კარგადაა დაცული, მარჯვენა კი _ ჩაშლილია. მსგავსი სამი ხიდი გვხდება ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეც (მამულაძე, ყიფიანი, მშვილდაძე, 2012: 63-90; 2014:82-90) ოტომანთა სახელმწიფო დროდადრო აღადგენდა (და ახლაც აღადგენს) ხიდებს, ამიტომ მათ დიდ ნაწილს პირველადი სახე დაკარგული აქვს, მოპირკეთებულია მისი ყოველი მხარე. მაგალითისათვის მოვიყვანთ ბეღლევანის წყლის სათავეში არსებულ ბოლო ხიდს. მისი ბურჯები უშუალოდ კლდეზეა დაფუძნებული (ისევე როგორც ყველა სხვა). ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი თაღის წყობაა; მართალია, ქვებს შორის ნაკერები დუღაბის თხელი ფენითაა შემტკიცებული, მაგრამ უამისოდაც კონსტრუქცია უაღრესად მყარია, რადგან ყოველი ქვის ტრაპეციულობა განსაზღვრულია მშენბლობისას სამშენებლო ჰორიზონტალური ბაქნის ცენტრიდან განსაზღვრული კუთხით. ამდენად ყოველ ფართე ტრაპეციულ ქვათლილს მოსდევს ვიწრო ქვა. იქმნება ერთგვარი „ფსევდოისოდომი“, რითაც და ყოველი ქვის მდგრადობა გარანტირებულია. ამასთანავე, ვიწრო ტრაპეციული ქვები ყოველი ლოკალური მონაკვეთისათვის წარმოადგენენ „აგრაფებს“.ეს კლასიკური წყობა, რომელიც ბეღლევანი II ხიდის მიხედვით დავახასიათეთ, ოტომანთა იმპერიის მიერ აგებულ მსგავს ხიდებში, ან მის მიერ რესტავრირებულში აღარ შეინიშნება და ქვათა მდგრადობა ძირითადად დუღაბზეა დანდობილი. არალიკის და ჭათის ხიდები ქლასკურის წყალზე და ჩხალას ხეობაში ანალოგიური სქემითა და კონსტრუქციით ყოფილა ნაგები, რაც დასტურდება ჩვენ მიერ ადრე გადაღებული ფოტოებით. ამჟამად ორივე ხიდი რესტავრირებულია, რაც ძირითადად მის მოპირკეთებაში გამოიხატა.ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობა მემკვიდრეობით რომაულ სამყაროს განეკუთვნება და ფაქტიურად, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე აგრძელებს არსებობას მე-20 საუკუნემდე. რომაელებმა ქვის თაღოვანი ხიდების სამშენებლო ტექნოლოგია ორი ათასი წლის წინ გააცნო სამყაროს (იხ. ადამ, 2008: 173-211, 257-280; ადამ, 2005 : 401-441; მაკდონალდ, 1982: 122-201; Архитектура… 1973:458-463;611-617). ქვის თაღოვანი კონსტრუქცია გამოიყენებოდა გრძელი ხიდებისა და მაღალი აქვედუკების მშენებლობის დროსაც. გარდა ამისა, მათ შეიმუშავეს და განავითარეს ისეთი სამშენებლო ტექნიკა, როგორიცაა რამოდენიმე სართულად თაღოვანი კონსტრუქციის დაშენება. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ რომაელები ფლობდნენ მაღალი ხიდებისა და აქვედუკების აგების ტექნიკას რამდენიმე ელემენტის ფორმირების საფუძველზე. ფაქტია, ამ ზომის კონსტრუქციების მშენებლობა მაღალი საინჟინრო გამოცდილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.მთავარი პრინციპი ხიდის აგებისას არის მტკიცე კონსტრუქციის შექმნა, რომელიც გაუძლებს დიდ სიმძიმეს. პატარა მდინარეებზე გადასასვლელი ხიდები ძირითადად იგებოდა ხის მასალით, ან ბრტყელი ქვებისაგან. ბრტყელი ქვით ნაგები ხიდი ყოველთვის ეყრდნობოდა ორ ურთიერთსაპირისპირო საყრდენს, იგივე ბურჯებს. ძირითადი პრობლემა, რაც ბურჯებიანი ხიდის აგებისას იქმნებოდა გახლდათ მალის ცენტრალური დატვირთვის საკითხი, რომელსაც უნდა გაეძლო დიდი სიმძიმისა და დაწოლისათვის. სწორედ ამიტომ დაიწყეს ტრაპეციული, დიდი და მცირე ზომის ქვებით თაღების ამოყვანა. ქვები ერთმანეთთან კირხსნარით მჭიდროდ იყვო შეკავშირებული. ამგვარი კონსტრუქცია სრულიად თავისუფლად და უსაფრთხოდ უძლებდა საკმაოდ დიდ დატვირთვას. რომაული ხიდის კონსტრუქციის საფუძველზე განახლდა შუა საუკუნეებსა და ახლაც რამდენიმე ხიდი. ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობა მხოლოდ ქვით არ ხორციელდებოდა. ეს მასალა საკმაოდ ძვირი იყო რომაულ პერიოდშიც. რომაელებს კარგად ჰქონდათ გააზრებული სიმტკიცის თვალსაზრისით რომელი მასალა უფრო ვარგისი იქნებოდა. სწორედ ამიტომ მიმართავდნენ მშენებლობისას კომბინირებულ მეთოდს, სადაც ძირითადად დომინირებდა ქვა. საგულდაგულოდ თლილი ქვები გამოიყენებოდა კონსტრუქციის გარე კედლების ფორმირებისას. ხრეში, სილა და ხორკლიანი (ზოგჯერ დამუშავებული) ქვა კი სივრცეების ამოსავსებად. თაღის ამოყვანის დროს იქმნებოდა ბურჯებს შორის სპეციალური ხის პლათფორმა. თაღის საბოლოო ფორმირება ხდებოდა ცენტრალურ ნაწილში ჩამკეტი ქვის ჩასმით. ხიდის დასრულების შემდეგ ხის კონსტრუქცია მთლიანად იხსნებოდა (მსგავსი ტექნოლოგიითაა ნაგები ისეთი მნიშვნელობის ძეგლი, როგორიცაა რომის კოლიზეუმი).სამხრეთ საქართველოში არსებული ქვის თაღოვანი ხიდების გავრცელების არეალს თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი ძირითადი ნაწილი სწორედ ისტორიული ტაო-კლარჯეთის, აჭარისა (იხ. მამულაძე, 2009:171-175; ვარშანიძე, 1979; Лисовски, 1887: 14.) და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა თავმოყრილი (იხ.მამულაძე, ყიფიანი, მშვილდაძე, 2012:63-90). აქ არსებული ხიდების მშენებლობის ხელოვნებაც და არქიტექტონიკაც თითქმის ერთნაირია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენთვის საინტერესო პუნქტებში არსებული ხიდების დიდი ნაწილის მშენებლობა ძირითადად IX-X სს-დან უნდა დაწყებულიყო. მათი დიდ უმრავლესობაც სწორედ იმ გზებზეა განლაგებული, რომელიც ისტორიული სამცხე-ჯავახეთისა და განსაკუთრებით კი შავშეთის, იმერხევის, არტანუჯის თუ ტაოს სხვადასხვა ცენტრებისაკენ მიემართებოდა. ასეთივე სიტუაცია შეინიშნება მეზობელი ლაზეთის ტერიტორიაზეც, სადაც ხოფის, იოლდერეს, კაპისრეს, სუნდურადერეს, ჩაღლაიანის (აბუს), ფორტუნას თუ სხვა ხეობებში ქვის თაღიანი ხიდები იმ გზებზეა განლაგებული, რომლებიც ზღვისპირა ზოლს აკავშირებდა ტაოკლარჯეთის სხვადასხვა ცენტრთან _ არტანუჯთან, ისპირთან… ვფიქრობთ, ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და სხვა მომიჯნავე რეგიონებში არსებული ხიდების უმრავლესობაც სწორედ ამ პერიოდში, IX-X სს-ში უნდა აშენებულიყო. ამის დასტურია წერილობითი წყაროები და არქიტექტურული მონაცემები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სწორედ IX-X საუკუნეებია ამ რეგიონში ინტენსიური მშენებლობის ხანა. თუმცა ხიდების აგება მოგვიანო პერიოდშიც არ შეჩერებულა.$3. კლარჯეთის ძველი გზებიაკად. ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა: გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თავის ისტორიულ წარსულში არასოდეს ისეთ ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოში არ მოქცეულა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა X-XII საუკუნეებში. არასოდეს ის ასეთს ინტენსიურ კულტურულ ურთიერთობაში არ ყოფილა ერთსა და იმავე დროს აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებთან, როგორც ეს იყო X-XII საუკუნეებში. ამდროინდელი საქართველო კულტურულ მსოფლიო ცენტრში იყო მოქცეული. გასაგებია, რომ ის ოთხივე მხრივ გზებით დაიქსელა (ბერძენიშვილი, 1966:11). კლარჯეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი, არტანუჯიც, განსაკუთრებით დაწინაურდა ტაო-კლარჯეთის სამთავროს შექმის დროს. მის შესახებ კონსტანტინე პორფიროგენეტი (912-959 წწ) წერდა: „არტანუჯის ციხე ძალიან მტკიცეა და აქვს დიდი „რაბათიც“ და დაბა-ქალაქიც; და იქ მოდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა და არმენიის და სირიის ყველა ქვეყნიდან; და ამ საქონლებიდან მას უამრავი ბაჟი შემოდის. არტანუჯის ციხის მიწა-წყალი, ე.