კომერციულმა ბანკებმა 2017 წელს ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 205,6 მლნ ლარის მოგება მიიღეს

2017 წელს ლარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მერყევი ვალუტა იყო. შარშან მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე გაუფასურდა და გამყარდა.

ლარის ასეთი ცვალებადობა ბუნებრივია, ნეგატიურად მოქმედებდა ბიზნესზე, ფაქტით უკმაყოფილო იყო მოსახლეობაც და ისინი ეროვნულ ბანკს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ. ანალიტიკოსები კი მიიჩნევდნენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მხოლოდ საბანკო სისტემა რჩებოდა მოგებული.

საბანკო სისტემა რომ ლარის გაუფასურებიდან საკმაოდ დიდი მოგებას იღებს, ამაზე ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. კერძოდ, კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ბანკებმა 2017 წელს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 206 674 869 ლარის მოგება მიიღეს.

 2017 წლის 3 კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა 157 632 053 ლარი შეადგინა. შედეგად, გამოდის, რომ მხოლოდ მეოთხე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 49 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც 31,1%-ით მეტია წინა კვარტალის მონაცემთან შედარებით.

კომერციული ბანკების TOP-ხუთეული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ. მონაცემები მოიცავს 2017 წელს.

1 — „თიბისი ბანკი“ — 80 384 176 ლარი

2— „საქართველოს ბანკი“ — 74 969 554 ლარი

3 — „ვითიბი ბანკი“ — 16 131 272 ლარი

4— „პროკრედიტ ბანკი“ — 9 847 475 ლარი

5— „ტერა ბანკი“ — 6 934 863 ლარი

BFM.GE, BPN.GE

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.