“კორცხელის საქმეზე” ბრლდებულებს ხულიგნობის მუხლი ცემის მუხლით გადაუკვალიფიცირდათ

ე.წ. “კორცხელის საქმეზე” 5 ბრალდებულის განაჩენი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. კერძოდ, ყველა მათგანს ხულიგნობის მუხლი, გადაუკვალიფიცირდა ცემის მუხლით.

რაც შეეხება სასჯელს, გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა შეეფარდა, გიორგი გიგაურს 4000, ნოშრევან წურწუმია 5000, კობა ტყეშელაშვილს 6000 ლარის. ვლადიმერ გეგეშიძეს კი, რომელსაც ბრალად რამდენიმე პირის მიმართ ძალადობის განხორციელება ედება, ჯარიმის სახით 7000 ლარის გადახდა მოუწევს.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”” ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.