ი. არზენი, დიდია და ნაყოფიერი და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“ (გეორგიკა, 1952:278-279). ამ გასაღებს ხიხანის, ციხისჯვარისა და აწყურის ციხეების ტერიტორიებთან ერთად საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აჭარის ერისთავთ-ერისთავები იოანე და გრიგოლ აბუსერისძეებიც ფლობდნენ (ქ.ცხ.1956:293,300,302). ბუნებრივია, კლარჯეთი ჩართულია ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. მომიჯნავე რეგიონებში არსებული ხიდების დიდი უმრავლესობაც სწორედ იმ გზებზეა განლაგებული, რომელიც არტანუჯისაკენ მიემართებოდა. ასეთივე სიტუაციაა ლაზეთის ტერიტორიაზეც. აქ არსებული ხიდების უმრავლესობაც სწორედ იმ გზებზეა განლაგებული, რომლებიც ზღვისპირა ზოლს ფორტუნას თუ ხოფას ხეობებით აკავშირებდა არტანუჯთან თუ სხვა რეგიონებთან. უფრო მეტიც, IX-X სს-ში თბილისი-ბიზანტიის გზამაც კი შეიცვალა მარშრუტი და გაძლიერდა ის ტრასა, რომელიც გაივლიდა არტანუჯზე და შავიზღვისპირეთს აკავშირებდა თბილისთან (ჭილაშვილი, 1970:83-84). გზის მიმართულების ასეთმა შეცვლამ ქალაქების ერთი რიგის დაცემა და მეორეს წამოწევა გამოიწვია. ერთმანეთზე მიყოლებით დაეცნენ წუნდა, ურბნისი, კასპი, სარკინე, მცხეთა და წინ წამოვიდნენ ახალი გზის ქალაქები _ ახალქალაქი, არტაანი, განახლდა სამშვილდე და სხვა (ჭილაშვილი, 1970:84). რამ გამოიწვია ეს? როგორც ლ. ჭილაშვილი შენიშნავს, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა. უმთავრესი კი ორია. ჯერ ერთი, მოისპო ზღვისპირეთის კულტურული ცენტრები. ისინი ვეღარ კვებავდნენ ძველ გზას, რომელსაც უკვე ლოკალური მნიშვნელობა ჰქონდა. რაც მთავარია, გზა თავისკენ მიიზიდა ტაო-კლარჯეთის ღონიერმა და მზარდმა პროვინციამ (ჭილაშვილი, 1970:84), რომელმაც IX-X საუკუნეებში საგრძნობლად გაასწრო კოლხეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პერიოდში, არამარტო სხვა ქვეყნებიდან, არამედ საქართველოში გამავალი გზების უმრავლესობაც სამხრეთით, ტაო-კლარჯეთისაკენ და, განსაკუთრებით, არტანუჯისაკენ იყურება. ვაჭრობის განვითარება მოითხოვდა როგორც შიგა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ,,ქართველთა სამეფოს’’ მესვეურთ და, როგორც ჩანს, დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების შესაკეთებლად, ახლის გასაყვანად, ხიდებისა და ფუნდუკ-ქარვასლების ასაშენებლად. აქვე მოკლედ შევეხებით იმ ზოგიერთ გზას, რომელიც კლარჯეთს აკავშირებდა შიდა თუ გარე სამყაროსთან.3.1. მაჭახლისწყლის ხეობაზე გამავალი გზა. ეს გზა მდ. ჭოროხის და მაჭახლის წყლების ხერთვისიდან იწყება. მაჭახლის წყლის ხეობაზე გამავალი გზა სწორედ აქ უერთდებოდა მდ. ჭოროხის გასწვრივ ზღვისპირეთისაკენ მიმავალ ცენტრალურ ტრასას. მდინარეების ხერთვისს და გზების შესაყარსა და, მეორეს მხრივ, გასაყარსაც, შესანიშნავად მეთვალყურეობდა გვარას ციხე. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაც სწორედ აქ გამავალი გზების გაკონტროლება უნდა ყოფილიყო (მამულაძე, 2009:171-184). მაჭახლისწყლის ხეობაში კლარჯეთისაკენ მიმავალი გზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია ჭოროხის აუზის ძველ გზათა სისტემაში. ამაზე ნათლად მიუთითებს ამ ტრასაზე არსებული 7 ქვის თაღოვანი ხიდის (მათ შორის 4 საქართველოს ტერიტორიაზე და 3 კიდევ თურქეთის საზღვრებში მოქცეულ მაჭახლის ხეობაში) არსებობა. ამავე გზაზე გვხვდება (გვარას და ჩხუტუნეთის) საფორტიფიკაციო ნაგებობანიც. გზა ჭოროხ-მაჭახლისწყლის ხერთვისიდან გაივლიდა შემდეგ ადგილებს: მაჭახლისპირი, სინდიეთი, გოშპარეთი, აღმართი, სკურდიდი, ხუმრიანი, გოგოძიები (ქვია იმ ადგილს, სადაც ცხემლარას ქვის თაღოვანი ხიდია), ბორგნალა, ნაქილისევი, ყალივაკე (აქ ჩხუტუნეთის ციხეა), ჩხავნარი, ნადუქნევი, საბანგუნა, ნაქალაქევი, ზედაიმერე, აბანო, ჩახრაკა, ჩამახის ღელე (აქაც ქვის თაღოვანი ხიდია), გაღმა _ ქოქოლეთი, სიკალეთი, კვერცხიკაკალო, ქვიტივი (აქ გადის თანამედროვე სახელმწიფო საზღვარი), გორგაძეთი, ხერთვისი, მინდიეთი, ზედვაკე. ხეობაში გამავალი გზებიდან ესაა მთავარი ტრასა, თუმცა მას ჰქონდა სხვა განშტოებებიც. მაგალითად, ქვედა ჩხუტუნეთიდან გზის ერთი ხაზი შეუხვევდა ზედა ჩხუტუნეთისაკენ, გაივლიდა ჩხერის წყალზე არსებულ დღემდე კარგად შენახულ ამავე სახელწოდების ქვის თაღოვან ხიდს და ცენტრალურ გზას უერთდებოდა გორგაძეებში. ასევე ხეობის ბოლო სოფელ ზედვაკედან ამ გზის ერთი ხაზი მაჭახლის ქედზე არსებული უღელტეხილით გადადის და უერთდება ქლასკურის ხეობაში გამავალ გზას. მეორე მაჭახლის, თეთრწყლის, დევსქელის, შუახევის, ბაგინის და სხვა იაილების გავლით მიემართება კარჩხლის მთების ჩრდილოეთ ფერდობებზე შეფენილი საზაფხულო საძოვრებისაკენ. აქედან კი გზები კარჩხალის მთებზე არსებული ზეკარებით სხვადასხვა მიმართულებით იქსაქსება, მათ შორის ერთ-ერთი კარჩხალას ხეობაშიც ჩადიოდა.3.2. ქემალფაშა-მაკრიალი-ჭოროხისპირი, სოფ. მარადიდი. ბეღლევანის წყალი საქართველოს საზღვრებს გადაღმა, ჭოროხის პირველი მარცხენა შენაკადია. გზა მაკრიალიდან მდ. ქოფრეჯუზე და შემდეგ გადაღმა, ბეღლევანის ხეობაზე გადიოდა. მაკრიალიდან პატარა მდ. ქოფრეჯუს აყოლებით (რომელზედაც ორი ქვის თაღოვანი ხიდი იყო. ამჟამად ორივე დანგრეულია) ადის ე.წ. ჯეფუკას სირთზე. შემდეგ ეშვება ბეღლევანის ხეობაში, გაივლის სოფლებს: ჩაის, ბეღლევანს (გურეშენს), მოლენას, გიდროვეთს, ჩაუშლუს და ჩადის მარადიდში. აქედან კი შეიძლება მგზავრი წასულიყო ჭოროხის აუზის ნებისმიერი რეგიონისაკენ. ქემალფაშადან (მაკრიალიდან) მეორე გზა ასევე ჯეფუკას სირთის და ჯანკურთანრანის გავლით ეშვება ჩხალას ხეობაში და ჩადის ბორჩხაში.3.3. ხოფა-ბორჩხა. ხოფადან ბორჩხისაკენ მიმავალი გზა გადის იოლდერე-ზუპიჯი-ჩავუშლუ-კოინჯულარი-ჯანკურთნარი (უღელტეხილი ზ.დ. 690 მ. ხოფიდან 19 კმ), შემდეგ ეშვება ჩხალას ხეობაში, გაივლის ფინარს-ჭათს-ჩხალას-დუზქოის-დემირჯილერს (ძვ.