კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ “დიდი შვიდეულის” სამიტზე რუსეთის მოწვევის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია “დიდი შვიდეულის“ სამიტებზე რუსეთის მიწვევას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ ჯერსის შტატის დემოკრატი კონგრესმენის, ალბიო საირესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საირესი რეზოლუციის თანაავტორია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი შვიდეულის სამიტებში რუსეთის მონაწილეობის პირობა მის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების პატივისცემა წარმოადგენს.

“როდესაც რუსეთი უკრაინაში მისი აგრესიული ქმედებებისთვის 2014 წელს “დიდი რვიანიდან“ გარიცხეს, დარჩენილმა შვიდმა ქვეყანამ შეათანხმა პირობები, რომლებიც უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ რუსეთს მომავალ სამიტებში მონაწილეობის ნება დართონ. რუსეთს ამ პირობებიდან არცერთი შეუსრულებია, ხოლო უკრაინაში კიდევ უფრო დიდი აგრესიის გამოვლენა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, დემოკრატიის ხელყოფა დაიწყო“, – განაცხადა კონგრესმენმა საირესმა.

აღნიშნული რეზოლუცია კონგრესში 2019 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომავალი დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევის სურვილის შესახებ განაცხადა.

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.