ლაშა შავდათუაშვილმა პუტინის ფავორიტი ძიუდოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

მისნკში ევროპის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მესამე დღეს, ქართველი სპორტსმენები კრივში, სამბოში, ძიუდოში, ტყვიის სროლასა და ველოსპორტში ასპარეზობენ.
ძიუდოში, 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა პირველ ბრძოლაში მოლდოველი იონ ნაცუ დამატებით დროში დაამარცხა, მერე კი უკრაინელ არტემ ხომულა დაამარცხა და ასე გავიდა მეოთხედფინალში.

ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში შავდათუაშვილის მეტოქე რუსი დენის იარცევი იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ლაშა ორჯერ იყო გაფრთხილებული და მორიგი გაფრთხილების შემთხვევაში ორთაბრძოლას დათმობდა. შავდათუაშვილმა ბოლო წამებზე მოუმატა და იარცევი იპონით დაამარცხა!
აღსანიშნავია, რომ ეს ის იარცევია, რომელიც ლაშამ 2016 წლის ოლიმპიადაზე დაამარცხა. იარცევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი საყვარელი ძიუდოისტია. ლაშა მას რიოში, რეპეშაჟში შეხვდა, ორი ვაზარით დაამარცხა და ჟესტით საქართველოს დროშაზე მიუთითა – აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლა 8 აგვისტოს გაიმართა და ლაშამაც აგვისტოს ომის წლისთავი ასე აღნიშნა.
ამ დროისთვის, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 10 მედალი აქვს (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და რუსეთისა (18 მედალი) და ბელარუსის (14) შემდეგ, მესამე ადგილზეა.

popsport

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.