სახელწოდება მაკრეთი), მამანათს და ჩადის ბორჩხაში. ჩხალას ხეობით, ბორჩხის ხოფასთან დამაკავშირებელი გზით, თავის დროზე იმოგზაურა გ. ყაზბეგმაც. იგი შემდეგნაირად აღწერს ამ გზას: ,,სოფელ ბოჩხასთან ჭოროხს მარცხნიდან ერთვის მდ. ჩაირ-სუ, რომელიც ლივანასა და ლაზეთს შორის საზღვარს ქმნის. ამ მდინარის მარცხენა ნაპირზე გადის გზა, რომელსაც უახლოეს ზღვისპირა სოფელ ხოფამდე მივყავართ. გზა თანდათანობით, მაგრამ გამუდმებით იწევს ზემოთ, დაფერდება მცირეა, მწვერვალები კონუსისებურია და ტყითაა დაფარული. ამ ხეობას ჩხალა ჰქვია და იგი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული. ორი საათის სავალ გზაზე ჩვენ ოთხი სოფელი ვნახეთ. დასახლებული ადგილები მთების ფერდობების ძირას, ზედ წყალთანაა განლაგებული. 4 საათის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ სოფ. ჩათს, რომელიც ბორჩხიდან 16 ვერსითაა დაშორებული… ბორჩხის გზა სუფთა თიხაა. გზაც საძაგელი და თავისებურია. აქ არ არის დიდი აღმართ-დაღმართები, სამაგიეროდ ყველგან თიხაა, რომელიც ხშირი წვიმების შედეგად ცომად გადაქცეულა. ტალახის თავიდან ასაცილებლად მცხოვრებლებს დაუწყიათ გზების მოკირწყლვა, რისთვისაც დაუყრიათ რიყის კენჭები და დაუგიათ თიხოვანი ქვიშაქვის ფილები. ამის გამო მთელ გზაზე უნდა იარო უსასრულო ქვის კიბეზე, რომელსაც ვერ აუქცევ თუ გინდა არ ჩავარდე მწებავ ტალახში… ქედის უღელტეხილიდან ხოფამდე სამი საათის გზაა…“ (ყაზბეგი, 1995:123-124). ამ ტრასას აკონტროლებდა ჩხალას და მის მარცხენა შენაკად ბაშქოის შორის არსებული ქედის ხეობისაკენ წინ წაზიდულ ბორცვზე დაშენებული ორსართულიანი იჩკალეს ციხე-კოშკი. იგი პირდაპირ ზემოდან დასცქერის აქ გამავალ გზას.3.4. ჭოროხისპირი-ქლასკურის ხეობით მაჭახელი, საზაფხულო იალაღები,შავშეთ-იმერხევი. აქ არსებული სამივე ხიდი ჭოროხისპირიდან მაჭახლის ხეობის სათავეებისაკენ თუ საზაფხულო იალაღებისაკენ მიმავალ შედარებით მოკლე გზაზე იყო განლაგებული. მგზავრს ჭოროხ-ქლასკურის ხერთვისის მიდამოებიდან (სადაც გადიოდა ჭოროხის გასწვრივ ცენტრალური ტრასა), ქლასკურის ხეობით მაჭახლისაკენ თუ შეუხვევდა, უნდა გაევლო: ფლიქსინათი, ჯუხუმერე, ქუშანათი, წინწკალაშვილები, ნიშიეთი, მაყლიეთი, გვარამეთი, დუზმაალე, ჯალაბაშვილები, წიქვაური, შემდეგ მგზავრი ადიოდა მაჭახლის ქედზე, გადაივლიდა მას და ჩადიოდა ზედვაკეში. ამ გზის ძირითადი ხაზი მთის იალაღებისაკენ მიემართებოდა. აქედან გაივლიდა ბარდნალა ღელეს, ასევე მაჭახლის ღელეს და ავიდოდა ყარაგოლის ტბაზე. ტბიდან ქლასკურის მთამდე 7 კმ-ია. იაილიდან მთის უკან ვარკეთილში გადახვალ, სადაც დიდი ვაკეა და საძოვრებია. იქვეა ქლასკურელების დიდმთას და თეთრი წყლის იაილებიც. აქედან მაჭახელშიც შეიძლება ჩასვლა. ამ ხეობის იაილებიდან შეიძლებოდა დევსქელის იაილებში გადასვლაც. ეს მთათა სისტემა საკმაოდ საინტერესო ადგილია. აქ ქლასკურის, დევსქელის და მაჭახლის იაილები ერთმანეთს ებჯინებიან. აქედან ნაწილდება გზები სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის იმერხევ-შავშეთისაკენ. ამ ზონაში დევსქელელების და ქლასკურელების ცხრა იაილაა. ესენია: ზედა ქლასკური, ირსა, სინკოთი, ადაგული, ქვედა ქლასკური, თეთრიწყალი, დევსქელი, ბაგინთა, სანათი და პატინამთა. „სირთუკან“ კი მაჭახლელების იაილებია. მთლიანობაში ამ მთათა სისტემას აქაურები კარჩხალის მთებს ეძახიან. აქ გამავალი გზების მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ ჭოროხისპირში მდინარეთა ხერთვისში ხეობისაკენ წინ წაზიდული ქედის ყველაზე შემაღლებულ ბორცვზე დაშენებულია პატარა ზომის სათვალთვალო კოშკი, რომელიც ზემოდან გადაჰყურებს აქ გამავალ გზებს. ადგილობრივები მას „გარდაგადმომხედის“ ციხე-კოშკს ეძახიან.3.5. ჭოროხისპირი (ბორჩხა) _ დევსქელის ხეობის საზაფხულო იალაღები, შავშეთ-იმიერხევი. ჭოროხს მარჯვენა მხრიდან ბორჩხის მიდამოებში ერთვის დევსქელის წყალი. მასზე თავის დროზე აშენებული იყო სამი ქვის თაღოვანი ხიდი: ჯუხუმერეში, ტანახროში და უკანმერეში, რომელთაგან პირველი და მეორე ამჟამად დანგრეულია და მხოლოდ ბურჯებია შემორჩენილი. მესამეზე კი ზემოდან ახალი ბეტონის ხიდი გაუმართავთ. ხიდების სიმრავლე აქ გამავალი გზების მნიშვნელობაზე მიუთითებდა. ბორჩხა-ბანაკნა-სანათისი-კვინტაური-ბუღარეთი-შაქარეთიბაგინი-ქერცენია-ყურდითი-ჩერმუქი-სამზორეს გავლით მგზავრი ადის კარჩხალის მთების ჩრდილოეთ ფერდობებზე შეფენილ ბაგინის, ადაგულის, თეთრიწყალის, შუახევის, დევსქელის და ქლასკურის იაილებში. საკუთრივ დევსქელელების ძირითადი იაილა ბაგინის მთაა. იგი ზღვის დონიდან 2112 მ-ზეა. ბორჩხიდან აქამდე 40 კმ-ია. ამ იაილებიდანაც გზები სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა. ბაგინიდან შუახევის, დევსქელის და თეთრიწყლის იაილების გავლით გზა მაჭახელშიც ჩადიოდა. საკუთრივ ხეობაში გამავალ ცენტრალურ გზას ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით გამავალი განშტოებები. მათ შორის კარჩხალის მთებზე არსებული ზეკარებით შავშეთ-იმერხევისაკენაც.3.6. ჭოროხისპირი _ მურღული. მურღულის ხეობა ჭოროხის მარცხენა შენაკადია. Iგი ჭოროხს ბორხჩასთან ახლოს უერთდება. ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართული წარმოშობისაა. აქაურთა მეხსიერებაში დღემდეა შემორჩენილი, რომ მათი წინაპრები ძველად ხეობასა და ჭოროხის გაყოლებით არსებული გზებით ბათუმამდე ჩადიოდნენ. იქედან მოჰქონდათ სხვადასხვა საქონელი. ზამთარში პირუტყვიც კი ზღვისპირეთში არსებულ საძოვრებზე გადაჰყავდათ. აქაურ უხუცესებს განსაკუთრებული წარმოდგენა აქვთ ბათუმზე. ჩვენი წინაპრები იტყოდნენ: „ბათუმი რომ დეÁნგრეს, სტამბოლი ვერ აღადგენსო. შტამბოლი რომ დეÁნგრეს, ბათუმი აღადგენსო“. ერთი სიტყვით, აქაური უძველესი მოსახლეობისათვის ბათუმს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.აქაურთა გადმოცემით, ძველად ბორჩხიდან მურღულში ორი გზა ადიოდა. პირველი ბორჩხიდან გაივლიდა ჯივანიბოლოს, ქამელეთს, ერეგუნას ქვის თაღოვან ხიდს (რომელიც დღემდე კარგადაა შემონახული) და შედიოდა მურღულში. მეორე გზა ბორჩხიდან მურღულის წყალზე არსებულ მშრალი (ყურიქოფრუ) ქვის თაღოვანი ხიდით მდინარის მარჯვენა სანაპირო ზოლში მდებარე სოფ. ტრაპენში გადადიოდა, აქედან კი გაივლიდა სოფლებს: არხავს, ბობუკეთს, ხოსროლს, გაივლის ბუჯურს, ოზმალს, კორიდეთს და აქედან შედის მურღულში.ბორჩხა-მურღულის გზა, რომელიც მიუყვებოდა ხეობის მარცხენა მხარეს, მურღულთან ახლოს ბაშქოის ხევს გადაკვეთდა. აქაც ძველად იყო ქვის თაღოვანი ხიდი, რომელიც ამჟამად დანგრეულია.მურღულიდან გზები გადადიოდა არხავშიც (ძვ. არქაბი). მურღულიდან აუყვება ბაშქოის ხევს, გაივლის სოფ. ქურას, ჭილავრს, ლომიკეთს (აქ უერთდება ბაშქოÁს წყალს გოგლიეთის პატარა ხეობა), გრძელდება იმავე ხეობით გადმოღმა მხარის ბოლო სოფელ ბაშქოიმდე. აქედან კი ფოროსეთის გავლით გზა ადის ფარეხის უღელტეხილზე, დაეშვება არხავის წყლის ხეობისაკენ, გაივლის სოფლებს: ფოთოჯურს, ფილაკეთს, უჩირმაღს, სიდერეს, ყავახს და ჩადის არხავში.