კომერსანტის შეკითხვა მმართველ პარტიას: რატომ ვერ შეასრულეთ თქვენი დაპირება „წყალი ყველა ოჯახს, როცა 630 ათასი მოქალაქე სასმელი წყალის გარეშეა დარჩენილი

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო დაპირება „წყალი ყველა ოჯახში“ ამ დრომდე ვერ შეასრულა. 21-ე საუკუნის საქართველოში 630 ათასი მოქალაქეს წყალი საერთოდ არ აქვს, უფრო მეტი კი 24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემის წინაშეა.

რატომ ვერ შეძლო ექვსწლიანი მმართველობის პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ წყლისპრობლემის მოგვარება?

მიზეზებზე არავინ საუბრობს, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ  პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც აღიარებს:

„საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, 630 ათას ადამიანზე მეტი გვყავს ცენტრალური წყალმომარაგების და კიდევ უფრო მეტი – 24-საათიანი წყალმომარაგების გარეშე. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან.“

წყალმომარაგების სისტემების განვითარებისთვის

2013-17 წლებში დაიხარჯა 200 მილიონი ლარი

2018  წელს გამოყოფილია 230 მილიონ ლარი

2019-2020  წლებში განსაზღვრულია – 600 მილიონ ლარის დახარჯვა.

და როგორც თავად მინისტრი აცხადებს:  „ესაა დიდი ინვესტიცია და მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ“

საქართველოს რეალობიდან გამომდინარეასევე მნიშვნელოვანიავინ იქნება ეფექტზეპასუხისმგებელი?

რეგიონებში წყლის სისტემას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მართავს თბილისის, მცხეთის, რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, რეგიონებში კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

კომპანიას მისიაში უწერია, რომ  მოსახლეობას  სასმელ წყალს უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიაწვდის და ამ სისტემის მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოება.

ფაქტია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მსოფლიო სტანდარტებს ვერ მიუახლოვდა, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა საზოგადოებას თავი სკანდალური სასამართლო პროცესებით და კორუფციული სქემებით დაამახსოვრა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად თანამდებობას ტოვებდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტიც.

2012-2018 წლებში ინფრასტრუქტურის  6  მინისტრი და წყალმომარაგების კომპანიის 5 დირექტორი შეიცვალა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორები 2012-2018 წლებში

• არჩილ ცაბუტაშვილი

• ვლადიმერ ლაზარიშვილი

• ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი

• გიორგი კობერიძე

• ეკატერინე გალდავა

ყველაზე სკანდალურად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობა 2014 წელს არჩილ ცაბუტაშვილმა დატოვა. ამ დროს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას დავით შავლიაშვილი იკავებდა.  ორივე პერსონას ოპოზიციური პარტიები ღარიბაშვილი- ჯანყარაშვილის კლანის წევრად მოიაზრებდა.

წყალმომარაგების კომპანიის მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი არჩილ ცაბუტაშვილს კორუფციული სქემების  შექმნაში დღემდე ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცაბუტაშვილი მას თანხების გადარიცხვას აიძულებდა და ამ მექანიზმის გამოყენებით 2 მილიონი ლარი კონკრეტულ ანგარიშებზე გადარიცხა.

არჩილ ცაბუტაშვილი ამ  საქმეზე პროკურატურამ და სასამართლომ მხოლოდ ორჯერ დაკითხა.

რატომ დატოვეს კომპანიის დანარჩენმა  ხელმძღვანელებმა თანამდებობები რეალური მიზეზები ოფიციალურად არც ერთხელ დასახელებულა. არაოფიციალურად კი მათი წასვლა არჩილ ცაბუტაშვილის ისტორიისაგან დიდად არ განსხვავდება.

რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება რა ხდება წყალმომარაგების კომპანიაში?

რა თქმა უნდა, ამ ხნის მანძილზე წყალმომარაგება საქართველოს ბევრ სოფელში ნამდვილად მოგვარდა, ზოგან სრულად, ზოგან ნაწილობრივ, ზოგან როგორც ამბობენ, ახალ მილებში ტალახიანი წყალი მოდის და სასმელად მაინც ვერ იყენებენ, ზოგან ისევ გრაფიკს ელიან, მაგრამ არის სოფლები, სადაც 21 საუკუნეში საპროტესტო აქციებს აწყობენ და საარსებოდ და სასიცოცხლოდ აუცილებელ სასმელ წყალს ითხოვენ:

მარტო წელს წყლის პრობლემების გამო საპროტესტო აქციები გამართეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, სიღნაღი – სოფელი ზემო ბოდბე, სიღნაღი- სოფელ ანაგა, მარნეული -სოფელ ქვემო სარალი, სოფელი წილკანი, ბორჯომი -სოფელ მზეთამზე, გურჯაანი -ველისციხე (როგორც ამბობენ, გურჯაანის სოფლების 80%-ს სასმელი წყლის პრობლემა აქვს) და ა.შ.

ნინო ნატროშვილი

commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.