კუკავა: საქართველოს ხელისუფლებას თან გეობა უნდათ, თან ილია მეორეს გვერდში ყოფნა

“თან გეობა უნდათ, თან ილია მეორეს გვერდში დგომა უნდათ.”,-ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ “აიპრესთან” განაცხადა.

“არასერიოზული სასამართლოს და გენერალური პროკურატურის ქმედებები, უნდა გათვალონ თავიდან. შუა გზაზე ფიქრობენ. არაპროფესიონალიზმის პრობლემაა საქართველოს ხელისუფლებაში.

თუ არ შეგიძლია ამ მელიას დაჭერა, გაანებე რა თავი საერთოდ. თუ იჭერ, მაშინ გადი ბოლომდე. თან იჭერენ თან არ იჭერენ, ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა. თან უნდათ, თან არ უნდათ NATO-ში, თან უნდათ, თან არ უნდათ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, თან არ უნდათ. თან გეობა უნდათ. თან ილია მეორეს გვერდში დგომა უნდათ. ეს არის ორ სკამზე ჯდომის ცუდი თვისება. ბოლოს და ბოლოს უნდა აირჩიონ, არიან საქართველოს მთავრობაა თუ, ამ გრანტი ჭამიების ტაშის დამკვრელები” – განაცხადა კახა კუკავამ.

პ.ს “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა P.S.-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2 მა” ბოდიში მოიხადა. ყოველივე ამას დაერთო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსთავი ორის შენობის წინ მიმდინარეობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო რომ, პოლიცია უზრუნველოყოფდა რუსთავი 2-ის თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.