მურღულიდან კაპარჭეთის ხეობის გავლით გზა გადადიოდა პარხლის ხეობაშიც. ამ მიმართულებით მგზავრს სოფ. კაპარჭეთის შემდეგ უნდა გაევლო წალყა, სკურეჩა, ბუდიეთი, ეგრისი იაილა (აქაა უღელტეხილი), იქითა მხარეს დანელეთ იაილასი, გოჭიეთი, არჯევანი და ჩადიოდა პარხალში.ორივე გზას კარგად აკონტროლებდა მათ დასაწყისშივე მაღალ კლდოვან კონხცზე დაშენებული კაპარჭეთის ციხე-კოშკი, რომლის მცირე ნაშთებია მხოლოდ დღეს შემორჩენილი.3.7. ზღვისპირეთი (ბათუმი-გონიო) _ ბორჩხა. ზღვისპირეთიდან ტაო-კლარჯეთისაკენ ძირითადად ორი გზა მიდიოდა. ერთი მათგანი გონიოს მიდამოებიდან ჭოროხის მარცხენა სანაპირო ზოლს, ხოლო მეორე გზა ბათუმის გორის (ბენზე) ტერიტორიიდან ახალშენ-ხეყრუ, ჯოჭო, ერგეს გავლით მდინარის მარჯვენა მხარეს მიუყვებოდა. გონიოს ციხიდან გზა გაივლიდა ახალსოფელს, ჭარნალს, ომბოლოს, თხილნარს, მახოს (იქ სადაც ქვის თაღოვანი ხიდია), კილიეთს, ონტოფოს, სიმონეთმინდორს, კუმლუღს, მირვეთს (სადაც ასევე დღემდე კარგად შენახული ქვის თაღოვანი ხიდია), თეთრომელას, ქვედა მარადიდს (აქაც ქვის თაღოვანი ხიდი იყო, რომლის ბურჯებია დღემდე შემორჩენილი), აქედან გზა ადიოდა ზედა მარადიდში (ეს ტერიტორია დღეისათვის თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია). მახოს ქვის თაღიანი ხიდიდან მარადიდში მეორე გაცილებით მოკლე გზაც ადიოდა, კერძოდ, აქედან _ შეუხვევდა ზემოთ და გაივლიდა შემდეგ ადგილებს: დუსტალას, ბარდნალას, იარუმდუნიას, სამზიარს, ნასელავს, წითელმიწას, ბოსლიკარს, წიფლებს, ჩირდილას, გეზენს, ჯირეკნალს, ჩხანაფურას, საისეთს (საისრეთი? აქ უღელტეხილია), დელომერას წისქვილს, სანახშირეთს, კაპანყანებს (ქვედა მარადიდელების ტერიტორიაა), ფეთექხანას, ქეციქეთს, ძაბლავეთს და ჩადიოდა ქვედა მარადიდის ცენრტში. გზის პირველი ვარიანტი უმეტესად ჭოროხის მარცხენა სანაპირო ზოლს მიუყვებოდა. ზედა მარადიდამდე ამ გზაზე სამი ქვის თაღოვანი ხიდიცაა (მათ შორის ორი _ მახოსა და მირვეთის კარგადაა მოღწეული). რაც შეეხება მარცხენა სანაპიროზე გამავალი გზის მეორე ხაზს, იგი მახოს ხიდის მიდამოებიდან თანდათან ზემოთ იწევს და ქედის შუა ზოლს მიუყვება თითქმის. როგორც არქეოლოგიურმა დაზვერვებმა დაადასტურა, მთელ სიგრძეზე სწორედ ამ ზოლზეა დღემდე საკმაოდ კარგად შენახული ძველი ნასოფლარები და საცხოვრებელ ნაგებობათა საძირკვლების ნაშთები. ეს გზა პირველთან შედარებით გაცილებით მოკლეცაა. ამ ტრასაზე ასევე დღემდე კარგადაა შემორჩენილი ქვაფენილები თუ საფეხურები. მაგ. სოფ. სიმონეთში 35-40 მ. სიგრძისა და 2 მ. სიფართის ქვაფენილიანი საფეხურები, ასევე კულუღიდან ქეციქეთამდე გზის დასაწყისში 20 მ. სიგრძისა და 2 მ. სიფართის ქვაფენილი და სხვა. სავალი ნაწილის ქვების ზედაპირი გაცვეთილია. მარცხენა სანაპიროზე გამავალ ორივე გზას ჰქონდა თავისი განშტოებებიც, რომლებიც შიდა სამყაროს ცალკეულ სოფლებს აკავშირებდა ცენტრალურ ტრასასთან თუ ერთმანეთთან. გზის მეორე ხაზი, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთს აკავშირებდა ბათუმთან, იწყებოდა ძვ.წ. VII-VI სს ბათუმის გორის ნამოსახლარის (მდ. ყოროლისწყლის მარცხენა სანაპირო, თანამედროვე მენავთობეთა დასახლება) მიდამოებიდან. ამ გზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც კ. კოხი შენიშნავდა, ბათუმიდან საქონელი ქვეყნის სიღრმეში გააქვთ, თვით ყარსამდეც კი (კოხი, სპენსერი, 1981: 192). გზა აქედან შეივლიდა ახალშენს, ხეყრუს და ეშვებოდა ჯოჭოსწყლის ხეობაში, გაივლიდა სოფლებს ჯოჭოს, ერგეს და ჩადიოდა ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე. გზის ამ მონაკვეთზე ჯოჭოს წყალზე ორი ქვის თაღოვანი ხიდის ნანგრევებიცაა შემორჩენილი. ერგედან გზა ჭოროხისპირით აჭარისწყლამდე ადიოდა. შემდეგ იგი აჭარისწყალ-ჭოროხის ხერთვისში, აჭარისწყალზე არსებული ქვის თაღოვანი ხიდით, გადადიოდა ჭოროხის გაღმა სანაპიროზე (ამ ხიდის მხოლოდ ერთი ბურჯია დღემდე შემონახული). აქედან გზა სოფლების _ ქვემო ხერთვისისა და მაჭახლისპირის გავლით მიდიოდა მაჭახლისწყლისა და ჭოროხის ხერთვისამდე. აქ უერთდებოდა სწორედ ზღვისპირეთისაკენ მიმავალ ტრასას მაჭახლისწყლის ხეობაზე გამავალი გზაც. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ამ ადგილისა და გზების განსაკუთრებულობის მაჩვენებელია ის, რომ, ერთის მხრივ, გზების შესაყარსა და, მეორეს მხრივ, გასაყარს შესანიშნავად აკონტროლებდა გვარას ციხე (VI ს). იგი მდინარეთაშორისი სივრცის წინ წამოზიდული ქედის მაღალ კლდოვან ბორცვზეა დაშენებული.მაჭახლის ხეობაზე გამავალ ძველ გზაზე ცალკე გვაქვს საუბარი და აქ აღარ შევჩერდებით. რაც შეეხება ჭოროხისპირზე გამავალ ტრასას, იგი გვარას ციხის შემდეგ გაივლიდა შუშანეთს, კირნათს და შედიოდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ სოფელ ზემო მარადიდში. აქედან ცენტრალური გზა გაივლიდა ხინწკანას, ბაკოს, ხებას, შუბანს, კორტოხს, ზედუბანს, ბერძნევს, კინცხურეთს, კოძირს, ქლასკურის წყალზე არსებულ ,,პირდაპირ’’ ქვის თაღოვან ხიდს (ჭოროხის გასწვრივ გამავალი ამ გზიდან ერთი ხაზი ქლასკურის ხეობაში შეუხვევდა. ხიდი სწორედ ქლასკურისაკენ მიმავალი გზის დასაწყისშია) და ნაფაშვანის შემდეგ, შედის ბორჩხაში. ამ ტრასაზე სოფლებში, ხინწკანასა და ხებაში დღემდე კარგადაა შემონახული ასეულობით მეტრი ქვაფენილიანი გზის მონაკვეთები. გონიოდან მიმავალი გზაც, რომელიც მდ. ჭოროხის მარცხენა სანაპიროს მოუყვებოდა, ზედა მარადიდის შემდეგ გაივლიდა ბერძნევს, გადაკვეთდა ქვის თაღოვან ხიდს, გადადიოდა ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე და სოფ. ხებაში უერთდებოდა ბორჩხა-ართვინისკენ მიმავალ ცენტრალურ ტრასას. ხიდამდე ჭოროხს ბეღლევანისწყალი უერთდება. იგი ჭოროხის მარცხენა შენაკადია მარადიდს ზემოთ. ბეღლევანის ხეობაზე გადიოდა სწორედ უმოკლესი გზა ქემალფაშა-მაკრიალისაკენ. ამ მდინარეზე თავის დროზე 4 ხიდი იყო. ამჟამად ორი მათგანი, რომელიც სოფელ ჩაუშლუს მიდამოებში იყო, მარადიდჰესის დატბორვის ზონაში მოხდა, ხოლო ორი, საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი და შედარებით ზემოთ, ხეობის სიღრმეშია განლაგებული.3.8. ბორჩხა-ართვინი. ზღვისპირეთიდან ართვინისაკენ მიმავალი გზა ბორჩხიდან ჭოროხის ორივე ნაპირს მიუყვებოდა. გზა, რომელიც მდინარის მარცხენა მხარეზე გადიოდა, ბორჩხიდან მურღულის წყალზე არსებული მშრალი ხიდით (ყურიქოფრი) გადადიოდა სოფ. ტრაპენში. აქედან გაივლიდა სოფლებს: დამფალას, ორჯის, ავანას, თხილაზორს, ქართლას (||ქარტლა), ომანას, ურზუმას, ნაჯვიას და შედიოდა ართვინში.მეორე გზა ბოჩხიდან მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს მიუყვებოდა. გაივლიდა ადაგულს, კასიმეთს (ებრიკას მაჰალე, უბანი), ქათიბხანას (ძველად აქ თავს იყრიდნენ მგზავრები ცხენებით, ტვირთებით და ა.