“კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი უფრო მეტ სამხედრო საფრთხეებს შეიცავს, ვიდრე ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო სარგებელს” – ექსპერტები

“კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი საქართველოსთვის უფრო მეტ სამხედრო საფრთხეებს შეიცავს, ვიდრე ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო სარგებელს-” ახალი პროექტის მოსალოდნელი რისკების შესახებ მწვავე განცხადებები უკვე მეორე დღეა კეთდება.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ჩქაროსნული მაგისტრალი რუსული გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

„მთელი არსი და ლობირება რუსეთის ამ პროექტის მდგომარეობას იმაში, რომ არა მხოლოდ სავაჭრო კომერციული მიმართულება იყოს მისთვის იოლი, არამედ იყოს ასევე სამხედრო სტრატეგიული. ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. არ არსებობს პოლიტიკური ნება ხელისუფლების, რომ რამე ფორმით რუსეთის ინტერესს შეეწინააღმდეგოს და აუხსნას საქართველოს მოქალაქეებს, რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს იმ ფონზე, როდესაც ანაკლიის პორტი იქნება ეს თუ დასავლეთის მიმართულება დღესაც დაუსრულებელია,“-განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ვანო მაჭავარიანმა.

პროექტში რუსულ ინტერესს ხედავს ოპოზიციაც. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით მაგისტრალის პროექტი წლის ბოლომდე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.