მაკედონიას სახელი გადაერქვა

მაკედონიას ახალი დასახელება რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია იქნება, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა. ზაევმა თავის ბერძენ კოლეგასთან ალექსის ციპრასთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც მიაღწიეს შეთანხმებას რესპუბლიკის კონსტიტუციური დასახელების თაობაზე, რაც გაუხსნის გზას სკოპიას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს. ციპრასმა ასევე დაადასტურა, რომ სკოპიასთან შეთანხმება მიღწეულია. ათენმა მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანებას პრობლემები შეუქმნა, საბერძნეთმა სახელის გადარქმევა მოითხოვა, რომ არ მომხდარიყო ქვეყნის ბერძნულ ოლქთან არევა.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.