შ.), ასევე სიხბალის (ახლა ყანებია), ისრახანას (აქაც მგზავრთა დასასვენებელი იყო), გადავიდოდა ბეშავლში, შემდეგ მეთოღლი ჰაიდარას ხანას გაივლიდა და შედიოდა ართვინში. პირველი გზა სოფლების ბოლოებში გაივლიდა, მეორე კი _ სოფლებში. როგორც პირველ, ისე მეორე მარშრუტზე იყო ქვის თაღიანი ხიდები. მათი უმეტესობა დატბორვის ზონაში მოხდა ან დანგრეულია. ჯერჯერობით შემონახულია გევლის ქვის თაღიანი ხიდი.ორივე გზას შესანიშნავად აკონტროლებდა და ზემოდან დასცქეროდა კვარცხანას ცნობილი ციხე-სიმაგრე. საკუთრივ ართვინში შესულ გზებს კი მეთვალყურეობდა ართვინის ციხე (ტაბ. 25). ართვინი ამ გზებზე ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი იყო. კ.კოხი წერდა, ართვინი ბათუმიდან ჭოროხის გაყოლებით 16 საათის სავალზე მდებარეობს და საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქია. ეს ქალაქი თანდათან აყვავდა და შიდა ქვეყნის სავაჭრო ცენტრად იქცა (კოხი, სპენსერი, 1981:192,193). ართვინი მართლაცდა შავშეთ-იმერხევისაკენ, კლარჯეთისაკენ, კოლა-არტაანისა თუ ტაოსაკენ სამიმოსლო გზების ძირითადი ცენტრი იყო.3.9. ართვინი-არტანუჯი. ართვინიდან ძველი გზები სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა. მათ შორის ერთერთი უმთავრესი იყო ართვინი-არტანუჯის მიმართულება. ართვინიდან გზა ძირითადად მდ. ჭოროხის პირს მიუყვებოდა. იგი შავშეთის წყლის (ზოგჯერ მას ბერთის წყალსაც ეძახიან) და ჭოროხის ხერთვისიდან ეყოფოდა ტაოსაკენ მიმავალ გზას და ბერთის ხიდის გავლით შავშეთ-იმერხევისაკენ მიმავალ გზას მიყვებოდა შავშეთისა და არტანუჯის წყლების შესართავამდე. აქედან იგი არტანუჯის წყლის ხეობას შეუყვებოდა. გაივლიდა ამ მდინარეზე არსებულ ქვის ორ თაღოვან ხიდს, შეივლიდა ე. წ. არტანუჯის კლდოვან ვიწრობებს და შედიოდა არტანუჯში. შავი ზღვისპირეთიდან არტანუჯისაკენ მიმავალი გზა, ართვინის მონაკვეთიდან გაივლიდა შემდეგ პუნქტებს: კორძულს, ქოფრუბაშს, ლომაშენს, სუღიზარს, სოტიბარს, საჭინკას, ხარხანს (აქ ადრე ხანაც იყო), ჰანლარს, ბერთას ხიდს, შურმაკს, არეკლარს, ჯეჰენემდერეს, არტანუჯის წყლის კლდოვან ვიწრობებს (ახიზის ციხის საპირისპირო მარჯვენა მხარეს) და შედიოდა არტანუჯში. აქაურები ართვინი-არტანუჯის ძველ გზას „ხარიხანის“ გზასაც უწოდებენ.3.10. ართვინი-პარხლის ხეობა. ართვინიდან პარხალ-ტაო-ისპირ-ერზრუმისაკენ რამდენიმე გზა მიდიოდა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და კარგად გამართული ის ტრასა იყო, რომელიც ართვინიდან იწყებოდა, სარსისა და მელოს ხეობებით გადაივლიდა საიწვერის მთას, ბუდაზორისა და ხევისკარის ხეობებით ადიოდა ოგდემში, აქედან კი გადადიოდა პარხლის ხეობაში. ამ ტრასას მელოს, ჭიმჭიმის, იფქლიყანის, ხევისკარის და სხვა სოფლების მცხოვრებლები დიდ საქარავნო გზას უწოდებენ ახლაც. გადმოცემით, ამ გზას ბოლო პერიოდამდე იყენებდნენ აქაური მცხოვრებლები. მათივე გადმოცემით, ტაო-ისპირისაკენ ართვინიდან მიდიოდა სხვა გზებიც, მაგრამ ეს გზა ყველაზე მოკლე და შედარებით უსაფრთხო იყო. მას ართვინიდან მოკიდებული პარხლის ხეობამდე ექვსამდე ციხე იცავდა. ამ გზაზე ართვინიდან პარხლამდე სამი ხანაც (ქირეჩხანა, სირეთხანა, იფქლიყანა) იყო გამართული. იფქლიყანაში ხანისათვის განკუთვნილი ძველი ქვის ნაგებობის ნაშთები დღემდეა შემონახული. აქაურთა გადმოცემით, აქ „ხანაში“, „ხანაგაში“ მგზავრები ღამეს ათევდნენ, ისვენებდნენ და შემდეგ გზას აგრძელებდნენ. გზას დასაწყისშივე აკონტროლებდა ართვინის ცნობილი ციხე. აქედან გზა ადიოდა და გაივლიდა კავკასორს, სალეთს, ქირეჩხანას, სირეთხანას, ყურიქურუმს, დუბეიაილას, ნატაძრევს, ნაომარს, რუსიოლს, სარსი ხევს და ადიოდა მელოს ხევში. აქედან გზა ხეობის სათავეებისაკენ მიდის, გაივლიდა მელოს (იგივე სარიბუდაქყალე) ციხის ძირში, მდინარის მარცხენა სანაპიროთი ადიოდა საიწვერის ქედზე და შემდეგ ეშვებოდა ბუდაზორის წყლის ხეობაში. უღელტეხილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მდინარის მარცხენა მხარეს შემაღლებულ კლდოვან ბორცვზეა დაშენებული ბუდაზორის ციხე-კოშკიც. მისი ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო სწორედ აქ გამავალი გზის გაკონტროლება. ციხისძირიდან გზა ჩაივლიდა ჭიმჭიმს (ეს სოფელი იოანე ჭიმჭიმელის სამშობლო იყო), იფქლიყანას (სადაც „ხანა“, „ხანაგა“ იყო) და ჩადიოდა ხევისკარში. გაივლიდა ხევისკარის ციხისძირში, შეუყვებოდა მდ. ჭანჭახის (იგივე ხევისკარის) ხეობას, გაივლიდა კახლარს, ნიგზოვანს, დანალეთბოღაზს და ადიოდა ოგდემში. ოგდემი ამ გზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცენტრი იყო. აქედან გზა ქისკიმის (ახალი სახელწოდებაა ალანთაში) გავლით გადადიოდა პარხლის ხეობაში და გრძელდებოდა ისპირ-ერზრუმისაკენ. ამ გზას აქაურები რუსი იოლსაც უწოდებდნენ. პარხლის ხეობაში გადმოდიოდა გზა ზღვისპირეთიდანაც. იგი აბუს წყლის ხეობით ამოდიოდა პონტოს მთიანეთში და აქ არსებული უღელტეხილების გადმოკვეთის შემდეგ ეშვებოდა პარხლის ხეობაში.3.11. პარხლისწყლის ხეობა-ზღვისპირეთი. აქვე შევეხებით იმ გზასაც, რომელიც პარხლის ხეობას უმოკლესი გზით აკავშირებდა ზღვისპირა ჭანეთ-ლაზეთთან. ეს გზა აბუს (ჩაღლაიანის) ხეობაზე გადიოდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გ. ყაზბეგი, რომელიც თავისი სამთვიანი მოგზაურობის დროს ართვინში იმყოფებოდა, გადაწყვიტა მოენახულებინა ცნობილი პარხლის ეკლესია. აქაური კაიმაკამისაგან იგებს, რომ „პარხლისკენ საუკეთესო გზა შავიზღვიდან აბუს ხეობის გავლით მიდის“ (ყაზბეგი, 1995:113). მოგზაურმა თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ართვინიდან ჭოროხით ნავით იმოგზაურა ბორჩხამდე, შემდეგ ჩხალა-ხოფასწყლით დაეშვა ზღვის სანაპირო ზოლში. ხოფას, კისეს, პირონითის, არხავეს, სუმელას, ვიწეს გავლით მიაღწია მდ. აბუს შესართავამდე და აქედან წავიდა პარხლისაკენ. გ. ყაზბეგი საკმაოდ დეტალურად აღწერს ამ გზას. ამავე გზით იმოგზაურა ცნობილმა მეცნიერმა კოხმაც. ასე რომ, მდინარე აბუს ხეობაზე გამავალი გზა პარხლისაკენ და, ზოგადად, ტაოსაკენ ერთ-ერთ ძირითად კვანძს წარმოადგენდა ამ რეგიონის ზღვისპირეთთან დაკავშირების თვალსაზრისით. ამაზე მიუთითებს სწორედ აბუს ხეობაში დღემდე საკმაოდ კარგად შენახული ორი ქვის თაღოვანი ხიდის არსებობაც.იუსუფელისაკენ აბუს ხეობით მიმავალ მგზავრს ზღვისპირეთიდან უნდა გაევლო: ფინდიკლი-თათლისუ-ჩაღლაიანი (ძვ.