ლიტერატურის კითხვა სხვა ადამიანების უკეთ გაგებაში გვეხმარება

“კითხვა სხვა ადამიანების უკეთ გაგებაში გვეხმარება, რამდენადაც ის ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც სხვისი ცნობიერების გაგებასთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ფრედერიკ ბერნარი პორტალ Slate.fr-ზე წერს.

სტატიის ავტორის თქმით, ბევრი სამეცნიერო კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო თუ რა გავლენას ახდენს მუსიკა ან მედიტაცია ადამიანის ტვინზე, კითხვასთან დაკავშირებით კი მეცნიერები სიღრმეებში ჯერ არ შესულან. ყველაზე გასაოცარი შედეგი, რომელიც კვლევამ დადო, დევიდ კიდისა და ემანუელე კასტანოსია (2013 წელს ჩატარებული), რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ ახალი კვლევა უკვე 2018 წელს ჩატარდა.

კვლევებმა ცხადყო, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა (საუბარია სხვადასხვა პრემიის მქონე, ან საყოველთაოდ აღიარებულ მწერლებზე) ადამიანს სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის უკეთ გაგებაში ეხმარება, ვიდრე პოპულარული წიგნები (ბესტსელერი ავტორების წიგნები).

“სხვა ადამიანების გაგება განისაზღვრება როგორც აზრების, ემოციების, განზრახვების წაკითხვის უნარი, რომელიც გამოიყენება ახსნისთვის, სხვა ადამიანების პროგნოზირებისა და კონტროლისთვის”, – წერს ავტორი. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.