ლუკ კოფი: “ნატოში გაწევრიანებას მაპი არ ჭირდება. თქვენ მაპი არ გჭირდებათ”

“ნატოს ყოველი სამიტის წინ ქართველებს მაპის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატოს მაპის გარეშე შეუერთდა”, – ამის შესახებ ჰერითიჯ ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოგიმ “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლუკ კოფის თქმით, არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან – მაპთან დაკავშირებული მოლოდინები. “ახლა ნატოს ყოველი სამიტის წინ ქართველებს მაპის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატოს მაპის გარეშე შეუერთდა. სანამ მაპის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ბრიუსელის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება მაპის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატოში გაწევრიანებას მაპი არ სჭირდება. თქვენ მაპი არ გჭირდებათ”, – განაცხადა ლუკ კოფიმ

კითხვაზე რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს ბრიუსელის სამიტიდან, ლუკ კოფი პასუხობს

“ჩვენ არ ვიცით ზუსტად რას ველოდოთ. მე ვისურვებდი რუსეთის შესაჩერებლად ნატო გამოვიდეს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის იდეით, ვისურვებდი გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებას და მაკედონიის მიღებას, ასევე ვისურვებდი საქართველოსთვის ცალკე კომუნიკეს მიძღვნას, რომელიც აღნიშნავდა რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ნატო კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. კარგი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად ნატო-საქართველოზე დისკუსიები სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართოს. კიდევ ერთი პრაქტიკული იდეა იქნებოდა, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მომუშავე ნატოს ცენტრის გახსნა საქართველოში”,- განაცხადა ლუკ კოფიმ.

მიმომხილველის თქმით, მისი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი.

“მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება.

ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ.

მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა”, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

ავტორი: სალომე ჩადუნელი

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.