აბუ)-ასლანდერე-ჩუქულითი-გურჯი დუზი (აქ ადრე იუსუფელიდან გადმოსული გურჯები ცხოვრობდნენ (ასლანდერედან აქამდე 17 კმ-ია)-ფარცხალარ იაილა (ჩაღლაიანის იაილა)-ჩათაქიაილა-ჩამლიქიაილა (რომელიც მთავარ ქედზე, ზედ უღელტეხილზე მდებარეობს. იგი მთა მარსისის ფერდობზეა, საიდანაც სათავეს იღებს მდ. აბუ (ჩაღლაიანი). ზღვის სანაპირო ზოლიდან აქამდე 28 კმ-ია (მარსისის მთა პონტოს ქედზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთაა). უღელტეხილიდან შეგიძლიათ კობაკის//ქობაის (ელიას) ან პარხლის ხეობით (რომელიც სათავეს იღებს მთა ალთი პარმაღთან. მთები აქ აღმართულია 6 თითის მსგავსად და სახელიც აქედან მოდისო) დაეშვა ქვემოთ. ელიას ხეობით იუქსელ ქობაქის (მაღალი ქობაქი), ბაღჯილარის (ქართ. ბალხი)-ყიშლას-დევთისაუს გავლით ჩახიდეთ პარხლისა და ელიას ხევის ხერთვისამდე. შემდეგ პარხლის ხეობით სარი გიოლის-კერევლათის-მახათეთის-ქისპორეთის და ვეჯნაქეთის გავლით ჩახვიდეთ იუსუფელში, საიდანაც შეგიძლიათ გზა გააგრძელოთ ტაო-კლარჯეთის სხვადსხვა მიმართულებით. პარხლისწყლით ხეობაზე გამავალ გზას შესანიშნავად აკონტროლებს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე (სოფ. ჭილათთან 3 კილომეტრში) უსახელო ციხე და იუსუფელთან ახლოს (4 კმ-ში) მაღალი კლდის ბორცვზე დაშენებული ბახჩილერის ციხე, რომელსაც მეორენაირად ქვის ბოლოთის ციხესაც ეძახიან. საკუთრივ იუსუფელიდან ან პარხლიდან მომავალ მგზავრს ზღვისპირეთისაკენ შეეძლო აერჩია მეორე გზაც, ფორტუნას ხეობით. მგზავრი გადაივლის კაჩკარის მთის შუა ადგილს, პონტოს ქედის ყველაზე მაღალი წერტილის ორ ვიწრო და მიუვალ მწვერვალს შორის. კაჩკარის მთის ძირას, დიდი სოფლების, ჩინგითისა და მარმანადის იაილებია. სწორედ აქ, პონტოს ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებაზე, სათავეს იღებს ლაზეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარის ფორტუნას სამი სათავე, რომლებიც (ფორტუნა, კაჩკარ-სუ და ბეიუქ-სუ) ქვემოთ ერთიანდებიან. ქვემოთ მიმავალი გზა იაილიდან კაჩკარას ხეობით უკეთესია და ჩადის სოფელ ხალაში. აქედან იიდერეს ხეობით ფორტუნას შესართავამდე სამი ქვის (ხალას, ნიკრონის, კავაკის) თაღოვანი ხიდია. შესართავის შემდეგ გზა ორად იყოფა: ერთი ტოტი ფორტუნას გაყოლებით მიდის არდაშენში, მეორე კი _ ვიჟას და ჩინგითის გავლით ათინაში. ფორტუნას ხეობა კი, თავის მხრივ, ის სივრცეა, სადაც უძველესი დროიდან გადიოდა სხვადასხვა რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები.3.12. კოლა-არტაანი-არტანუჯი. როგორც ზემოთაც აღინიშნა, გზა კოლა-არტაანიდან ბილბილანის (არსიანის), „ქვაყრილად წოდებულ“ (ვახუშტი, 1973:128, 132; ჯავახიშვილი, 1983:56) მთებზე არსებული ზეკარით არტანუჯისაკენ მიემართებოდა. არტაანი, როგორც ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, დიდი მაგისტრალების საკვანძო პუნქტი იყო (ბერძენიშვილი, 1966:91-92). აქ თავს იყრიდა გზები თითქმის ყველა მიმართულებიდან. ერთ-ერთი გზა სამცხიდან სამხრეთაღმოსავლეთით არტაანისაკენ მიდიოდა. ახალციხიდან ეს გზა ვალეზე გაივლიდა. ის ჯაყის წყლის (ფოცხოვის წყლის) ხეობით მიდიოდა. ამ მიმართულებით არსებული ციხეთა ნანგრევების სიმრავლე მიუთითებს გზის მიმართულებასაც და მნიშვნელობასაც. ამ გზაზე და, საერთოდ, რეგიონში არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების გარკვეულ ნაწილზე ინფორმაცია გამოქვეყნებული აქვთ ე. თაყაიშვილს (თაყაიშვილი, 1938), თ. ხუციშვილსა და მის ჯგუფს (ხუციშვილი, 2004) და ა.შ. ასევე თურქ მკვლევარებს (გუნდოგდუ, 2000; 2002; აბაბაი, 1987; კონუკჩუ, 1999 და სხვა). რამდენიმე ძეგლი იქნა შესწავლილი არტაანის მხარეში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის – „არტაანის“ ფარგლებშიც (მამულაძე, 2015). უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციხეები საგულდაგულოდ აკონტროლებენ არტაანისაკენ თუ არტაანიდან სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ გზებს.არტაანიდან გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრასა არტანუჯისაკენ და შემდეგ აქედან სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა. როგორც ზემოთაც აღინიშნა, IX-X საუკუნეებში „ბაგრატიონთა სახლი“ მეტად ხელსაყრელ პოლიტიკურ-გეოგრაფიულ პირობებში მოექცა და ქ. არტანუჯიც აღმოჩნდა ბიზანტიას, სომხეთს, ქართლსა და აფხაზეთს შორის გზაგასაყარად.არტაანიდან ძველი გზა გაივლიდა თანამედროვე სახელწოდების მქონე სოფლებს ქირმანს, ქონქს, იანლიჩანს, შადევანს, ჰასქოის და მიდიოდა ბაღდაშენთან. შადევანი „გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის“ მიხედვით საკმაოდ დიდი სოფელი ყოფილა. ამ დოკუმენტით აქ ამ დროისათვის 59 კომლი ცხოვრობდა (ჯიქია, 1958:509-510). გზის შევიწროება ხეობისაკენ ჰასქოიდან იწყება. ბაღდაშენში შემოდიოდა და უერთდებოდა ცენტრალურ ტრასას კოლადან-დორთქილისე-დედეშენ-სამზელექურეთ-კალეჯიკის, იენიქოის (აქაც ციხე-კოშკია) გავლით მომავალი გზა არტანუჯისაკენაც1. აქაურ მკვიდრთა გადმოცემით, ძველად ამ გზებით დადიოდნენ ვაჭრები არტაანიდან, კოლადან თუ სხვა მხარეებიდან. ამ გზას ისინი დიდ საქარავნო გზას უწოდებენ. არტანუჯისაკენ მიმავალი ყველა გზა ქინძოტამალის რაბათის ციხისძირში იყრის თავს. ეს სოფელიც, იმავე დავთრის მიხედვით, დიდი სოფელი ყოფილა. ამ დროისათვის აქ 45 კომლი ცხოვრობდა (ჯიქია, 1958:509). ამის შემდეგ გზა ურუმდერეს ხეობაში შედის. ბილბილანის (იგივე არსიანის) უღელტეხილიდან არტაანის მხარეს რამდენიმე პატარ-პატარა წყალგამყოფი ქედი (ტაბალის, ალაბალიქდერესი, ურუმდერესი, საჰარა) ეშვება. მათგან განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ურუმდერეს ხეობა. იყო ამ სახელწოდების სოფელიც. სოფ. ურუმი, აღნიშნავს ს. ჯიქია, ქინძოტამალთან ახლოს უნდა იყოს (ჯიქია, 1958:517). ჩვენი ექსპედიციის დროს დადასტურდა, რომ ქინძოტამალის ციხის ზემოთ ტერიტორიას აქაურები ურუმს ეძახიან. შესაბამისად, იმ ხეობას, რომელიც იწყება ბილბილანის მთების ფერდობებიდან, ჩაედინება ქინძოტამალის ციხისა და მისი ძველი ნასოფლარის ძირში და ჩადის სოფ. ბაღდაშენამდე, ურუმდერეს ხეობას უწოდებენ. აქ გადიოდა და გადის სწორედ კოლა-არტაანსა და არტანუჯსა თუ შავშეთს შორის დამაკავშირებელი როგორც ძველი, ისე თანამედროვე გზები. ურუმდერეს ქედის პარალელურად სხვა ქედების დიდი ნაწილიც ბილბილანის მთებიდან ქვემოთ თანდათან ეშვებიან და სოფ. შადევანის თავში ერთმანეთს უახლოვდებიან და ქმნიან ვიწრო ყელს. ამ ყელიდან ზემოთ და ქვემოთ არსებული სივრცეები შედარებით გაშლილია და მათი გაკონტროლებაც ძნელია. ქედებს შორისი სივრციდან ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ურუმდერეს ხეობა იყო. აქ ქედებს შორის დაცილება 200-300 მ. იქნება. სწორედ ქედებს შორისი გზების დასაწყისში, ყველაზე შევიწროებული მონაკვეთის სათვალთვალოდ აუშენებიათ ქინძოტამალის ციხე. იგი მდებარეობს ურუმდერეს ხეობის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შემაღლებულ ბორცვზე და ზემოდან დასცქერის აქ გამავალ გზებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქინძოტამალის ციხე არ იყო ერთადერთი ნაგებობა, რომელიც კეტავდა ამ სივრცეს. ურუმდერეს მარჯვენა წყალგამყოფ უსახელო ქედს, რომელიც ასევე ბილბილანის მთებიდან ეშვება ქვემოთ თანამედროვე სოფ. ბაღდაშენამდე, მთლიანად ტყითაა დაფარული. ქედის შუა მონაკვეთში, ქინძოტამალის ციხის გაღმა მდებარეობს მეორე ციხის ნანგრევები. მას ადგილობრივი მოსახლეობა ქულთექკალეს სახელით მოიხსენიებს. ციხე საშუალო ზომის ნაგებობა ჩანს, მისი ზედაპირი ტყითაა დაფარული. შემორჩენილია აქა-იქ საძირკვლის ნაშთები. მისი გეგმა არ იკითხება. ეს ნაგებობაც ქინძოტამალის ციხესთან ერთად გაღმა-გამოღმა შესანიშნავად აკონტროლებდა აქ გამავალ გზებს.