ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება – პრემიერი კითხვებს არ პასუხობს და დუმილს არჩევს

ეროვნული ვლუტის გაუფასურებასთან დაკავშრებით დასმულ კითხვებს არ პასუხობს პრემიერ მინისტრი. დასმულ კითხვაზე მამუკა ბახტაძემ დუმილი არჩია. ფინანსთა სამინისტროში განმარტება კეთდება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოქმედი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა უფასურდებოდეს. კითხვაზე, ხომ არ დაიხარჯა წინასარჩევნოდ დიდი ფული, რამაც ეროვნული ვალუტის ვარდნა გამოიწვია. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ბიუჯეტს იმაზე მეტი ხარჯი არ გაუწევია, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება – კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.79 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ვალუტის ისტორიული მინიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2.78 ლარი იყო.

უცნობია განახორციელებს თუ არა ეროვნული ბანკი ვარდნის შესაჩერებლად რაიმე სახის ინტერვენციას. ახალ კურსს კი მთავარი საფინანსო უწყება 17:00 საათისთვის დაადგენს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.