ლუქსემბურგი – პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად განტვირთავს და ქვეყანაში გადაადგილებას გაადვილებს.

ლუქსემბურგს ზღვისკენ გასასვალი არ აქვს და მას გერმანია, ბელგია და საფრანგეთი ესაზღვრება. ქვეყანაში 400 000-ამდე მგზავრი სამუშაოდ მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. წელს ლუქსემბურგმა მზავრობა უფასო გახადა 20 წლამდე  მოსწავლეებისთვის. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლუქსემბურგი ავტომობილებით ყველაზე გადატვირთულია.

The Guardian_ის ცნობით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი როგორ განაწილდება ბილეთები მატარებლების პირველი და მეორე კლასის განყოფილებებისთვის.   ამჟამად ქალაქგარეთ მაცხოვრებლები  2 ევროს იხდიან ორსაათიან მგზავრობაში. მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ  2020 წლიდან ყველა ბილეთი გაუქმდება, რათა ბილეთების შესყიდვის კონტროლზე ეკონომია გაკეთდეს.  

archdaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.