ლიკა ჯოჯუა MMA-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ქართველი სპორტსმენი ლიკა ჯოჯუა MMA-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჯოჯუა პირველი ქართველი ქალია, რომელიც MMA-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 29 წლის რუსი მებრძოლი მარინა მოხნატკინა დაამარცხა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე, ლიანა ჯოჯუას ММА-ს რინგზე შვიდი ბრძოლიდან ხუთი ჰქონდა მოგებული, ხოლო მარინა მოხნატკინამ ოთხივე შეხვედრა პირველსავე რაუნდში მოეგო. ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვებულად ლიანა ჯოჯუა გამოაცხადეს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.