ურუმდერეს ხეობის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე, ქინძოტამალის ციხის ზემოთ, თანამედროვე საავტომობილო გზიდან 100 მეტრში დასტურდება ადრეული პერიოდის მეგალითური კულტურის ნაგებობის ნაშთები, რომელიც არაა გამორიცხული მოგვიანებითაც ყოფილიყო გამოყენებული. მას ადგილობრივი მოსახლეობა „შეითან კალეს“ ეძახის. შემორჩენილი ნაშთებისა და ქვის ნაყარის მიხედვით ჩანს, რომ ნაგებობა საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. შედარებით კარგადაა შემონახული სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის საძირკვლის ნაშთები. დაცულია ორი, ზოგან სამი რიგი შედარებით კარგად დამუშავებული მოზრდილი ქვებისა. როგორც ჩანს, ეს ხეობა ადრეულ ეპოქებშიც (არაა გამორიცხული დაიაენის, დიაოხას არსებობის ხანაში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულის ბოლო, პირველი ათასწლეულის დასაწყისი) წარმოადგენდა არსიანის ქედის ორივე მხარის უძველეს ტომთა თუ ტომობრივ გაერთიანებათა დამაკავშირებელ ერთ-ერთ ძირითად არტერიას.და ბოლოს, ურუმდერეს ხეობა, რომ ძირითად არტერიას წარმოადგენდა არტაანის მხარესა და ისტორიულ კლარჯეთს შორის, ამას შესანიშნავად ადასტურებს ამ ხეობაში სოფ. ბაღდაშენიდან ბილბილანის მთების უღელტეხილამდე ოთხი ძველი ქვის თაღოვანი ხიდის არსებობა. ოთხივე მათგანი (ბილბილან ქოფრუ, ქილისენინ ქოფრუ, ქალვანინ ქოფრუ-მას მეორენაირად კალექოფრუსაც ეძახიან და ბაღდაშენქოფრუ) დანგრეულია. პირველი ორი მათგანის მხოლოდ ბურჯების ნაშთებიღაა შემორჩენილი. ოთხივე ხიდი უღელტეხილზე ამავალი გზისთვის იყო განკუთვნილი. ამ მთის შესახებ ვახუშტი წერდა: „არტანიდამ მოდრკების არსიანის მთა და წარვალს სამხრით ყარსის მთას. ამ არსიანის მთას უწოდებენ არტანს-ქვაყრილს, და კოლასყალნუმთას. ამ მთას აქუს აღმოსავლეთით კოლა-არტაანი, და დასავლით არტანუჯი და ფანასკერტი“ (ვახუშტი, 1973:668). მისივე თქმით არსიანის ანუ იგივე, ქვაყრილად წოდებულ მთაზე, „გარდავალს გზა არტანუჯს“ (ვახუშტი, 1973: 132) არტაანიდან ბაღდაშენამდე 30 კმ-ია. აქედან ხეობის ყელზე მდებარე ქინძოთის ციხემდე _ 3 კმ-ი, ბილბილანის იაილამდე კი _ 6-7 კილომეტრი. სულ არტაანიდან ბილბილანის იაილამდე 41 კმ. იაილიდან უღელტეხილამდე 3 კმ-ია. ე.ი. არტაანიდან უღელტეხილამდე _ 44. იგი ზღვის დონიდან 2581 მეტრზეა. საჰარის უღელტეხილიდან გზა ორად იყოფა. ერთი შავშეთისაკენ მიემართება, მეორე არტანუჯისაკენ. უღელტეხილიდან გზა არტანუჯისაკენ დაბლა ეშვება. პირველი ზემოდან ხევას იაილაა. მთების ამ ნაწილს ადგილობრივები ინჯეხახანის მთებსაც უწოდებენ. აქ ძირითადად თურქები და ჰემშილები ბინადრობენ. არიან ზღვისპირეთიდან (ხოფადან) ამოსული ლაზებიც. პირველი სოფელი, სადაც გზა ჩამოდიოდა გეჩითლიქოი იყო. ამიტომ აქაურები ხეობას, რომელიც ლონგოთხევის სახელწოდებითაა დღეს ცნობილი, გეჩითლიქოიხევსაც უწოდებენ. აქამდე არტანუჯიდან საკმაოდ კარგი, თანამედროვე გზაცაა მოყვანილი. უღელტეხილიდან 10 კმ-ია. ამ სოფლიდან გულეშენის (ძვ. გოლეშენ), ბულანექის (ლონგოთხევი), რაბათის, ლაკომარყალეს, ციხისძირის, მოეზინლერის (მეჩეგილ), ქარლის (დიეგარმუჩ) გავლით გზა ჩადის არტანუჯში. შწორედ არსიანის (იგივე ბილბილანის) მთებს გადმოღმა არტანუჯისაკენ მომავალ გზას აკონტროლებდა ლაკომარყალეს ციხე. ეს ციხე გადმოღმა მხარის შუა მონაკვეთშია. დასაწყისში, მთების ძირს კი ბულანუხთან მდებარე ომერკოჩის ციხე მეთვალყურეობდა. უღელტეხილიდან არტანუჯამდე 30 კმ-ია. მთლიანად არტაანიდან არტანუჯამდე მანძილი 74 კმ-ია. არტანუჯიდან არტანუჯისა და შავშეთისწყლის ხერთვისამდე კი _ 13 კმ. აქედან ართვინამდე _ 30 კმ. ართვინიდან ბორჩხამდე კი _ 29 კმ. მთლიანად მანძილი არტაანიდან ბორჩხამდე თანამედროვე ტრასით 139 კმ-ია.3.13. საჰარას უღელტეხილი-შავშეთი-არტანუჯი. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ბილბილანის (იგივე არსიანის, იგივე ყალნუ-ქვაყრილის) ქედის (ვახუშტი, 1973:137) საჰარის უღელტეხილის მონაკვეთიდან2 გზის მეორე ხაზი შავშეთისაკენ მიდის. უღელტეხილიდან (ზ.დ. 2400 მ.) გზა ქვემოთ ფერდობებზე ეშვება, ჩაივლის კუჭენის მთას, კუჭენს, მამანელისს და ჩადის შავშეთში.  უღელტეხილიდან შავშეთამდე 26 კმ-ია. სათლელიდან3 არტანუჯისაკენ მიმავალ გზას სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება აქვს და გადის ვაკე ადგილებში. გზაზე გვხვდება სოფლები: შინდობანი, ანკლია, ჩივთლუღი, მოქთა, კარსინი, კონტრომი, სამწყალი, გვარაშენი და ბაცა. ოდნავ გვერდით რჩება _ ანაკერტი და ანჩა. სოფელი მოქთა შავშეთის უკანასკნელი პუნქტია. შავშეთიდან არტანუჯისაკენ გადადიოდა მეორე გზაც, იგი გაივლიდა ჯარათს, კოთხევს, შინდობანს, ანკლიას, ჩივთლიქს, დარბოღაზს, ქოფრუქოის (ხიდი, სოფელი), უჩირმაღს (სამხევი), ჯევიზლს, ანჩას, ანჭკორას, ბიჯას და ჩადიოდა არტანუჯში. ამ გზებს უერთდებოდა ყველა ის გზა, რომლებიც აჭარისწყლის ხეობის ცალკეული ადგილებიდან (სხალთისწყლისა და მარეთისწყლის ხეობებიდან, ხიხანიდან, ბაკოდან, სარიჩაირიდან, ჩირუხიდან და ა.შ.) გადმოდიოდა იმერხევსა თუ შავშეთში და მიემართებოდა არტანუჯისაკენ (მამულაძე, 2014:41-97; მამულაძე, 2009:171-184).შენიშვნები1. აქაურები დღესაც კალეჯიკის, არტაანის ციხეებს და იენიქოის ციხე-კოშკს ძმებს უწოდებენ. გზა, რომელიც მოდიოდა კოლადან, უერთდებოდა არტაანიდან არტანუჯისაკენ მიმავალ ტრასას ბილბილანის მთების ძირში ქინძოტამალის ციხესთან. კოლადან მომავალ გზას კარგად კეტავდა როგორც იენიქოის ციხე-კოშკი, ისე კალეჯიკის ცნობილი ციხე. მეორეს მხრივ, არტაანიდან მიმავალ გზებს ნებისმიერი მიმართულებით და, მათ შორის, არტანუჯისაკენაც, დასაწყისშივე კეტავდა არტაანის ციხე. ფაქტიურად ეს სამი ციხე ქვემოთ და ურუმდერეს ხეობის ძირში ქინძოტამალის ციხე მის გვერდით მყოფი კიდევ ორი ციხის-ქულუქყალესა და ეშმაკის ციხესთან ერთად, საგულდაგულოდ აკონტროლებდა არტანუჯ-შავშეთისაკენ თუ ზღვისპირეთისაკენ მიმავალ თითქმის ყველა გზას.2. შავშეთ-არტანუჯისა და კოლა-არტაანის გამყოფი არსიანის ქედის ცალკეულ მონაკვეთებს აქაურები იღდირის, საჰარის, ალაჩამის სახელითაც მოიხსენიებენ.3. სათლეს ციხე, ერთადერთი ქართული ძეგლია მთლიანად ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, სადაც ბოლო წლებში განხორციელდა არქეოლოგიური გათხრები (შედეგების შესახებ იხ:იიტეკინ, 2012:437-448; იიტეკინ, 2013:270-280; იიტეკინ, 2014:59-72 და სხვა).

