ლავროვი: „თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს, რუსეთის სანქციები გადაიხედება“ – ლავროვის ღია დავალება ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”?

“ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა.

“არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც თავიანთი ქმედებებით საკუთარ ქვეყანას აყენებენ.

ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების კეთილდღეობის მიზნით, ოფიციალურ თბილისთან მეგობრობა და თანამშრომლობა სურთ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ “საფრთხეებს” აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.