კულტურის მოღვაწეები პუტინს ღია წერილით მიმართავენ

კულტურის ქართველი მოღვაწეები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ავრცელებს:

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ბატონ ვლადიმირ პუტინს

თბილისი / 11.03.2018

საქართველოს კულტურის პალატისა და საქართველოს კულტურის სფეროს მოღვაწეთა ღია წერილი

 ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.

 ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება.

 ხელს ვაწერთ: ლია მიქაძე, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ასმათ ტყაბლაძე, თეიმურაზ გვალია, დავით ოქიტაშვილი. ხელმოწერები გრძელდება”.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.