კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი: “ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს აჩენს ავტორიტარიზმის”

– დღევანდელი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხოთ. რას ნიშნავს, რა სარგებელს მოუტანს მაგალითად დღევანდელი სუსის, კონტრდაზვერვის და დაზვერვის გაერთიანება ქვეყანას? რატომ არის მნიშვნელოვანი მათი გაერთიანება ან პირიქით რა სააფრთხებს შექმნის ის?

-შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით და იცით ჩემი მოსაზრებები. სად იქნება, რომელი კრიშის ქვეშ იქნება სტრუქტურა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის კონტროლი და მაკონტროლებელი მექანიზმები სტრუქტურების. რაც ფაქტობრივად ნიშნავს გამჭვირვალობას ამ სტრუქტურების და მათზე საზოგადოებრივი კონტროლის არსებობას. ამის გარეშე ისინი იქცევიან ჩვეულებრივ ავტონომიურ ჩაკეტილ უწყებებად და ჩაკეტილი უწყებები რა საშიშროებებს წარმოადგენს ჩვენ არაერთხველ გვინახავს, ფაქტობრივად დავბრუნდებით იმ წრეზე რა წრეზეც ვიყავით დაახლობით 90-იანი წლების შუიდან ვარდების რევოლუციამდე და ვარდების რევოლუციიდან შემდგომ პერიოდამდე. როგორც სპეც სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, თვალში მომხვდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაზვერვის სამსახურის შეყვანა ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, რომ გამიჩინა კაკებეს ასოცირება. დღეს არცერთ პროდასავლურ ქვეყანაში და არცერთ ნატოს ქვეყნებში არ არის ეს ორი სტრუქტურა თავმოყრილი ერთად.

-ვის აწყობს ამის გაკეთება და რატომ?

ამით დაზვერვის სამსახურის ხარისხი იქნება აბსოლუტურად დაკნინებული, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთ ბიუჯეტში მოქცევა არ წაადგება ქვეყანას. დავუბრუნდები იმ თემას, რომ არცერთ დასავლურ ქვეყანაში ეს ესე არ არის, მაგალითად: ბრიტანეთის მი5 და მი6, ამერიკის CSI და FBI, ისრაელის შიმბეტი და მოსადი. დღევანდელი ცვლილებები მაგონებს, რომ ვიღაცას აქვს წარმოდგენა ან წაუკითხავს, რომ მივდივართ ქვეყნის მართვის ისრაელის მოდელისკენ, ამ შემთხვევაში ეს არის ნახევრად განხორციელებული ცვლილება, იმიტომ რომ ამ სიტუაციაში უშიშროების საბჭოს გაუქმება, ფაქტობრივად სტრატეგიებისა და რისკების განმსაზღვრელი სტრუქტურა არ გვეყოლება, ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ქვეყნის პირველ პირებს შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეთ ოპერატიული ვითარების შესახებ. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ცალკეული სტრუქტურები შეისწავლიან ქვეყანაში არსებულ ოპერატიულ ვითარებას, ხოლო ეს ინფორმაცია იყრის თავს უშიშროების საბჭოზე, სადაც განისაზღვრება შესაბამისი სტრაატეგია, როგორ უნდა ავიცილოთ ეს საფრთხეები.

-ეს ხომ არ არის გაუზარებელი ცვლილებები ?

გაუზარებელი არა, ჩვენ შეიძლება გააზრებული ვუწოდოთ რესტრუქტურიზაციის კუთხით, მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძლება ფინანსური კუთხით დადებითი ეფექტი გამოიღოს თუმცა პერატიული კუთხით პირიქით აქამდე არსებული პრობლემები უფრო გააღრმავა.

-რამდენად ხედავთ ამ გაერთიანებაში ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხეს ?

რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმის საფრთხე არსებობს, რადგან კონტროლი თუ მარტო პარლამენტში დაბარება იქნება, სადაც მინისტრი ან მივა ან არა, ეს სერიოზულ საფრთხეს აჩენს ავტორიტარიზმის, მე ადრეც ვისაუბრე გენისპექციების გაძლიერებაზე და ამ აზრის მნიშვნელობა თანდათან იმატებს. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ მთავრობას სურდა რეფორმის სწორი გატარება უნდა დაემატებინათ ორი დამატებითი ღონისძიება, პირველი, უნდა მოხდეს ყველა სტრუქტურიდან გენისპექციის გამოტანა და უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურად, რომელიც იქნება საპარლამენტო კონტროლის ქვეშ, მეორე, სტრუქტურებს უნდა ჰქონდეთ ზედნაშენი, ვგულისხმობ ძალოვანი უწყებების კომიტეტი, პატარა აპარატით, რომელიც ჩაანაცვლებდა უშიშროების საბჭოს და ეყოლებოდა სპიკერი პრემირ მინისტრის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში.

ასევე უნდა ავღნიშნოთ კიდევ ერთი ცვლილება კრიზისების მართვის კუთხით, რომელიც არის იგივე „მჩს“ , რომელსაც არ გააჩნია არანაირი ანალიტიკური დანიშნულება და ქვეყნისთვის კიდევ ერთი წნეხია. ხოლო ეს სამსახური გახდა თავშესაფარი მაღალი თანამდებობიდან წასული პირებისთვის, ერთგვარი საპენსიო ფონდი, რითაც კიდევ იგივე შეცდომას ვუშვებთ და წრეზე დავდივართ.

 

კოტე (კონსტანტინე) ფორჩხიძე – სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი

 

მასალების გამოქვეყნების პირობები

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.