კურტ ვოლკერი: რუსეთის G8-ში დაბრუნების ერთ-ერთი პირობა ყირიმიდან გასვლაა – რატომ გაქრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისო ასპარეზიდან?

უკრაინის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ რუსეთის “დიდი რვიანის” ფორმატში დაბრუნების ერთ-ერთი პირობა ყირიმის ნახევარკუნძულიდან გასვლაა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ Прямой-სთან ინტერვიუში განაცხადა.

”2014 წელს რუსეთი G8– დან ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს. მსურს ვნახო ეს უკან როგორ ბრუნდება. თუ დავინახავთ, რომ რუსეთი ყირიმს ტოვებს, ეს განახლებული თანამშრომლობისთვის შესანიშნავი შესაძლებლობები გახდება”,-განაცხადა ვოლკერმა.

თუმცა, აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვერ ივარაუდებს, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში.

27 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის G7- ში დაბრუნებისთვის მუშაობს, როგორც ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს.

უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის “დიდი რვიანის” ფორმატში ხელმეორედ დაბრუნებისთვის  პირობები დაასახელა. უკრაინის ლიდერის თქმით, მოსკოვმა ყირიმი უნდა დატოვოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს.

უკრაინის პრეზიდენტის გუნდმა ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც  ყირიმის “რეინტეგრაციის”, ასევე თვითგამოცხადებული თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შესახებ სტრატეგიას შეიმუშავებს.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.