“კონკურენციის სააგენტო პურის ფასის გაძვირების მიზეზებს 8 თვის შემდეგაც ვერ ასახელებს” – ხალხის დააჩაღების და ბიუჯეტის შევსების ხელისუფლების “ოცნებური” მეთოდი?

კონკურენციის სააგენტო პურის ფასის გაძვირების მიზეზებს 8 თვის შემდეგაც ვერ ასახელებს – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიცია დასკვნის დროულად მიღებას ითხოვს

access_time2019-07-17 11:00:24

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ქვეყნის მტრები ვართ თუ არა, კარგი ხალხი ვართ თუ ცუდი, — აცხადებს “კომერსანტთან“ საუბარში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა, რომელიც თითქმის მე-8 თვეა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დასკვნას ელოდება.

ხადურის უწყება ნახევარწელზე მეტია პურის ფასის გაძვირების მიზეზებს სწავლობს.

რატომ გაჭიანურდა თავის დროზე პრმეიერ — მინისტრის მიერ დაანონსებული საკითხის მოკვლევა უცნობია, თუმცა შეგახსენებთ მამუკა ბახტაძე ამ თემით პირადად დაინტერესდა და ნოდარ ხადურის უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა:

მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ.

ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 10 დეკემბერს გააკეთა.

რვა თვის შემდეგ პურისა და ხორბლის მწარმოებლები ისევ სააგენტოს დასკვნის მოლოდინში არიან. მათთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პროდუქტის გაძვირების რეალური ფასი, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია იყოს. თავად მწარმოებლები კი პურის  ფასის გაძვირებას სხვა არგუმენტებით ხსნიან:

„მოუთმენლად ველოდებით კონკურენციის სააგენტოს დასკვნას, რამ გამოიწვია პურის ფასის ზრდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ქვეყნის მტრები ვართ თუ არა, კარგი ხალხი ვართ თუ ცუდი… ეს იმიტომ, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ გაჩნდა კითხვები, შესაძლოა ბაზარზე იყოს არაჯანსაღი კონკურენცია და შესაძლოა ჩვენი საქმიანობიდან გამომიდინარე გაძვირდა პროდუქტი. ამ მოსაზრებას ჩვენ არ ვეთანხმებით, ამიტომ იმედია უახოლეს მომავალში შუალედური შედეგები მაინც დაიდება და სიმართლე გაირკვევა“,– განმარტავს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

პურის ფასის ზრდას ლევან სილაგავა სხვა მიზეზებით ხსნის. კერძოდ, წარმოება პირდაპირ მიბმულია მსოფლიო ბაზარს და  ადგილობრივ ბაზარზე მცირე რესურსია. ასევე მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდა თავის დროზე გარდამავალი მარაგების კრიტიკული ზღვარი, სამანქანო გადაზიდვები და ბაზრის დივერსიფიცირების პრობლემა.

„როდესაც ბახტაძემ განცხადება გააკეთა, მაშინ გარდამავალი მარაგები იყო კრიტიკულ ზღვარზე. ფასის 190-დან 240 აშშ. დოლარამდე აწევამ კი მყისიერად გამოიწვია ფასის ზრდა ჯერ ფქვილზე, შემდეგ პურზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 3 წელია ხორბლის მთლიანი მომარაგების თითქმის 60 % გადავიდა სამანქანო გზაზე, რამაც მკვეთრად შეამცირა რკინიგზითა და გემით დატვირთვის რაოდენობა. მესამე პრობლემაა ის, რომ უმეტესად მიბმული ვართ რუსეთის ბაზარს და ბაზრის დივერსიფიცრება აუცილებელია. ყველაფერმა ერთად გააძვირა პროდუქტი, მაგრამ ეჭვები რომ აღარ არსებობდეს, რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტოს პასუხი არის მნიშვნელოვანი“.

უცნობია, რატომ გაჭიანურდა ბაზრის შესწავლის პროცესი და ამ დრომდე რატომ ვერ მოახერხა ნოდარ ხადურის უწყებამ ყველა კითხვისთვის პასუხი გაეცა.

„კომერსანტი“ უწყებას დაუკავშირდა და როგორც განგვიცხადეს, ამ ეტაპზე კვლავ მონიტორიგნის პროცესი მიმდინარეობს.  შედეგები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

ლევან სილაგავა მონიტორინგის პროცესის გაჭიანურებას კონკრეტული გარმეობით ხსნის:

„სააგენტოს აქვს ორი ფუნქცია – მას შეუძლია დაიწყოს საკითხის კვლევა ან მონიტორინგი. პირველის შემთხვევაში აუცილებელია უწყებას კონკრეტულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა მიმართოს. ასეთ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო ერთი თვის განმავლობაში იწყებს კვლევას და აქვს გონივრული ვადა დასკვნის დასადებად.  რადგან პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ სიტყვიერად დაავალა სააგენტოს საკითხის მოკვლევა, ამიტომ დაიწყო მონიტორიგი, ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი უწყება ვადებში არ არის შეზღუდული. შესაბამისად, აიხსნება პროცესის გაჭიანურებაც, მაგრამ პარალელურად  ჩვენ ვართ ბიზნესი, რომელისთვისაც მნიშვნელოვანია ოპერატიულად გაეცეს ყველა კითხვას პასუხი“.

შეგახსენებთ, გასული წლის 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს არასამართლიან კონკურენციასთან. 

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge/ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.