“მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი” – რუხის ციხეზე ახალგაზრდებმა ბანერი გამოფინეს

ზუგდიდში, რუხის ციხეზე ახალგაზრდებმა ბანერი გამოფინეს წარწერით „მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“. სიტყვები პოეტ ნიკა ლაშხიას ლექსიდანაა.

„ლექსი აგვისტოს მოვლენებს ეძღვნება. სამწუხაროდ დღემდეა აზრთა სხვადასხვაობა, მავნებლები არიან ის ადამიანები, ვინ ფიქრობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. რეალობა ის არის, რომ დღესაც გადმოსწიეს საოკუპაციო საზღვარი და მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი. ჩვენ ისევ იმის მტკიცებაში ვართ, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური განწყობა უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ნიკა ლაშხიამ.

აქციის ორგანიზატორის, როსტომ ზარანდიას თქმით, დღემდე ვერ გარკვეულან საქართველოში თუ ვინ დაიწყო ომი.

“საუკუნეებია ომში ვართ და ბოლო ამბიდან 11 წელი გავიდა და დღემდე ვერ გარკვეულა ერი, რუსეთია ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ ჩვენ. ვერაფერი ვისწავლეთ“, – განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როსტომ ზარანდიამ.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.