ლაშა გოცირიძე: პარლამენტი იღებს ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მხოლოდ კონტრაბანდას გაზრდის – დაჭრილი თამბაქო და უფილტრო სიგარეტი ძვირდება

„ჯანდაცვის სამინისტროს ურჩვენია, მხოლოდ  გადასახადების გაზრდაზე იზრუნოს და ამ გზით  მოხმარების შემცირება გამოიწვიოს. თუმცა ამას აქვს დიდი უარყოფითი ეფეტი, ესაა კონტრაბანდის  წახალისება. სახელმწიფომ არ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ცალმხრივი გადაწყვეტილება, მოხმარებას მთლიანდ ვერ მოკლავ, გამორიცხულია და ამავე დროს მნიშვველოვნად ავითარებ კონტრაბანულ ბაზარს,   ეს ნიშნავს ორმაგ ზიანს,“ – ასე აფასებს ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე გასახვევ თამბაქოზე აქციზის გადასახადის დაწესებას.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დაჭრილ (გასახვევ) თამბაქოზე აქციზის გადასახადი დაწესდება. ამასთან, ძვირდება აქციზი უფილტრო სიგარეტზეც. შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

ახალი კანონპროექტით, 1 კგ გასახვევი თუთუნი 60 ლარით დაიბეგრება. ამასთან, უფილტრო სიგარეტზე გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტს გაუტოლდება.

„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აისახოს თამბაქოს ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები პროდუქციის მოხმარებასა და რეალიზაციაზე, ლაშა გოცირიძე პასუხობს, რომ აქციზების დაწესება გასახვევ თუთუნზე და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ღირებულების გაზრდა, მომხმარებლებს არავითარ სხვა ალტერნატივას არ უტოვებს გარდა იმისა, რომ კონტრაბანდის გზით შემოიტანოს,  როგორც უფილტრო სიგარეტი ასევე გასახვევი თუთუნი, რაც, მისივე აზრით, სახელმწიფოსთვის მილიონით ზარალის მომტანი იქნება.

„როცა მხოლოდ ფილტრიან სიგარეტზე მოხდა აქციზის გაზრდა მოსახლეობამ მიიღო ბუნებრივი გადაწყვეტილება – ნაწილი გადაერთო მოსახვევ სიგარეტზე, ანუ თუთუნზე, ხოლო ნაწილმა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დაიწყო კონრტაბანდული პროდუქციის მომხმარება. მას შემდეგ,  რაც მოსახვევ თუთუნზე და უფილტრო სიგარეტზე გაიზრდება გადასახადი,  შედეგი დადგება ზუსტად იგივე,  ერთადერთი ალტერნატივა არის კონტრაბანდა, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაუჭირდება საბაჟო პოლიციას ამ დანაშაულთან ბრძოლა. რაც უფრო მეტი იქება განსხვავება ჩვენსა დ მეზობელი ქვეყნების თამბაქოს ფასებს შორის, მით უფრო მძიმე იქნება შედეგი და მით უფრო დიდი კონტრაბანდის ნაკადი შემოვა. ადრე თუ იყო მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტის კონტრაბააბნდა ახლა გაჩნდება თუთუნის და უფილტროს კონტრაბანდა.

დღეს აიკოს ტიპის ელექტრონული სიგარეტებიც საქართველოში იბეგრება ძალიან მაღალი განაკვეთით,  ჩვენთან ისინი ლეგალურად საერთოდ არ შემოდის. თუმცა,  ძალიან ბევრი, მათ შორის  პარლამენტის წევრებიც ეწევიან აიკოს, ეწევიან კონტრაბანდულ პროდუქციას იმიტომ, რომ არათანაბარზომიერად მაღალი გადასახადითაა დაბეგრილი.

თუ ჯანდაცვაზე ზრუნავს სახელმწიფო,  მაშინ რატომ არის თუთუნზე გადასახადი 60 ლარი და რატომ არ გახადეს 600 ლარი. რატომ არის ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ღირებულეება 1,9  და რატომ არ არის – 19 ლარი. გავხადოთ 10 ჯერ ბევრი, თუ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით.  ეს კეთდება იმიტომ,  რომ იყოს რაღაც სწორი ბალანსი ჯანდაცვის მიზნებსა და ფისკალურ მიზნებს შორის.  მიკვირს, რატომ  იღებს პარლამენტი ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს,  რომელიც მხოლოდ კონტრაბანდას გაზრდის,“ – აცხადებს ლაშა გოცირიძე

ხელით გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის ინიციატივით თავდაპირველად ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე 1 მარტს გამოვიდა. ზოიძე თავის ინიციატივას იმით ხსნიდა, რომ თამბაქოზე ფასის ზრდის შემდეგ, მოქალაქეებმა შედარებით იაფი ალტერნატივების ძებნა დაიწყეს.

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.