კობახიძე ითხოვს “თქვენობით” მიმართონ – “მერე მოგცემთ სიტყვას…”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ითხოვს, დეპუტატებმა თქვენობით მიმართონ. განცხადება ამის შესახებ კობახიძემ ეკა ბესელიასთან შელაპარაკების დროს გააკეთა:

“პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს. შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ სიტყვას” – მიმართა კობახიძემ ბესელიას.

მორიგი დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ კობახიძეს მიმართა: “ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ. ხომ ხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე ცოტა.” ამის შემდეგ კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გაუთიშა. ბესელია პარლამენტის თავმჯდომარისტრიბუნასთან მივიდა, კობახიძემ კი მანდატური გამოიძახა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.