კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი შექმნა

მფრინავი ტაქსი

მფრინავი ტაქსი

ფოტო: Volocopter

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა პირველი მფრინავი ტაქსი შექმნა, რომელსაც სინგაპურში 2019 წლის მე-4 კვარტალში დაგეგმილ გამოფენაზე წარადგენს, ამის შესახებ techcult-ი წერს.  

მფრინავი ტაქსის ბორტზე ორი ადამიანი მოთავსდება და მანქანა საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს. ერთჯერადი დამუხტვის შედეგად მფრინავ ტაქსის 35 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. 

გამოცემის ცნობით, კომპანიაში აცხადებენ, რომ VoloCity მოდიფიცირებულ კოფტერებში ყველაზე საიმედოა. ამიტომ არსებობს რეალური შანსი, რომ ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყოს. ამ მფრინავი ტაქსის ცაზე დანახვა სავარაუდოდ 2020 წელს იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.