კობახიძე პოროშენკოს ხვდება – განიხილება თუ არა სააკაშვილის ექსტრადირება?

საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით კიევშიიმყოფება, დღეს უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა ირაკლი კობახიძესა და პეტრო პოროშენკოს შორის, ადგილობრივი დროით 12 საათზეა ჩანიშნული.

კიევში კობახიძე უკვე შეხვდა მის უკრაინელ კოლეგას – ანდრეი პარუბისა და ქვეყნის პრემიერმინისტრს, ვლადიმერ გროისმანს.

ოფიციალური განცხადებით უკრაინაში გამართული აუდიენციების დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა არ განიხილება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს კომპეტენტურ ორგანოებში გასარკვევი საკითხია და არ აპირებს არცერთ შეხვედრაზე სააკაშვილზე ყურადღების გამახვილებას.

უკრაინულ მედიაში კი ამბობენ, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი საკვანძო თემაა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე. ანალოგიურად ფიქრობენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც”.

„არ გამოვრიცხავთ, რომ კობახიძის და ასევე, უმრავლესობის წევრების ვიზიტი განიხილება უკრაინაში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით და ზოგადად, უკვე ნამდვილად მოკლებულია ყოველგვარ რეალობას, როდესაც ორი ქვეყნის მთელი ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია უკრაინის და საქართველოს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.