“კომპანიამ მარტო გაზი გაიყვანოს და გადაუხდელობის გამო ჩაჭრას, საკმარისი არაა” – ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

“პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება, როგორც კერძო კომპანიას, ასევე დაზარალებულებსა და სახელმწიფოს, კანონების არარსებობის კუთხით. პრობლემა ყველაფერშია, იქნება ეს მოქალაქეების დამოკიდებულება, ქვეყნის სოციალური მდგომარეობა, კერძო კომპანიის არასათანადო ჩართულობა, თვითმმართველობის უყურადრებობა თუ ინფრასტრუქტურის გაუმართაობა”, – აცხადებს პრაიმტაიმთან საუბარში ექსპერტი გია ჭაღიაშვილი.

“კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი სიცოცხლე ხელშეხებელია, მთავრობას იმისთვის ვირჩევთ, რომ სათანადო ყურადღება მოგვაქციოს, ხელისუფლებამ თავის დროზე, არასათანადო ხელშეკრულება გააფორმა ყაზტრანსგაზთან. არ ხდება კონტროლი, როგორ მონტაჟდება გამათბობელი, რითი მონტაჟდება. მარტო გაზი გაიყვანოს და გადაუხდელობის  გამო ჩაჭრას, საკმარისი არაა, კომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი, როგორც უსაფრთხო მიწოდებაზე, ასევე სისტემატურ კონტროლზე, საუბარია გარე მიწოდებაზეც და საცოხვრისებში არსებულ მდგომარეობაზეც.  ეს მიმდინარე ხელშეკრულებაში გაწერილი არაა, შეთანხმება კომპანიასან ზედაპირულია.  სახელმწიფომ კი შუამავლის როლი უნდა შეასრულოს კომპანიასა და მოქალაქეს შორის, უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაწერს უსაფრთხოების ნორმებს და გააცნობს მოქალაქეებს.  ცივილურ სამყაროში, ეს რეგულაციები მკაფიოდაა გაწერილი. შეგვილია რომელიმე მოდელი გადმოვიღოთ, მთავარია არსებობდეს პოლიტიკური ნება”, – აცხადებს გია ჭაღიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.