ლარი გაუფასურებას განაგრძობს – 1 აშშ დოლარი 2.5887 ლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი რეკორდულ მინიმუმზეა. პარასკევს, დღის ბოლოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.5887 ლარზე დაფიქსირდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7474 ლარად იქნება შესაძლებელი მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0313 ლარი შეადგინა.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კურსი გაცილებით მაღალია.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.