მაიკ პომპეო: საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება

საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული. განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა.  ამის შესახებ The State-ი წერს.

ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას მაიკ პომპეომ რამდენჯერმე ახსენა ვლადიმერ პუტინიც.

„საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ნოემბერში შავ ზღვაში არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინულ გემებზე და ჰიბრიდული თავდასხმები ჩვენს მოკავშირეებზე საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

„რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომის საფრთხეს აშშ და სხვები სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ოფიციალურმა მოსკოვმა ფრონტის წინა ხაზი შესაძლოა აღმოსავლეთ ფლანგზეც გახსნას. ამ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ევროპის თავისუფლების დაცვა ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობაა. რუსეთს მსოფლიო ასპარეზზე გავლენის აღდგენა ნატოს დაყოფა, აშშ-ის დასუსტება და დასავლური დემოკრატიების დანგრევა სურს“, – აცხადებს მაიკ პომპეო.

13-14 თებერვალს ვარშავაში აშშ და პოლონეთი ერთობლივ მინისტერიალს მართავენ. ღონისძიებაზე ორი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის სამომავლო მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.