კრამერი მოუწოდებს თბილისს, მოსკოვს უფრო აქტიური და საჯარო პასუხი გასცეს

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დევიდ კრამერი მოუწოდებს თბილისს, მოსკოვს იმაზე უფრო აქტიური და საჯარო პასუხი გასცეს, ვიდრე ვიხილეთ. 

ამის შესახებ კრამერი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. 

“მოქმედი ხელისუფლების კრიტიკოსები მას მოსკოვის მიმართ ზედმეტად რბილი პოლიტიკის ქონაში ადანაშაულებენ. ამ პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითად კი ივნისში, საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი [გავრილოვის სიტყვით გამოსვლა] სახელდება. ვფიქრობ პუტინისთვის ასეთი ხელსაყრელი პოლიტიკის გატარება, სასიკეთოდ არ იმუშავებს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის და ესეც დამაჯერებელი რომ იყოს, საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი მოკავშირეები უნდა უმაგრებდნენ ზურგს. ეს [პასუხი] არ უნდა იყოს სამხედრო ფორმის, მაგრამ ისეთი სანქციების მოთხოვნას, როგორიც რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის დაუწესდა, შეიძლება ჰქონდეს ეფექტური შედეგი. ასე რომ, მე მოვუწოდებდი თბილისს იმაზე უფრო აქტიური და საჯარო პასუხისკენ, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.