კონსულის ინფორმაციით, გერმანიიდან ქართველების დეპორტაცია 21 მარტს კიდევ იგეგმება

„65 მოქალაქე იყო დეპორტირებული არა მარტო გერმანიიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ ამ რეისზე, მათ შორის ისლანდიიდან,“- ამის შესახებფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა. იოსებ ჩხიკვიშვილი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებსაც გერმანიის მთავრობამ თავშესაფარზე უარი უთხრა. გენერალური კონსულის ინფორმაციით, გერმანიიდან ქართველების დეპორტაცია 21 მარტს კიდევ იგეგმება. იოსებ ჩხიკვიშვილის თქმით, მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა.
 
„ამ კუთხით არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ მოუმართავს. მეორე რეისს ყოველთვის დაჰყვება უცხოეთის აპარატის წარმომადგენელი, რომ გერმანიის მთავრობამ მას უარი უთხრას თავშესაფარზე, ეს საკითხიც აქტუალურია და დეპორტაციას ექვემდებარება. ხდება იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ აქ თავშესაფარზე,“- განაცხადა იოსებ ჩხიკვიშვილმა.  
 
შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი ქვეყნიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს. ოფიციალური მიზეზი გერმანიასა და საქართველოს შორის შემდგარი შეთანხმებაა, რომელიც სავიზო რეჟიმის დამრღვევი ქართველების ქვეყანაში დეპორტაციას გულისხმობს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.