ტაბულები
ტაბ. I-IV -შარბიეთის ციხის ხედები

ტაბ. V-VII -კლარჯეთის ციხის ხედები

ტაბ. VIII-IX – ტანძოთის ციხის ხედები

ტაბ. X – ლაკომარყალეს ციხის ნაშთები

ტაბ. XI-XII – ხევისკარის ციხის ნანგრევები

ტაბ. XIII – ბუდაზორის ციხე-კოშკის და ხეობის ხედები

ტაბ. XIV- XIX – მელოს ციხის ხედები

ტაბ. XX – XXI – იჩკალეს ციხე-კოშკის ხედები

 ტაბ. XXII – გარდაგადმომხედის კოშკის ხედები

ტაბ. XXIII – არტანუჯის ციხის ხედები

ტაბ. XXIV – ახიზის ციხის ხედები 

 ტაბ. XXV – ართვინის ციხის ხედები

ტაბ. XXVI – ბეღლევანის I (გურეშენი) ხიდი

 ტაბ. XXVII – ბეღლევანის II (გურეშენი) ხიდი

 ტაბ. XXVIII – პირდაპირი ხიდი

ტაბ. XXIX – არაკლის ხიდი

 ტაბ. XXX – წიკვაურის ხიდი

 ტაბ. XXXI – ჭათის ხიდი

 ტაბ. XXXII – მაკრეთის ხიდი

https://umurgulia82.blogspot.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.