კოკოითს არ სჯერა, რომ საქართველო რევანშზე წავა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რუსულ სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას არ სჯერა, რომ საქართველო რევანშზე წავა. “მე არ მჯერა, მე არ მინდა ომი არც ოსი, არც აფხაზი და არც ქართველი ხალხისათვის. არსებობს რეალობა, რომელსაც უნდა შეეგუო. საქართველომ თავისი მარცხი უნდა აღიაროს, და ტყუილად აქვთ იმედი, რომ მათი ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით შეძლებენ ჩვენი სახელმწიფოების განვითარებას საქართველოს მხარეს. დიახ, ჩვენ მზად ვართ კეთილ მეზობლობისათვის და მეტი არაფერისათვის.”-აცხადებს კოკოითი. რუსულ მედიასთან ედუარდ კოკოითიმ არ გამორიცხა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა, განაცხადა, რომ ის თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.