კრემლი ოფიციალური თბილისისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს – კრემლის ნაძირლობას არ აქვს საზღვარი!

კრემლი საქართველოს ხელისუფლებისგან რუსი დეპუტატების  ”ესოდენ არამეგობრული მიღების გამო” ბოდიშის მოხდას მოითხოვს. 

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტთან მოქმედი “ადამიანის უფლებათა საბჭოს” წევრმა ალექსანდრე ბროდმა გააკეთა. 

«ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ამისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. ვიმედოვნებ, საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოში ვითარება დასტაბილიზდება. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსკენ ფრენების აკრძალვის შესახებ, ეს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობითაა ნაკარნახევი” – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სამი დღეა სატროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეთა აღშფოთება საქარველოს საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.