კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში ქართულმა პროდუქციამ მთავარი ჯილდო მიიღო

აზერბაიჯანში „კულინარიის საერთაშორისო ფესტივალში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას Commersant -ი ავრცელებს.

ფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა,რომლებმაც საკუთარი სტენდი წარმოადგინეს, მათ შორის იყო ქართული სტენდიც. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული მურაბებით და მშრალი ხილით იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე გამოფენილ პროდუქციას 15 კაციანი საერთაშორისო ჟიური აფასებდა. მთავარი ჯილდო – ოქროს გრანპრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დამზადებულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა.

ჟიურის მოწონება მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ დამზადებულმა მოცვის და კაკლის მურაბებმაც დაიმსახურა.

„კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი“ აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ასოციაციის მხარდაჭერით აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: