ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ყირიმი უნდა დაუბრუნდეს უკრაინას. შესაბამისი ტექსტი კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
„აშშ-ის პოზიციაა, რომ ეს მიუღებელია. ყირიმი უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა პომპეომ. აღნიშნული კომენტარი მან მაშინ გააკეთა, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, დაუბრუნდება თუ არა ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობას.
პომპეომ აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უფრო კრეატიულად უნდა შეარჩიოს ადამიანები.
„ისინი ყველანი ჯერ კიდევ იბრძვიან, შესაძლოა არა ყოველ დღე, მაგრამ ხშირად. ეს ძალიან რეალისტურია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.