ლიბანური „ჰეზბოლა“ აზერბაიჯანში გამოჩნდა – რა საფრთხეს შეიცავს ეს საქართველოსთვის?

ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება „ჰეზბოლა” აქტიურობას აზერბაიჯანში იწყებს, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის აშშ-ს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული ორგანიზაციის გააქტიურება მეზობელ ქვეყანაში – ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეზონანსი” უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

„ჰეზბოლა”, როგორც მოგეხსენებათ არის შესული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის მხარდამჭერი ორგანიზაციების შავ სიაში. იგი მოქმედებს ლიბანში და ეს ფაქტიურად არის ისრაელის წინააღმდეგ შიიტური გასამხეროებული ფორმირება, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური მმართველობის პოზიციები, ლიბანის პარლამენტში მათ ჰყავთ უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, „ჰეზბოლას” გამოჩენა კავკასიაში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, განსაკუთრებით აზერბაიჯანისთვის, რადგან ამ ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა შიიტური მოსახლეობა, რომელიც შეიძლება მოექცნენ მათი გავლენის ქვეშ.

„საქართველოშიც არის, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, აზერბაიჯანულ მოსახლეობაში მრავლად არიან შიიტური კონფესიური მწრამსით და მათი გავლენის ზონა შეიძლება იყოს საქართველოშიც და ამან შეიძლება მოყვეს სერიოზული გამოწვევები“, – აცხადებს მაისაია.

მისივე თქმით, საქართველოში „ჰეზბოლას” გააქტიურება შესაძლოა გახდეს ისრაელის და საქართველოს მეგობრობის ხელის შემშლელი ფაქტორიც.

„საქართველოს ისრაელთან აქვს სტრატეგიულო მეგობრობა და შესაბამისად, ისრაელმა შეიძლება მოგვთხოვოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა „ჰეზბოლას” გავლენის შესამცირებლად”, – აცხადებს ექსპერტი.

ლიბანურ შიიტთა გაერთიანება „ჰეზბოლას” აქვს გავლენიანი, ძლიერი ქსელები სირიაში, ლიბანში, იორდანიასა და ავღანეთში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, იგი ასევე ცდილობა ფეხი მოიკიდოს აზერბაიჯანში, ბულგარეთში, კვიპროსში, ნიგერიაში, პანამაში, პერუსა და ტაივანში.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.