ლტოლვილად ჩაბარებულ ათობით ქართველს, ვენიდან თბილისში სპეც რეისით ჩამოიყვანენ

ლტოლვილად ჩაბარებულ ათობით ადამიანს რეადმისიის ფარგლებში, ვენიდან თბილისში სპეც რეისით ჩამოიყვანენ.

როგორც “პრაიმტაიმს” საგარეო საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, რეადმისია პერიოდულად ხდება და მის ფარგლებში იმ მოქალაქეების დეპორტაცია, ვინც ვიზალიბერალიზაციის წესებს არღვევს ევროკავშირის ქვეყნებში, იმ დროს ხდება, როდესაც ქვეყანა ამ დარღვევებს აღმოაჩენს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიის ხელშეკრულებები ერთდროულად, 2011 წლის 1 მარტიდან მოქმედებს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.