ლარი გაუფასურებას განაგრძობს – როგორია ექსპერტთა შეფასებები

ლარი ფასს კარგავს. ეროვნული ვალუტა ბოლო ერთ დღეში კიდევ ერთი თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, ხვალისთვის დოლარის ღირებულება ორი ლარით და თითქმის 49 თეთრით განისაზღვრა.

მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია სავალუტო პუნქტებში. ყოველდღიური დევალვაციის ფონზე ბიზნესმენების ნაწილი კურსის ვარდნის ნეგატიურ ფაქტორებზე საუბრობს.კერძო სექტორს ბიზნესის დაგეგმვის პრობლემა აწუხებს. 

შექმნილ ვითარებაში ექსპერტების ნაწილი სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდას აანონსებს. 

სპეციალისტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებული აქცენტი ინვესტიციების მოზიდვასა და საბიუჯეტო ხარჯების მკაცრ კონტროლზე კეთდება. პროგნოზები არაერთგვაროვანია პოლიტიკურ სპექტრშიც. 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.