„კურსზე სტრესებს, გამოწვევებს შინაურს და საგარეოს პატარა საქართველომ დიდი ხანია, რაც გაუძლო” – ვოლსკი ლარის კურსზე საუბრობს

ეროვნული ბანკის განცხადებას ლარის კურსთან დაკავშირებით იზიარებს მმართველი გუნდი.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეროვნულ ვალუტაზე საგარეო ფაქტორებთან ერთად უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემო და მოსახლეობის ნეგატიური მოლოდინები.

ეროვნულმა ბანკმა გუშინ საჯარო პირებსა და ექსპერტებს ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო პროგნოზების გაკეთებისგან თავის შეკავება თხოვა. მისივე განმარტებით, კურსის მერყეობა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება.

„კურსზე სტრესებს, გამოწვევებს შინაურს და საგარეოს პატარა საქართველომ დიდი ხანია, რაც გაუძლო. ვფიქრობ, რომ ეს სტაბილურობა შესანარჩუნებელია, მაგრამ მძიმე მდგომარეობა ვფიქრობ დროებითია“-ამბობს გია ვოლსკი.

ოპოზიცია კი ლარის ვარდნის მთავარ მიზეზად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.