მაიკლ ბლუმბერგი – ჩემს ფულს მთლიანად ტრამპის დასამარცხებლად ვხარჯავ

ჩემს ფულს მთლიანად ტრამპის დასამარცხებლად ვხარჯავ, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემასთან ინტერვიუს დროს ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ტრამპის თეთრი სახლიდან მოსაშორებლად ის ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ უფლება არ გვაქვს მომდევნო 4 წელი ტრამპის დაუფიქრებელი და უგუნური ქმედებები ავიტანოთ. ის ჩვენი ქვეყნის, ღირებულებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი დონალდ ტრამპის მოშორებაა, რისთვისაც მზად ვარ ჩემი ფული მთლიანად დავხარჯო“, – განაცხადა ბლუმბერგმა, რომელიც Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში მე-8 ყველაზე მდიდარი ადამიანია.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გასული წლის ნომებერში გამოთქვა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.