ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

ლუქსემბურგი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. ამის შესახებ “ევრონიუსის” ცნობით, გეგმები პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელის კოალიციურმა მთავრობამ წარადგინა.

როგორც დაგეგმილია, მომავალი წლის ზაფხულიდან ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით, ტრამვაითა და ავტობუსით მგზავრობას მგზავრები უფასოდ შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ქსავიე ბეტელმა პრემიერის პოსტი მეორე ვადით დაიკავა, მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი ნაწილი სწორედ გარემოსდაცვითი საკითხებს ეთმობოდა.

ამჟამად ლუქსემბურგში 2 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დაახლოებით 2 ევრო ღირს. 20 წლამდე ასაკის მოქალაქეების, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის მგზავრობა ამდრომდეც უფასო იყო.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.