კრისტიან ურსე: ევროსაბჭოს ასამბლეის მომხსენებლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემას

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას ეხმაურება.

„ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. ამასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე მტკიცედ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას მომდევნო არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა.

ამ ინიციატივის ძალაში შესასვლელად საჭიროა ყველა საპარლამენტო აქტორის ჩართულობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სათანადო უმრავლესობამ მიიღოს.

ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას იმისათვის, რომ გამართონ დისკუსიები და მოლაპარაკებები ყველა ტექნიკურ ასპექტზე, რაც აღნიშნულ ცვლილებებს მოჰყვება, საპარლამენტო ასამბლეისა და OSCE/ODIHR საარჩევნო სადამკვირვებლო ანგარიშების დასკვნების გათვალისწინებით. ეს საქართველოში პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“. – ნათქვამია განცხადებაში.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.