კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი მოსმენების კანონზე: “მთავარი ის კი არ არის ვინ უსმენს, მთავარი არის რამდენად კანონიერად უსმენს” (ვიდეო)

მოსმენების კანონის ის ვარიანტი რომელიც დღეს შემუთავაზებულია, ალაგებს სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურას , ხოლო ეს სტუქტურა მოქცეული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ის არის დამოუკიდებელი „სიპი“.

საზოგადოების წარმომადგენლისთვის ძალიან რთულია დაინახოს რასთან გვაქვს საქმე.

შემოთავაზებული კანონის განხორციელება მოიტანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასე ვთქვად ინფორმაციის სრულ მობილიზებას.  მოსმენების კანონს აქვს  როგორც დადებით ისე უარყოფით ფაქტორები.

დადებითი ფაქტორი არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარისხობრივი მუშაობა გაიზრდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ ანგაჟირებას, მთავარი ის კი არ არის ვინ უსმენს, მთავარი არის რამდენად კანონიერად უსმენს.

უარყოფითი ფაქტორი არის ის, რომ დავუშვად ამ სამსახურში ხორციელდება უკანონო მოსმენა, ვის შეეძლება ამ დანაშაულის გამოძიება ?  როგორც ვიცით ამ მოსმენების სამსახურს არ აქვს თავისი გენერალური ინსპექცია, ის მიბმულია პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე. ეს არის ნათელი პასუხი იმ კითხვაზე არის თუ არა ეს დამოუკიდებელი „სიპი“.

ხოლო გენისპექციების მიმართულებით ბევრი რამ არ იქნა გაკეთებული არც წინა ხელისუფლების მიერ არც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან.

უკანონო მოსმენების არ დაშვება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ყველა მიმართულების გენერალურ ინსპექცია იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა და დაემორჩილება საპარლამენტო კონტროლს. მაშინ იქნება შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ უკანონო მოსმენები და სხვა სამოხელეო დანაშაული.

იხილეთ სრული ვერსია:

კოტე (კონსტანტინე) ფორჩხიძე – სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი

 

მასალების გამოქვეყნების პირობები

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.